რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
ამინდი
  თბილისი0°-13°
  ქუთაისი4°-12°
  ბათუმი2°-12°
“ამ ტრაგედიის შემდეგ შორენა თეთრუაშვილმა ეკლესიას მიაშურა და პატრიარქის მდივანი გახდა”

01:27 15.02.2017
["პრესა.ჯი"]
„ამ ტრაგედიის შემდეგ შორენა თეთრუაშვილმა ეკლესიას მიაშურა და პატრიარქის მდივანი გახდა“, – ამ სათაურით გაზეთი „ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში ვრცელ სტატიას აქვეყნებს. 
გამოცემა მკითხველს ოთარ ზვიადაურთან ინტერვიუს სთავაზობს, სადაც რესპონდენტი 35 წლის წინანდელ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს. ოთარ ზვიადაური ამბობს, რომ მისი და ნაზი ზვიადაური და შორენა თეთრუაშვილი თანაჯგუფელები იყვნენ. მისი თქმით, წლების წინ ჯგუფელები, ტრადიციულად, 2 იანვარს, ერთ-ერთი ჯგუფელის სახლში იკრიბებოდნენ და ბედობის დღეს აღნიშნავდნენ. თუმცა, ეს ტრადიცია 1980 წლის 2 იანვარს დაირღვა და უნივერსიტეტის სტუდენტები მცხეთაში წავიდნენ. როგორც ოთარ ზვიადაური აცხადებს, იმ დღეს, მის დასთან ერთად შორენა თეთრუაშვილიც იმყოფებოდა. მისივე თქმით, მისი და სწორედ 1980 წლის 2 იანვარს დაიღუპა.
„შორენა თეთრუაშვილმა დამალა სიმართლე ჩემი დის, ნაზი ზვიადაურის მკვლელობის შესახებ… მე მაქვს მტკიცებულებები, რომელი ტელევიზიითაც სურს, შემხვდეს და დარწმუნდება საზოგადოება, ჩემს სიმართლეში. გთხოვთ, ყველამ გააზიაროთ, მე ნაზი ზვიადაურის ძმა ვარ, რომელიც 1980 წლის 2 იანვარს მოკლეს. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი თანაკურსელები, ერთ-ერთი,ალბათ ბევრისთვის ნაცნობია,–შორენა თეთრუაშვილი–მკლელობიდან, მცირე დროის გასვლის მერე საპატრიარქოშია დღემდე… თუ ვინმე ღვთისნიერი დაინტერესდა, ყველაფერს მოუყვები, რადგანაც, მე თვით მაქვს წაკითხული, წინა და შემდეგ, შეცვლილი ჩვენებები… მე შარშან, დაცვის საშუალებით, წერილიც გადავეცი, რომ შემხვედროდა, მაგრამ არ ისურვა, ჩემთან შეხვედრა, შორენამ…“ – ამბობს ოთარ ზვიადაური.

მისი თქმით, მაშინ მისი დის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამომძიებლებმა ჯგუფელებიც დაჰკითხეს. ზვიადაური ამბობს, რომ მისი დის საქმეს დედამისიც გადაჰყვა. „დედას ჰქონდა რამდენჯერმე მცდელობა, რომ ენახა შორენა… სახლში რომ მიაკითხა, არ მიიღო – წივილ-კივილი აუტეხა, საპატრიარქოში „გული წაუვიდა“, მისი ერთადერთი პასუხი იყო: მე ნაზის ცხედართან უკვე მოვინანიე დანაშაული!“ გასვენების დღეს, შორენამ მიცვალებულის სახლიდან გამოსვენებამდე, ნაზის ცხედართან მარტო დარჩენა ითხოვა, ყველანი გარეთ გამოვედით და მხოლოდ ის დარჩა ნაზისთან. დაახლოებით ნახევარ საათს… მე სიბოროტის კუთხით არ ვსაუბრობ, დამიჯერეთ. დედას ეშინოდა, რომ მე პირადად არ ჩამედინა დანაშაული… ისე, დღეს, რომც გავიგო ჩემი დის მკვლელის ვინაობა, შევუნდობ და მივუტევებ, მხოლოდ სიმართლე მინდა ვიცოდე! როგორც ახლა მე თქვენ გიყურებთ, ისე იცის შორენამ სიმართლე, მაგრამ არ ამბობს… მას ან სასჯელის ეშინია, ან ვიღაცის! “ – აცხადებს ოთარ ზვიადაური.

წყარო

ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-02-15 13:08:29
Gმერთი კველას განსჯის, დამიჯერე ჩემო კარგო, ცვენ ტუთისოპლის სტუმრები ვართ. და ამ პატარა დროს განმავლობასი ამდენ ტოდვას ვიდენთ.

გოგი2017-02-15 14:47:56
შორენას ამბები ყველამ იცის ვინცაა და რაცაა ... სუკის აგენტი რუსეთის ჩასმული საპატრიარქოში, მომხვეჭელი და ასე შემდეგ და შემდეგ .. საკვირველი ისაა რატო ვერ მოიშორეს აქამდე თუკი რამე უბედურება ტრიალებს საპატრიარქოში მაგისგან მოდის ყველაფერი და ეს ყველამ კარგად იცის ... ალბათ ამ "ქალბატონს კომპრომატები აქვს ხელთ ..რუსების კაგებესგან მიწოდებული და ამით აშანტაჟებს ვინც ჭირდება იმას...
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ყველამ კარგად იცის .. რამეს ახალს ვიძახი ?

მარგალიტა2017-02-16 13:13:50
დამნაშავეც რომ არ იყოს ქალბატონი შორენა, თუ მას პატრიარქი და ეკლესიაში სიმშვიდე აინტერესებს უნდა გადადგეს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მართებული ქმებედა იქნებოდა. თუ ქალბატონ შორენას პირადი ინტერესები აქვს ცოცხალი თავით არ დატოვებს სამსახურს.

ეგონა კაკაჩია2017-02-16 17:42:53
ეს შორენა არის ერთი მაფიოზა მაძუნგალა ქალი!!!! გასაწმენდია საპატრიარქო ესეთი არამზადებისგან!!!!!!! გასაწმენდი კი არა ვაბშე დასახურია, რაში ხარჯავენ ჩვენგან შესულ 27 მილიონს? :@@@@ ფუი თქვენიიი

.2017-02-16 23:14:04
ჩვენ რას გვიყვება ჭორებს პროკურატურას მიაკითხოს ?!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. ლელა კაკულიას სკანდალური განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძეზე (ვიდეო)
2. რა უნდა აკეთოს ადამიანმა გარდაცვლილთა სულების საცხონებლად
3. კვირიკაშვილი მიდის - ვინ გახდება ახალი პრემიერი?
4. თვითმკვლელობა სიყვარულის გამო - სოფო ქოიავას უკანასკნელი მიმართვა შეყვარებულს (ვიდეო)
5. ია ფარულავა ნინო კუზანოვას დას: "არასდროს მევასებოდი"... "შენი ყველა პასუხი მტრობით არის გაჟღენთილი"
6. ანუკი არეშიძე: "გამხდარი ქალები აღარ არის მოდაში"
7. იმათ საყურადღებოდ, ვისაც ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილი ტარიფებით მოუვიდა
8. ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოხტა
9. “ქორწილი ჩაიშალა, ბიჭი მთელი ღამე დაკითხვაზე იყო” – გახმაურებული თვითმკვლელობის ახალი დეტალები
10. მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეებში საოცარი რამ აღმოაჩინეს
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901