რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 111
728 x 90
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
ამინდი
  თბილისი0°-13°
  ქუთაისი4°-12°
  ბათუმი2°-12°
"მთელი სამღვდელოება გაოგნებულია... იმედი მაქვს, მამა გიორგის ეს ბრალდება მოეხსნება"

15:10 13.02.2017
["პრესა.ჯი"]
13 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავარმა პროკურატურამ სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროა - დეკანოზი გიორგი მამალაძე განზრახ მკვლელობის მომზადების (18;108) ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაცია შოკისმომგვრელი აღმოჩნდა არამხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ სამღვდელოებისთვისაც, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას არ დაუსახელებია მაღალი იერარქიის რომელი სასულიერო პირის მოწამვლის ბრალდებით დააკავეს მამალაძე, ყველაფერი მიუთითებდა, რომ სამიზნე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო, რომელიც ახლა გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება.

მამა პეტრემ (კვარაცხელია) ისაუბრა presa.ge-სთან პროკურატურის განცხადების შესახებ.

- საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია საუბრობენ საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაზე და ე.წ კლანებზე, მაგრამ პატრიარქის მოწამვლა ამ სიტუაციაშიც კი ძალიან სერიოზული ბრალდებაა. როგორი იყო თქვენი რეაქცია პროკურატურის განცხადებაზე?

- პროკურატურის განცხადების მოსმენის შემდეგ მთელი სამღვდელოება გაოგნებულია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი განცხადება. საუბარიც კი მიჭირს ამ თემაზე, არამცთუ დავიჯერო ეს ყველაფერი. 

ღმერთმა ქნას, საბოლოოდ გამოიკვეთოს ის სიმართლე, რაც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს და იმედია, პროკურატურა დადგება მოწოდების სიმაღლეზე. 

მე დიდ იმედს ვიტოვებ რომ არც მამა გიორგი მამალაძე და არც სხვა არცერთი სასულიერო პირი მსგავს ქმედებას "ხელს არ მოაწერდა" და არ ჩაიდენდა ასეთ უბედურებას. ასევე დიდი იმედი მაქვს, მამა გიორგის ეს ბრალდება მოეხსნება.

აქ საუბარი მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის ლიკვიდაციაზე არ არის, აქ ერისა და ეკლესიის ღალატთან გვაქვს საქმე.

ეს ყველაფერი უთანაბრდება იმას, რაც თავის დროზე მოხდა ილია ჭავჭავაძის, პატრიარქი კირიონ მეორის მკვლელობის დროს, მაგრამ მე ვერ ვიჯერებ და ვერ ვუშვებ იმას, რომ რომელიმე სასულიერო პირს ასე ხელაღებით შეეძლო პატრიარქის ღალატი.

საზოგადოება ძალიან დაძაბულია და საჭიროა გაირკვეს აბსოლუტური სიმართლე ამ ინციდენტთან დაკავშირებით. საჭიროა მსგავსი ქმედების განმახორციელებელ ადამიანს პასუხიც სათანადოდ გაეცეს.

- როგორ ფიქრობთ, პატრიარქის საქართველოში დაბრუნება თუ მაინც მოჰფენს ნათელს ამ შემთხვევას?

- ჩვენთვის მთავარია რომ პატრიარქი გადარჩა. ამას სრულიად ერი ზეიმობს. რა მოხდება შემდეგ, ჩვენთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა, მთავარია, მწყემსი კეთილი დაუბრუნდება სამშობლოს.

ბეჭდვა  
კომენტარები:
mariami2017-02-13 17:11:25
არ ვიცი რავთქვა,რა ვიფიქრო მადლობა უფალს,რომ ჩვენი პატრიარქი კარგადაა.

2017-02-13 23:47:59
რათა მამაო პეტრე,სულ ერთი რათ არის,მერე რა იქნება?ყველა ერთხმად რომ გაიძახით,მამა გიორგი პატიოსანი კაციაო,რატომ არ დაუდგებით გვერდით? რატომ არ იღებთ ხმას?საზოგადო3ბამ დიდი ხანია იცის,რომ საპატრიარქო ქარვასლადაა გადაქცეული და უამრავი მამაო კინტოდ.და ეს უკვე ისეთი გამაღიზიანებელი და ამაზრზენი ხდება,მთელი დედა 3კლესიის დისკრედიტაცია მიდის.

2017-02-14 10:18:51
გამოლენჩებულ ბრბოს, რაც უფრო დაუჯერებელ სისულელეს ჩასძახებ მით უფრო დამაჯერებელია მათთვის. ასეა ეს და ასე იქნებამ მანამ სანამ ეს გამოშტერებული ბრბო იარსებებს.

ეგონა კაკაჩია2017-02-14 17:05:45
აუ ეს პეტრე კოლხი ვიღას დაკარგვია? ხან ჯაჯანიძის შოუში ზის ხან პროფილში, ეგ ისეთი მღვდელია როგორც მე ვარ რომის პაპი. გამომივიდა რა ესეც ჭკუის დამრიგებელი :)))

სევერიანი.2017-02-15 11:50:28
ყველა ღლაპი მამაო, როგორ ხდება?

ეკლესიას მრევლი სჭირდება, მრევლი და არა ათასობით ჭკუის მასწავლებელი მამაოები.

არ გახადეს "ცეხი" ეს ტაძრები?!

.

2017-02-15 12:51:10
ვერ გაინატილეს ობშიაკი, და ერთმანეტს დაერივნენ, მაგრამ მაინტერესებს ვინ დგას ამ კუკლების თამაშის უკან, ვინ შეუკვეთა?

კიტო2017-02-15 14:42:19
ჩვენი პატრიარქი ყოფილა შორენა და ილია მეორე - მისი სტიქაროსანი!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. ლელა კაკულიას სკანდალური განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძეზე (ვიდეო)
2. რა უნდა აკეთოს ადამიანმა გარდაცვლილთა სულების საცხონებლად
3. კვირიკაშვილი მიდის - ვინ გახდება ახალი პრემიერი?
4. თვითმკვლელობა სიყვარულის გამო - სოფო ქოიავას უკანასკნელი მიმართვა შეყვარებულს (ვიდეო)
5. ია ფარულავა ნინო კუზანოვას დას: "არასდროს მევასებოდი"... "შენი ყველა პასუხი მტრობით არის გაჟღენთილი"
6. ანუკი არეშიძე: "გამხდარი ქალები აღარ არის მოდაში"
7. იმათ საყურადღებოდ, ვისაც ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილი ტარიფებით მოუვიდა
8. ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოხტა
9. “ქორწილი ჩაიშალა, ბიჭი მთელი ღამე დაკითხვაზე იყო” – გახმაურებული თვითმკვლელობის ახალი დეტალები
10. მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეებში საოცარი რამ აღმოაჩინეს
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901