რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი11°-19°
  ქუთაისი15°-26°
  ბათუმი14°-20°
„პატრიარქის კურთხევით, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და თამბაქოს მოწევა მკვლელობის ცოდვაში გადის“

16:55 18.04.2017
["პრესა.ჯი"]
ჯანდაცვის კომიტეტის სამუშაო სხდომაზე საპატრიარქოს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ვარაზმა განაცხადა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ნარკომანიაც, ალკოჰოლიზმიც და თამბაქოს მოწევაც ითვლება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, მკვლელობის ცოდვაში გადის და ითვლება სირცხვილად.

”ძალიან სასარგებლოა და ბედნიერები ვართ, რომ დადგა დრო, როცა ეს კანონი აღსრულდება და დავიწყებთ ცხოვრებას ჯანსაღ ქვეყანაში. მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით, ნარკომანიაც, ალკოჰოლიზმიც და თამბაქოს მოწევაც ითვლება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, ღვთის წინაშე ითვლება ცოდვად, მკვლელობის ცოდვაში გადის და ითვლება სირცხვილად. ეს უნდა დამკვიდრდეს, სირცხვილია, რომ ვეწევით. წავიკითხე და ვხედავ, რომ ეს კანონი ვერ წვდება იმ ადამიანებს, რომლებიც პრივატულ გარემოში, ოჯახში მოწევენ. რა თქმა უნდა, ამის გაკონტროლება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ბავშვების დაცვა საჭიროა. უმძიმესია, როცა მშობლები აბოლებენ და ბავშვს ეუბნებიან, რომ მან არ მოწიოს, ბავშვი აუცილებლად მოწევს. აქედან გამომდინარე, თუ კუთხეში დაყენება და ყურის აწევა არის ძალადობა, ესეც საშინელი ფორმა უნდა იყოს ძალადობის. ვიფიქროთ ამ საკითხზე...

საქართველოს ეკლესია მზად არის და სხვა რელიგიური კონფესიებიც არ იქნებიან ჩამორჩენილი, სიხარულით ვებმებით ამ საქმეში. პირადად მე ვეწეოდი 18 წელი და 27 წლის წინ დავანებე მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით. არანაირი მკურნალობა არ დამჭირვებია, ვარ არამწეველი. ვიფიქროთ ამაზე. ღმერთს ებარებოდეთ”, - აღნიშნა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-04-18 17:13:39
ვაა უკვე ბიბლია და ქრისტებ 10 მცნებაც შეცვალა ,,ბრძენმა კაცმა"?

ელისო2017-04-18 20:42:58
მივესალმები კანონს, მაგრამ რელიგია და მცნებები აქ რა შუაშია! მთლად გააფარჩაგეთ ბიბლია და რწმენა, თქვე უღმერთოებო და ესეც მოირგეთ ჩექმასავით. ფუი თქვენ, ბნელებო

2017-04-19 16:32:37

2017-04-19 18:20:04
ცოდვის მორევში რომ ცურავს საპატრიარქო და უამრავი ვითომ მღვდელმსახური,მაგას მიხედონ. .ნახეს ახლა ახალი თემები.. უნდა დაგვზაფრონ.. და ''დაგვსაჯონ''ვითომდა ღმერთის სახელით

2017-04-19 18:21:07
ცოდვის მორევში რომ ცურავს საპატრიარქო და უამრავი ვითომ მღვდელმსახური,მაგას მიხედონ. .ნახეს ახლა ახალი თემები.. უნდა დაგვზაფრონ.. და ''დაგვსაჯონ''ვითომდა ღმერთის სახელით

2017-04-19 20:25:37
ვაი თქვეს პატრონს რატომ იმაზე არ ლაპარაკობთ რომ უწმინდესს უსირცხვილოდ ჩამოართვით დაცოდავი პატიმრების შეწყალების უფლება? სირცხვილია საპატრიარქოს სახელს რომ ეფარებით და ივანიშვილს ელაქუცებით და ძაღლივით კუდს უქიცინებთ

2017-04-19 21:02:00
ჯიპები?

2017-04-19 23:38:51
და ღიპები?

2017-04-20 07:41:32
კომენტატორებს: აბა, თქვენ იცით, შეეჯიბრეთ, ვინ მეტ სისაძაგლეს დაწერთ. ნარკომანია და სიმთვრალე ყოველთვის ცოდვად ითვლებოდა, სიგარეტის მოწევაც. ეს ახლა არ დაუდგენიათ, გაგახსენეს. აბა მიდით აბოლეთ თქვენს შვილებს ცხვირ- პირში და ლანძღეთ პატრიარქი. აბა, ჰე, დაუმძიმეთ თქვენს შვილებს ჯვარი



2017-04-20 09:52:16
ყველაზე მეტად სამღვდელეობა გვაბოლებს, თანაც ძაან მაგრად. თვითონ გრიალებენ.

