რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
,,გა­მარ­ჯ­ვე­ბა, ქარ­თ­ვე­ლო ოლიმ­პი­ე­ლე­ბო!"- გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი და მა­კა ჩი­ჩუა ქარ­თ­ვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის სა­მოს­ში გა­მო­ეწ­ყ­ვ­ნენ
ასე ეჩ­ხუ­ბე­ბა და უბ­რაზ­დე­ბა პა­ტა­რა ოლი­ვია ქე­თა თო­ფუ­რი­ას
27 ივ­ლი­სის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში "ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რის" სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი და­იწ­ყო
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი
  თბილისი20°-27°
  ქუთაისი19°-31°
  ბათუმი20°-27°
"მუსლიმთა დისკრიმინაცია ინსპირირებულია იმ ძალების მიერ, რომლებიც გამოირჩევიან პრორუსული ორიენტაციით"

15:07 01.03.2016
["პრესა.ჯი"]
დღეს ადიგენში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის მიზეზი რელიგიის საკითხთა სააგენტოს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ნებას რთავდა მუსლიმებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით მოქმედი სასაფლაოსგან განცალკევებით ახალი სასაფლაო გაეკეთებინათ და რომელსაც დიგენის ქრისტიანი მოსახლეობა წინ აღუდგა.

თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა ისაუბრა presa.ge-სთან ამ კონფლიქტის მიზეზებსა და საქართველოში ისლამოფობიის გაძლიერების საფრთხეზე.

- ბატონო ბექა, როცა ადიგენის რაიონში ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა თანაცხოვრობს დაპირისპირებებისა და კონფლიქტების რეჟიმში, არის თუ არა ეს მაჩვენებელი იმისა, რომ საქართველოში კვლავ აქტუალურია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის და რელიგიური შუღლის გაღვივების პრობლემა?

- საქართველო არის რელიგიური და ეთნიკური ნიშნით მრავალფეროვანი ქვეყანა და აქვს უზარმაზარი გამოცდილება ტოლერანტული გარემოს შექმნისა.

იმ შემთხვევაში, თუკი ერთი მხრივ სახელმწიფო, ხელისუფლება, სამართალდამცველები და მეორე მხრივ, საგანმანათლებლო დისკუსი იქნება სწორედ ტოლერანტობის დაცვაზე, რელიგიურ თავისუფლებასა და ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული, ასეთი პრობლემები სრულებით მინიმიზდება. შემცირდება ამ ტიპის თავდასხმების, შეტაკებების, კონფლიქტების რაოდენობა.

ჩვენს შემთხვევაში ეს თითქოს დაპირისპირება, სინამდვილეში თავდასხმა მუსლიმთა უფლებებზე, მათი უფლებების განმეორებითი შელახვა, არის გარკვეულწილად ხელოვნურად ინსპირირებული იმ ძალების მიერ,რომლებიც საქართველოში გამოირჩევიან პრორუსული ორიენტაციით. ჩვენ გვახსოვს, მაგალითად ბათუმში ბურჯანაძის პარტიის, ინაშვილის პარტიის აქციები. ასევე ბათუმის ეპარქიის მიერ საპროტესტო, ისლამოფობიური წირვები. ასევე მუდმივად ხელის შეშლა მუსლიმათა რელიგიის თავისუფლების განხორციელებაში.

გვახსოვს არაერთი შემთხვევა როდესაც მუსლიმებს არ აძლევენ მეჩეთის, სასწავლებლის გახსნის შესაძლებლობას, აჭედებენ ღორის თავს მათი წმინდა ადგილის კარზე. ზოგჯერ პირდაპირ სახელმწიფო ხელისუფლება გეგმავს სპეცოპერაციებს მუსლიმების წინააღმდეგ, ჭრის მინარეთს ან მისი გადაწყვეტილებით ინგრევა მეჩეთი. სპეცოპერაციებში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ იმ სრულიად უდანაშაულო მუსლიმებს, რომლებიც საკუთარ ღირსებასა და რელიგიურ სიწმინდეებს იცავენ. ეს ფაქტები ჯაჭვურადაა გადაბმული ერთმანეთს და იწვევს მოსახლეობის ცნობიერებაში ნეგატიური სტერეოტიპების, მტრის ხატის შექმნას. ადიგენში უკვე ვხედავთ რომ უშუალოდ მოსახლეობა ეწინააღმდეგება მუსლიმების ელემენტარულ მოთხოვნას - შეძლონ თავიანთი წესითა და რელიგიური ტრადიციით მიცვალებულების დაკრძალვა.

ეს უკვე ამ განუკითხაობის შედეგია, რასაც ერთი მხრივ სახელმწიფო თითქოს აიგნორებს და არ სცემს  საკადრის პასუხს რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს, რაც ამ ტიპს პრობლემების გაჩენის უმთავრესი მიზეზია. მეორე მხრივ, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ ამ ტიპის თავდასხმებში. რა თქმა უნდა, ეს არის იმ ადამიანების ქმედება, რომლებიც გრძნობენ, რომ მათ ამ სიძულვილის გაღვივების, შეუწყნარებლობისა და თავდასხმების გამო განსხვავებულზე, ამ შემთხვერვაში მუსლიმებზე, არავინ მოჰკითხავს პასუხს. შეიძლება შეაქონ კიდეც. შეაქონ რელიგიური უმრავლესობის ლიდერებმა, ასევე ხელისუფლების ადგილობრივმა თუ  სხვა წარმომადგენლებმა. უმთავრესი პრობლემა ესაა.

