• თბილისი
  • 8°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

"კლასიკური ასკარიდა "კარფურის" სამწვადეში" - დააკვირდით, რას აჭმევთ ბავშვებს

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი კარფურში ნაყიდი მწვადის ფოტოს ავრცელებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ საკვებში ასკარიდაა.

"კლასიკური ასკარიდა "კარფურის" სამწვადეში", - წერს დავით კალანდაძე. 


ასკარიდა საკმაოდ გრძელი ჭიაა, თუმცა ორგანიზმში კომფორტულად მოთავსება არ უჭირს.  ის სრულიად შეუმჩნეველად და უსიმპტომოდ ცხოვრობს ორგანიზმში. 2,5-3 თვის განმავლობაში მდედრი ჭია აღწევს 24-44 სანტიმეტრს. მათ კუდის მსგავსი დაბოლოებაც კი აქვთ. ასკარიდა ადამიანის ნაწლავში ყოველდღიურად 240 000  კვერცხს დებს.

შეგახსენებთ, "კარფურის" მომხმარებლებს არაერთხელ გამოუგზავნიათ "პრესა.ჯი"-სთვის ექსკლუზიური ინფორმაცია ფოტომტკიცებულებებით, სადაც საწყობებში არსებული ვითარება კარგად ჩანდა.