რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
ამინდი
  თბილისი0°-13°
  ქუთაისი4°-12°
  ბათუმი2°-12°
"პატრიარქის მარჯვენა ხელს ციხეში უკრავენ თავს..." - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ საპატრიარქოზე?

23:23 13.02.2017
["პრესა.ჯი"]
ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება ამონარიდები წლების წინანდელი წინასწარმეტყველებებიდან, სადაც ვკითხულობთ:

"1996 წელი, 28 ნოემბერი, საღამოს 4 საათი.საქართველოს საპატრიარქოში დიდი ცვლილებები იქნება. ღმერთმა ქნას, თორემ მხოლოდ ეკლესიაა ქრისტიანული, შიგნით კი − არაფერი. თვით საპატრიარქოც იწმინდება. ასეთია ნება ღვთისა!საოცარი ხედვა გამეხსნა: საპატრიარქოში სისხლიანი გზა ადის. ამ გზაზე ცხვარი მიდის, ფეხები და ბეწვი სისხლში აქვს ამოსვრილი.შევძრწუნდი! რა არის ეს? ღვთის რისხვაა და მეტი არაფერი! ამ შენობას, რომელსაც ღვთის სასუფეველი ქვია, საძირკველი სისხლიანი აქვს, შენობაც ცოდვიანია. ამიტომ დაისჯებიან! ვერაფერს მოიმოქმედებენ.საპატრიარქოში მოხდება განხეთქილება, ორ ბანაკად გაიყოფიან. პატრიარქი ამ ყველაფერს ვერ მოერევა.ჭყონდიდელი (ამ გვარს მეუბნებიან, ანუ სახელს; მე თვითონ, ვინ არის იგი, არ ვიცი. ვწერ რასაც ვხედავ) უპირისპირდება. იწყება, ესე იგი, დიდი ომები.

2000 წელი, 15 იანვარი, დღის 12 საათი.უწმიდესს მძიმე ოპერაცია ელის, უკვე ვეღარ აიცდენს ამას. ღვთის ნებით, გადარჩება! ბალახები არ შველის უკვე. ექიმიც ხომ ღმერთის მოვლინებულია?პატრიარქის ადგილზე ბევრს უჭირავს თვალი, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მაგრამ ისინი მომავალში დაისჯებიან. ღმერთი არ აპატიებს მათ ასეთ ვაჭრობას. ისინი პოლიტიკიდან საერთოდ გაქრებიან, მაგრამ პერიოდი, როცა ისინი იმოქმედებენ და ყველას ნერვებს მოუშლიან, საქართველომ უნდა გაიაროს.უწმიდესი გადარჩება ღმერთის ნებით და კეთილი ძალების მეშვეობით მართავს ისევ საქართველოს ეკლესიას! ამინ! ამინ! ამინ!

2003 წელი, 15 მარტი, დილის 7 საათი.რაც კი ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი სრულდება.საქართველოს მძიმე პერიოდები ელის სარწმუნოების მხრივ, მაგრამ ყოველივე დასრულდება ისე, როგორც ჯერ კიდევ 1992-1995 და ა.შ. წლებში ვწინასარმეტყველებდით. ვერც ერთი სექტა ფეხს ვერ მოიკიდებს საქართველოში. ეს ასეა ასი პროცენტით. პატრიარქი გაიმარჯვებს!!!

2004 წელი, 20 თებერვალი.იწყება დიდი ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, დიდი ბრძოლა! პატრიარქს ძალიან გაუცრუვებს იმედებს ეს მთავრობა. აი მაშინ აეხდება ფარდა ყოველივეს. წამოვლენ იეღოვას მოციქულნი, კათოლიკეები ფრთებს შლიან – ეს არის პასუხი ღვთისა საქციელისა შენისა, საქართველოვ!!!უფლებები ეკლესიისა შეიკვეცება. ლაპარაკი იქნება პატრიარქის შეცვლაზე, სიკვდილს არ უცდიან... ვნახოთ!!!ევროპა და ამერიკა უკმაყოფილებას გამოთქვამს. "ცივი წყალი დალიეთ!" – ეუბნება პრეზიდენტი. იგი ფიქრობს, რომ მისი მომრევი კაციშვილი არ არის დედამიწის ზურგზე! იგი დავით აღმაშენებელია – სიმაღლითაც და სისასტიკითაც, მაგრამ იგი, თუ არ შეასწორა ნაბიჯები... თუმცა, მაინც კრახით დაამთავრებს ასი პროცენტით.