- თუ რელიგიური უმრავლესობის ლიდერებიცა და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ახალისებენ ასეთ ქმედებებს, ვინ არის პასუხისმგებლი მათ აღმოფხვრაზე?

- პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოა. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ არის გამოძიებული. დაწყებული ნიგვზიანიდან, დამთავრებული ქობულეთში მეჩეთის კარზე ღორის თავის მიჭედებით. ორ ან სამ შემთხვევაში თავად ხელისუფლება მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილებებში, როცა თავს ესხმოდნენ მუსლიმებს, მინარეთს ჭრიდნენ ან მეჩეთს ანგრევდნენ. საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ დაიწყებენ გამოძიებას? ეს არის ძალიან სახიფათო სიტუაცია, როცა სახელმწიფო ფაქტობრივად უძლურია რაიმე იღონოს ამ მიმართუილებით პოზიტიური განვითარების თვალსაზრისით. რადგან თავადაა ჩაბმული ამ შეუწყნარებლობის გაღვივებაში წლების მანძილზე.

- რა არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

- ჩემი აზრით  გამოსავალი იმაშია, რომ ერთი მხრივ განხორციელდეს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ისლამოფობიური დანაშაულის წინააღმდეგ საქართველოში და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, არამედ ევროკომისიის სპეციალური რეკომენდაციაა საქართველოს მთავრობისადმი  გაცემული 2014 წელს და კვლავ შეუსრულებელი. მეორე, სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს უხეშად ჩარევას მუსლიმი თემის შიდა საქმიანობაში. რაც იწვევს ამ ტიპის პრობლემების კიდევ უფრო გაღრმავებას.

კონკრეტულად ვგულისხმობს რელიგიის საკითხთა სააგენტოს. აღსანიშნია ისიც, რომ როგორც ჩანს ეს სააგენტო კომპეტენტურობის თვალსაზრისითაც ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას. სწორედ ამ დაუფიქრებელ, თითქოს წინდაუხედავ რეკომედაციას მოჰყვა ეს დაპირისპირება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი განხილვის საგანი უნდა გახდეს. საჭიროა თუ არა საქართველოში რელიგიის საკითხთა სააგენტო, რომელიც ვერ აგვარებს რეალურად ვერცერთ პრობლემას რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით, მაგრამ მისი საქმიანობა გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ხელს უწყობს ამგვარი კონფლიქტების პროვოცირებას?!

- ბატონო ბექა, რამდენად დიდია ანალოგიური ინციდენტის გამეორების საფრთხე თუნდაც საქართველოს სხვა რეგიონში?

- იმ შემთხვევაში თუკი მოძალადეები არ დაისჯებიან, ეს იქნება "მწვანე შუქი" იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები განმეორდეს. ჯერ კიდევ ნიგვზიანის ინციდენტის დროს ვთქვი, რომ თუ არ დაისჯებიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას ან ხელს უშლიან და შეურაცხყოფენ რელიგიურ უმცირესობებს, ეს პრობლემები არ დამთავრდება.

არცერთ შემთხვევაში სახელმწიფოს არ მიუმართავს კანონისთვის, არამედ ალაპარაკდა რაღაც დიალოგზე რელიგიურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, ან თავად იყო ჩაბმული ამ ტიპის შეუწყნარებლობის გაღვივებაში.
ბეჭდვა  
კომენტარები:
ნინო2016-03-01 18:50:30
ყველაფერზე წამსვლელი ხარ, ოღონდ გრანტები მიიღო ვის დაუჩაგრავს მუსლიმები რადისკრიმინაციაზე მელაპარაკები საერთოდ...

სიმური2016-03-01 20:23:46
"აიგნორებს"
ავტორს. იქნებ "ჩამომითარგმნო", თუ რას ნიშნავს ქართულად
ეს სიტყვა.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



სარეკლამო ადგილი - 85
200 x 240
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გასულ წლებთან შედარებით, თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა:
  
ტოპ ათეული
1. თბილისში სექსუალური მანიაკი გამოჩნდა – თავდამსხმელი მორიგ მსხვერპლს თემქაზე სასტიკად გაუსწორდა
2. გარემოებები, რომელიც მეტყველებს, რომ მაგდა პაპიძე შესაძლოა მკვლელი არ არის
3. გულისამაჩუყებელი ვიდეო, რომელიც გარდაცვლილ ცოლ-ქმარს მიუძღვნეს
4. სიკვდილის მონაკვეთი
5. ქრისტინე იმედაძე: "შეიტანეთ მენიუში მჭადი -არ გვინდა ეს უცხო სიტყვათა კონა!"
6. თომა ბეთანელი: "სასულიერო პირთან დაწოლა მადლია"
7. „პრეზიდენტი იცავს მკვლელს, მინდია გოგოჭურს, რომელმაც 23 წლის შვილი მომიკლა
8. "ჩხრეკა პრეზიდენტის შვილის სახლში ჩატარდა"
9. "კიდევ ერთი საშინელი შემთხვევა... როდემდე?"
10. "არ ვარ ისეთი ნასვამი .."- მიშველაძის პასუხი კობახიძეს
ბლოგები
დრო­ის მა­ხი­ნა (მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­მა­ვალ­ში)
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908