რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 111
728 x 90
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ამინდი
  თბილისი-2°-8°
  ქუთაისი3°-13°
  ბათუმი6°-12°
გუკა რჩეულიშვილი პროკურორებს: "თქვენ საქმეს სიძულვილით უდგებით"

13:25 12.01.2017
["პრესა.ჯი"]
"ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ გურამ (გუკა) რჩეულიშვილმა სასამართლოზე განცხადება გააკეთა. 

"როცა თქვენ ამ საქმეს უდგებით სიძულვილით, არ მგონია, რომ რამე ობიექტური გამოვიდეს აქედან. თქვენ ისეთი პირობები შექმენით საავადმყოფოში, რომ ავადმყოფმა ქალმა კლინიკაში დარჩენას არჩია საპატიმროში დაბრუნება და იქ ყოფნა, ისეთ მდგომარეობაში როგორშიც არის.

კერძოდ, არის სუსტად. მნიშვნელობა არ აქვს კეთილთვისებიანია თუ არა სიმსივნე. ყველანაირად შეეცადეთ, რომ 60 წლის ქალისთვის შეგექმნათ ისეთი პირობები, რომ დაეტოვებინა საავადმყოფო, სადაც მართლა კარგი პირობებია და არის გადასარევი დაწესებულება და დაბრუნებულიყო კამერაში, რომელიც მაიას დღევანდელ მდგომარეობას უფრო გაუსაძლისს ხდის. მესმის, რომ რასაც ჩაგძახებენ იმას ამოსძახებთ, მაგრამ ზიზღი რა საჭიროა. თქვენს სახეზე ვხედავ ამ ზიზღს.მგონია, რომ სუბიექტური ზიზღი გაქვთ და ვერ ვხვდები რატომ. თქვენ ვერ განიხილავთ ამ საქმეს, თუ ასე მიუდექით.

ქალბატონო მოსამართლე, როდესაც თქვენ დაუტოვეთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დედაჩემს და არ შეუცვალეთ გირაოთი, ამ გადაწყვეტილებაში არაფერი ჰუმანური არ ყოფილა. ქალის მიმართ, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, ჯერჯერობით უდანაშაულოა, თქვენ წინ და წინ განწყობილი ხართ და ვერდიქტი თქვენს თავში ალბათ გამოტანილი გაქვთ და ეს ყველაფერი ფარსია, რაც აქ მიმდინარეობს. ადამიანი, რომელიც, ასე ვთქვათ, 50%-ით მაინც უდანაშაულოა და ავად არის, თქვენ დატოვეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თქვენი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ იურიდიული ნორმების და ფაქტების განხილვა კი არ მიმდინარეობს, არამედ ჭორებისა და წინაწარი განწყობების განხილვა მიდის, რაც საზოგადოებაშია და მართლა არაჰუმანურია თქვენი მხრიდან ეს", - აღნიშნა გურამ რჩეულიშვილმა.
ბეჭდვა  
კომენტარები:
მანდგიკარი2017-01-12 13:30:51
ისეთი ლუკმის გადაყლაპვა არ უნდა მოინდომო, რომელიც ყელში გაგეჩხირება და დაგახრჩობს.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



სარეკლამო ადგილი - 86
200 x 240
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. დიუმა: "მეგრელი ქალები დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან"
2. რეცეპტი, რომელიც თავად უფალმა უკარნახა მოსეს – რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი?
3. ნათლულმა ნათლიისგან შვილი გააჩინა
4. ლუკა მანაგაძე "ნიჭიერის" შესახებ: "გადაწყვიტეს, რომ აღარ ვიყავი საჭირო და მომიშორეს"
5. წმინდა მამა გაბრიელის დარიგებები
6. "ღამის 12 საათზე ოთახის ფანჯარაში მოხვედრილი ტყვია რა პრობლემაა 2017 წელს?!"
7. თეა წულუკიანი ქმართან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა (ფოტოები)
8. მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!
9. ვახტანგ რჩეულიშვილი: ნძრ--ით კვდები, შურით სკდები, მოგ--ყან ნიკ-ნეიმი
10. ლელა კილაძე გიგი უგულავას მიმართავს - "ძალიან გვენატრები"
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901