2004 წელი, 30 მარტი.ეკლესიას ძალიან დაუპირისპირდებიან. მათ პატრიარქის შეცვლა სურთ, მომზადებულიც ჰყავთ მეუფე. არაფერი გამოუვათ. უდიდეს დარტყმას მიაყენებს ღმერთი, უფალი მწარედ დასჯის მათ ყველაფრისთვის. შევიდნენ მახვილით ტაძარში და იქვე განიგმირებიან უფლის ბრძანებით: `ვინც ჩემს სახლს შეეხება, მე მას შევეხები! ვინც ჩემ ხალხს შეეხება, მას გავუსწორდები. ამინ!2004 წელი, 26 ოქტომბერი, კუს ტბა, სამშაბათი, დილის 9 საათი.ვხედავ, უწმიდესის მოშორება სურთ — ანუ მოწამლონ! — მაგრამ არაფერი გამოუვათ!

2006 წელი, 21 მარტი.პატრიარქი ცუდად ხდება, საავადმყოფოში ვხედავ. ძლივს გადარჩება. საპატრიარქოშიც არეულობაა, მაგრამ ვხედავ, ახალი ძალები იკრიბებიან მართლმადიდებლობის გადასარჩენად!!! ამას ვერავინ შეჩერებს. დიდი Advertisementბრძოლები გაიმართება. ბევრი საქმე ამოიწევა.
2006 წელი, 11 მაისი.პატრიარქის მარჯვენა ხელი ფრთხილად უნდა იყოს, თორემ დაიჭერენ ასი პროცენტით.

2006 წელი, 6 ივნისი.სიფრთხილე მართებს ქართულ ეკლესიას. ძალიან რთული პერიოდი დაუდგებათ...ვხედავ, ფინანსური პოლიცია ინტერესდება საპატრიარქოს ბიუჯეტით...პატრიარქის მარჯვენა ხელს, ციხეში უკრავენ თავს. თანხების გადამალვას და ბევრ სხვა რამეს დააბრალებენ…
2006 წელი, 9 დეკემბერი.ფრთხილად, პატრიარქი ცუდად ხდება! ოპოზიცია იყვირებს, რომ იგი მოწამლეს. ვხედავ, რომ პატრიარქი ჩვეულ სიფრთხილეს კარგავს და სარისკო ნაბიჯებს დგამს. ფრთხილად!

2007 წელი, 17 დეკემბერი.ვხედავ, საპატრიარქოს შავი რკალი ეკვრის. ვხედავ სიკვდილს... ბევრი რამ შეიცვლება.მომავალში საპატრიარქოში, ვხედავ, სიმშვიდეა...1995 წელს შევხვდი მეუფეს, რომელსაც ვუწინასწარმეტყველე, რომ პატრიარქის სამოსელში ვხედავდი, რომ იგი გახდება საქართველოს პატრიარქი. იქნება დროებითი შემსრულებელი, მაგრამ ეს პერიოდიც გაივლის და აღსრულდება წინასწარმეტყველება.მომავალი პატრიარქი – ეს არის მახვილი უფლისა, სიტყვა მართალი, რაც ძალიან სჭირდება დღეს საქართველოს!

2008 წელი, 24 იანვარი.მეუფე, რომელიც ხდება საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი მართლმადიდებელია, დამცველი თავისი ერისა და ქვეყნისა! ვხედავ, როგორ ადებს უფალი მას პატრიარქის ნიშანს! დიახ, ასე ვხედავ. აი ნახავთ!

