რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
ამინდი
  თბილისი0°-13°
  ქუთაისი4°-12°
  ბათუმი2°-12°
ბორჯომში, სამსახურიდან გათავისუფლებულმა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

13:48 12.01.2017
["პრესა.ჯი"]
ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში შუახნის მამაკაცმა ზ.კ.-მ თავი სახლის ეზოში ჩამოიხრჩო. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, ბოლო დროს მამაკაცი გულჩათხრობილი და დეპრესიული გახდა. ამის მიზეზად კი რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გათავისუფლებას ასახელებენ.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მამაკაცს მეუღლე მძიმე ავადმყოფი ჰყავს და მას მუდმივად ძვირად ღიერებული მედიკამენტები ესაჭიროება. ოჯახში მხოლოდ მათი შვილი მუშაობს, რომელიც სოფელში კერძო სამუშაოებზე დადის. თუმცა, ზამთარში ამ ეტაპზე ეს სამუშაოც აღარ აქვს.

გარდაცვლილის მეზობელი ნანა სიხიაშვილი ამბობს, რომ მამაკაცი, დახმარების სათხოვნელად რაიონის გამგეობაში და სოფლის რწმუნებულთან არაერთხელ იყო. მას ერთჯერადად 50 ლარით რამდენჯერმე დაეხმარნენ, თუმცა, მეზობლის თქმით, მეუღლის სამკურნალოდ საკმარისი არ აღმოჩნდა. სიხიაშვილი მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზად, სწორედაც რომ მძიმე სოციალურ მდგომარეობას ასახელებს.
"როგორც ყველა ქართველს, მასაც ძალიან უჭირდა. სადღაც კომპანიაში მუშაობდა, ერთ-ორ კაპიკს შოულობდა. ცოტა ხნის წინ იქიდანაც გამოუშვეს. სახლში მძიმე ავადმყოფი ჰყავს და მუდმივად ძვირად ღირებული წამლები ესაჭიროება. საწყალი ქალი წამლების გარეშე უბრალოდ მოკვდება.

"საცოდავი, ხან რაიონის გამგეობაში მიდიოდა, ხანაც სოფლის რწმუნებულთან. დახმარებას ითხოვდა. როგორც ვიცი, სოფლის რწმუნებული რამდენჯერმე დაეხმარა, კანონით რაც შეეძლო, ის ქნა. ახლა ამ გაჭირვებაში არავის აღარ აქვს იმის საშუალება, რომ მეზობელს დაეხმაროს.
"სახლში ერთადერთი ბიჭი მუშაობდა, ისიც სოფელში კერძო სამუშაოებზე დადის. ახლა ამ სიცივეში ეგეც არ არის. ძალიან უჭირდათ, საცოდავმა ასეთ მძიმე ყოფას ვეღარ გაუძლო და სახლის ეზოში თავი თოკით ჩამოიხრჩო," - ამბობს მეზობელი.

სოფელ ყვიბისის გამგებელი ამბობს, რომ გარდაცვლილ მამაკაცს თანხით ნამდვილად დაეხმარა. მამაკაცი რწმუნებულთან დახმარების თხოვნით, რამდენიმე თვის წინ მივიდა და ცოლის ოპერაციის გასაკეთებლად დაფინანსება სთხოვა.

რწმუნებული ამბობს, რომ მამაკაცი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა, სადაც ზ.კ-მ უთხრა, რომ სასახურიდან გაათავისუფლეს და სხვა სამუშაოს ვერ შოულობდა.

"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. სახლის უკან გაპარულა და თავი ჩამოუხრჩვია. როგორც გარდაცვლილის ცოლმა მითხრა, ბოლო დროს საკმაოდ ჩაკეტილა და აღარავის ელაპარაკებოდა. სამსახურიდან გაათავისუფლეს და სიტუაციას ძალიან მძიმედ განიცდიდა.

"სახლში მძიმე სოციალური მდგომარეობა ჰქონდა. როგორც ჩანს, ვალებიც ბევრი ჰქონდა, მის მეუღლეს ძვირიანი წამლები სჭირდება. ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო და საცოდავმა ნავი მოიკლა. გული დამწყდა, მართლა ღირსეული და მშრომელი ადამიანი იყო," - ამბობს რწმუნებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო

ბეჭდვა  
კომენტარები:
Dindon2017-01-12 16:02:16
Mere vis daicheren?

2017-01-12 22:02:12
ყველა სტატიის ქვემოთ მატლები რატომ არის? გააქრეთ ეს საზიზღრობები

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. ლელა კაკულიას სკანდალური განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძეზე (ვიდეო)
2. რა უნდა აკეთოს ადამიანმა გარდაცვლილთა სულების საცხონებლად
3. კვირიკაშვილი მიდის - ვინ გახდება ახალი პრემიერი?
4. თვითმკვლელობა სიყვარულის გამო - სოფო ქოიავას უკანასკნელი მიმართვა შეყვარებულს (ვიდეო)
5. ია ფარულავა ნინო კუზანოვას დას: "არასდროს მევასებოდი"... "შენი ყველა პასუხი მტრობით არის გაჟღენთილი"
6. ანუკი არეშიძე: "გამხდარი ქალები აღარ არის მოდაში"
7. იმათ საყურადღებოდ, ვისაც ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილი ტარიფებით მოუვიდა
8. ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოხტა
9. “ქორწილი ჩაიშალა, ბიჭი მთელი ღამე დაკითხვაზე იყო” – გახმაურებული თვითმკვლელობის ახალი დეტალები
10. მეცნიერებმა ჩერნობილის ტყეებში საოცარი რამ აღმოაჩინეს
სარეკლამო ადგილი - 29
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901