• თბილისი
  • 29°C
  • 26 ივნისი, 2017
article

თავდასხმა ეგვიპტურ მონასტერზე - არიან დაღუპულები

წმინდა ეკატერინეს ეგვიპტური მონასტრის სიახლოვეს, სინაის სამხრეთით, თავდასხმა მოხდა უსაფრთხოების ძალებზე. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ოთხი ადამიანი. ამის შესახებ ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.

უკანასკნელ ხანებში, ეგვიპტურ ეკლესიებზე თავდასხმისას დაახლოებით 45 ადამიანი დაიღუპა. პაპი ფრანცისკი ქვეყანას აპრილის ბოლოს ესტუმრება.