2010 წელი, 25 იანვარი, თბილისი.ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს, რაზეც ბევრს გული დაწყდება.სიფრთხილე მართებს საპატრიარქოს! ვხედავ, იგეგმება ახალი შეტევები…

2010 წელი, 14 ნოემბერი.დიდი ცვლილებები, ვიმეორებ, საპატრიარქოშიც იქნება. ფრთხილად, ბევრი დაკარგავს თავის ადგილს, დიახ ადგილს. სამღვდელოებას ძალიან გაუჭირდება, ვხედავ. დიდი ბრძოლები გაიმართება, ყველა გაოცდება. სიმართლეს ვერაფრით დამალავთ! იქნება დიდი დაპირისპირებები, დიდი შეცდომები, ორ კურდღელს ვერ დაიჭერთ! კოსმოსი თვალყურს გადევნებენ, როგორც არასდროს. ფრთხილად!
2011 წელი, 6 სექტემბერი, ურეკი.ვხედავ, დიდი ცვლილებებია საპატრიარქოშიც — დიდი სირთულეები, დიდი დაპირისპირებები და.........!!!"

ბეჭდვა  
კომენტარები:
ნიკა2017-02-14 01:51:40
ეძახეთ ეხლა გიჟი და აფერისტი ამ ქალს.

2017-02-14 10:05:09
ნიკა 2017-02-14 01:51:40
ეძახეთ ეხლა გიჟი და აფერისტი ამ ქალს
////////
გიჟი არა, უბრალოდ აფერისტია

2017-02-14 13:20:59
გაუნატლებ ხალხში წინაწარმეტკველები და აპერისტები მრვლად არიან, საკარტველო აPრიკიდან შორს არ წასულა, იკატ ბევრი წინსწარმეტკველები და მაგიის წევრები მაგრამ შიმშილით იხოტებიან როგორტ Kართველები.

2017-02-14 14:05:25
რა იწინასწარმეტყველა ოპერაციას გაიკეთებსო?ყველა ადმიანს დასჭირვებია ოპერაცია ცხოვრებასში რა არის ამაში წინასწარმეტყველური...

საქართველო2017-02-14 15:34:06
რა იწინასწარმეტყველა ნეტავ? 1996 წლიდან რაღაცას რომ გაარტყავ ეგაა წნასწარმეტყველება? ვაი მაგის პატრონს, ხალხს როგორ ადებილებენ.

ნიკა2017-02-14 16:17:13
ფინანსური შევაო და კიდევ რამოდენიმე დეტალი, რომ წერია რაც პირდაპირაა გარტყმული ეგ ვერ დავინახეთ ხო? :) და საერთოდ, ყველა საუკეთესო წინასწარმეტყველი, რომელთა წინასწარმეტყველებაც ახდენილა არც ერთი არ იყო ფსიქიურად დალაგებული. ;)

ნიკა2017-02-14 16:18:03
ესეც ერთი შეშლილი ქალია რა, მაგრამ ბევრი რამე კი გაარტყა

mari2017-02-14 19:22:04
Es qali tu martla winaswarmetkvelia ratom xalxis gasagonad ar ambobs winaswar da ara mere ase viwinaswatmetkveleo.roca rames igrdznobs da dawers daweron axal ambebshi aq qronikashi

.2017-02-16 23:14:54
ამ აფერისტს უსმენს მხოლოდ დეგენერატები !

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



სარეკლამო ადგილი - 86
200 x 240
გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. ლელა კაკულიას სკანდალური განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძეზე (ვიდეო)
2. რა უნდა აკეთოს ადამიანმა გარდაცვლილთა სულების საცხონებლად
3. კვირიკაშვილი მიდის - ვინ გახდება ახალი პრემიერი?
4. თვითმკვლელობა სიყვარულის გამო - სოფო ქოიავას უკანასკნელი მიმართვა შეყვარებულს (ვიდეო)
5. ია ფარულავა ნინო კუზანოვას დას: "არასდროს მევასებოდი"... "შენი ყველა პასუხი მტრობით არის გაჟღენთილი"
6. ანუკი არეშიძე: "გამხდარი ქალები აღარ არის მოდაში"
7. იმათ საყურადღებოდ, ვისაც ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილი ტარიფებით მოუვიდა
8. ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოხტა
9. “ქორწილი ჩაიშალა, ბიჭი მთელი ღამე დაკითხვაზე იყო” – გახმაურებული თვითმკვლელობის ახალი დეტალები
10. მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეებში საოცარი რამ აღმოაჩინეს
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901