ურიელი2017-04-20 10:09:56
ეს არანაირი მცნებების შეცვლა არ არის უბრალოდ ცოდვის სიმძიმეზე მიგვითითებს

2017-04-21 10:18:04
ჯერ საპატრიარქო დაალაგეთ.

2017-04-21 16:14:41
უფალმა ძალა მოგვცეს ყველას!!!!!!!!!!

მანანა2017-04-22 04:15:58
ბავშვობიდანვე ვიცი ანუ ნახევარი საუკუნეა ვიცი რომ ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და სიგარეტის მოწევა ცოდვად ითვლება. ღმერთმა ადამიანს მისცა გონება და ცოდნა იმისა თუ რა ვნებს ადამიანს და რა უხდება! ეს სამი მავნე ჩვევა ითვლება თვითმკვლელობად და თვითმკვლელი სამოთხეში ვერ მოხვდება, იმიტომ რომ უდიდეს ცოდვად ითვლება თვითმკვლელობა!!
მე ის მიკვირს რომ მე-20-ე საუკუნეში ეს ვერ გაითვიცნობიერა ზოგიერთმა და დღესაც უკვირთ და ყველაფერ სიკეთესთან ერთად პატრიარქს ლანძღვენ, იმის მაგივრად რომ მოინანიონ და ღმერთს შველა სთხოვონ!!
პ.ს. ამ ხალხთა სიაში ჩემს შვილსაც ვასახელებ, რომელიც მწეველია და თან არ მიაჩნია ეს ცოდვად!... იმედი მაქვს რომ ერთ მშვენიერ დღეს მიხვდება და დაანებებს მოწევას თავს ღმერთის წყალობით! უფალს ვებარებოდეთ!

2017-04-22 07:11:50
პატრიარქს არავინ ლანძღავს უბრალოდ სიმართლეს ამბობენ.საპატრიარქო და სამღვდელოება ასეთ დღეში რომაა ეს პატრიარქის პასუხისმგებლობაა.ჯერ ზვიადთან დააშავა პატრიარქმა.მერე სამოქალაქო ომის დროს არ ჩაერია და მომრიგებლის როლი არ იკისრა საერთოდ არ ამოიღეს ხმა.მერე შევარდნაძეს ჩაეხუტა იმ ქვეყნის დამაქცევარ რომ ხალხინუჩოქებდა პატრიარქი შევარდნაძის გვერდით იდგა და არ დაცდენია რას შვებით ხალხო არ დაიჩოქოთო პირიქით კოცნიდა და ეფერებოდა იმ საზიზღარ შევარდნაძეს(ეს კადრები იუთუბზე დევს ,,გადაფურთხებულის ალოკვა,,ასე ჩაწერეთ ძებნაში და ნახავთ.)შევარდნაძეს იუბილეზე სიტყვით გამოვიდა და ადიდა და აქო ის ქვეყნის დამაქცევარი(ესეც არის იუთუბზე ,ხპატრიარქი შევარდნაძის იუბილეზე,,ასე მოძებნეთ.
ახლა სამღვდელოება რადღეშია იცით ალბად ბევრი კრიმინალი,ნარკომანი,ნარკომოვაჭრე,მომხვეჭელი და გონებაშეზღუდული რომარი იქ(ნორმალურად მოაზროვნე და განსწავლული მამაო უმცირესობაში რომ არიან)ისე განაგლდნენ ზოგს ხელოსანს ჭიშკარს აკეთებინებენ და მერე ფულის გადახდა არ უნდათ,ზოგს საშენ მასალას მოატქნინებენ და მერე ეტყვიან ღმერთი გადაგიხდისო.უარი თუ მიიღეს არიცით როფორ შეწიროთო.აგაა რეალობა რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროთდ ამუ იბრმავებთ თვალს.

2017-04-22 13:01:26
მართალია, მართალია, მართალია. 100 % , 100% , 100% .

2017-04-22 15:55:29
ჰა რატომ დუმხართ?სიმართლემ დაგადუმათ?ვნახე კადრები იუთუბზე და გავოცდი.

2017-04-22 18:30:18
შანგრილა სადაა?

2017-04-26 14:21:31
Miavhiron raaaa

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. "გაავრცელეთ!!! ბევრმა არც კი იცის!!! არადა ძალიან სასარგებლოა"
2. რა დაწერა 4 შვილის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში?
3. "საბოლოოდ მოვეფერები შენს გაყინულ ხელებს" - ეკა ყურშიტაშვილის სევდიანი წერილი
4. „რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია“ - გია მაისაშვილის ეს წერილი ძალიან გაგახარებთ
5. პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა - რა ხდება შამგონაში? (ვიდეო)
6. "ეს წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ"
7. "15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის ბაბულიკამ გააუპატიურა... რეაქცია ნული"
8. "ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს! სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა"
9. „თან მღეროდა და თან ცრემლები მოსდიოდაო. ასე სცა პატივი პუბლიკასაც, შვილსაც და პროფესიასაცო“
10. 112-ის ოპერატორის სწრაფმა რეაგირებამ 24 წლის გოგონა სუიციდისგან იხსნა
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901