• თბილისი
  • 35°C
  • 22 აგვისტო, 2017
article

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა

14-16 აპრილს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა. 14 აპრილს გამოძახებათა რაოდენობამ 1837 შეადგინა, 15 აპრილს - 1942, ხოლო 16 აპრილს - 2511. პაციენტთა ნაწილს სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწია, 1707 შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.

მწვავე ვირუსული ინფექციების მოტივით სასწრაფო დახმარების ცენტრში 530 გამოძახება დაფიქსირდა; ავტოსაგზაო შემთხვევის - 60, ხოლო ზოგადი ინტქოსიკაციის  - 35 ფაქტი.