რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
,, იმ ათუ­კას დაფ­ლე­თილ გულს ვი­ფი­ცებ, რო­მე­ლიც მკვლე­ლე­ბის მფარ­ვე­ლი ქო­ცე­ბის კონ­ცერ­ტ­ზე მო­მიკ­ლეს გულ­ში და­ნის ჩარ­ტ­ყ­მით"
ბიზ­ნეს კა­ფეს მე­ექ­ვ­სე შეხ­ვედ­რა
სა­კონ­ს­ტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თ­ლომ ,,რუს­თა­ვი 2"-ის სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა
რო­გორ და სად დავ­ზო­გოთ ფუ­ლი
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ამინდი
  თბილისი10°-20°
  ქუთაისი15°-25°
  ბათუმი16°-23°
ომალოს ბიბლიოთეკის მომვლელი თამარ თურქოშვილი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

15:13 30.01.2016
["პრესა.ჯი"]
საქართველოს პრეზიდენტმა პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები თამარ თურქოშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 56 წლის თამარ თურქოშვილი, 9 წელია ომალოს ავარიულ ბიბლიოთეკას ანაზღაურების გარეშე უვლის.ინფორმაციას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.

თამარ თურქოშვილი ომალოს ბიბლიოთეკაში 20 წელი მუშაობდა. 2007 წელს, ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს და ბიბლიოთეკა დაიხურა. თუმცა, თამარ თურქოშვილის თქმით, წიგნების სიყვარულმა აიძულა ბიბლიოთეკაში არსებული 20 000-ზე მეტი წიგნი უყურადღებოდ არ მიეტოვებინა.

"1987 წლიდან ვმუშაობდი ამ ბიბლიოთეკაში. ახლა ძალიან ავარიულ მდგომარეობაშია, წყალი ჩამოდის, იატაკი დაზიანებულია. უკვე 9 წელია უსასყიდლოდ ვუვლი ამ ბიბლიოთეკას, წიგნების სიყვარულმა მაიძულა ასე მოვქცეულიყავი. მე რომელ ოთახშიც ვმუშაობდი, ის შედარებით კარგ მდგომარეობაშია და იქ შევიტანე წიგნები, რომ ძალიან არ დაზიანდეს", - განუცხადა "კახეთის საინფორმაციო ცენტრს" თამარ თურქოშვილმა.

მისივე თქმით, ღირსების ორდენი, რომელიც დღეს პრეზიდენტმა გადასცა, მისთვის ყველანაირ ანაზღაურებაზე მნიშვნელოვანია.

"ძალიან გახარებული და ამაყი ვარ. ყველანაირ ხელფასს მირჩევნია ის, რაც დღეს მოხდა", - აღნიშნა თამარ თურქოშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი პანკისის ხეობაში აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებთან ერთად ჩავიდა. გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას ხვდება და მათ პრობლემებს ეცნობა.
ბეჭდვა  
კომენტარები:
2016-01-30 19:34:40
კარგი იქნება თუ იმ მრავალმილიონიანი საპრეზიდენტო ფონდიდან ფულს გამოყობს რომ ბიბლიოთეკა აღსდგეს და ამ ქალბატონს ხელფასი დაენიშნოს! ზოგადად სოფლების საჯარო ბიბლიოთეკების ქსელი მისახედია. ყველა უნდა აღსდგეს და ინტერნეტით ახალი წიგნებით უნდა აღიჭურვოს.

ცივი2016-01-30 23:06:33
თუ მთელი პროცესი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს უკვე მეოთხე წელია, განიხილება, როგორც ხალხის მიერ დაშვებული შეცდომა, ეს არაა სწორი. დიახ, ამომრჩეველი შეცდა, მაგრამ ეს უმიზეზოდ არ მომხდარა.ეძებოს მიზეზი თავის თავში თითოეულმა ჩვენგანმა. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო? უპირველეს ყოვლისა, ....ვიცოდით რა შეგვეძლო, ან ახლა ვიცით რა შ ე გ ვ ი ძ ლ ი ა ? ვიცოდით ან ვიცით, რისი უ ფ ლ ე ბ ა გვაქვს? იგულისხმება არა ქოცებისგან მოცემული, არამედ ჩვენს მიერ საკუთარი თავისთვის მიცემულ უფლებაზე. ვიცით რა ვალდებულება გვაკისრია , როგორც ა დ ა მ ი ა ნ ს ?
მოდი, დავფიქრდეთ ყოველივე ამაზე.მე არ ვგულისხმობ სტატისტიკურ ერთეულებად ქცეულ ორ ფეხზე მოსიარულე არსებებს. მე ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ს მივმართავ---დაფიქრდით, ეს თავდაცვის ერთადერთი მექანიზმია.

ცივი2016-01-30 23:06:40
იქნებ ვიღაცამ, ვისაც აქვს მატერიალური საშუალება, ვინც ხშირად აძლევს საკუთარ თავს ფუფუნების უფლებას---იყოს "უცნაური",
გადაწყვიტა საკუთარი თამაშის წამოწყება---იქ, სადაც ადამიანებმა ესესაა დაიბრუნეს ცივილური მდგომარეობა, ამობობღდნენ ჭაობიდან, წკვარამიდან, ხედავენ უფრო მნიშვნელოვან პერსპექტივებსაც, აქვთ რეალური იმედი მომავლისა,....გადავიდეს ცხოვრება ბუნდოვანი ოცნების რეჟიმში და ეს მოხდეს ძირითადი მცნებების დარღვევის ფონზე---არა კაც ჰკლა, არა იპარო, არა იცრუო, პატივ ეც დედასა შენსა და მამასა შენსა....
იქნებ ცდუნებისათვის ქვეყნის მცხოვრებთ დაუდეს ოქროს ზოდი, რომლის ღირებულება მათ აუსრულებდა ყველა ოცნებას, მაგრამ ეს ზოდი მათ უნდა ა ე ღ ო თ !!! უნდა მ ო ე პ ა რ ა თ !!!

ცივი2016-01-30 23:06:51
არ ვიცი როდის და არც ის მახსოვს , რომელ ტელეეთერში მოვისმინე.ერთერთ შეხვედრაზე ივანიშვილს დაუსვეს შეკითხვა, თუ რა ფასის ქონებას ფლობდა. მან უპასუხა, რომ არ ურჩევდა არავის ამ საკითხით დაინტერესებას და რომ მისი სიმდიდრის აღნუსხვა ამ ქვეყნის მცხოვრებთ დაღუპავდა. თუ ეს ჩანაწერი არავის გაუნადგურებია, მისი მოძიება არქივში, შესაძლებელია.
ძნელი მოსაძიებელი არ იქნება ალბათ, არც ოცნების ობიექტად "უფასო ფულის" დადება, არც....ადამიანებისთვის ჩასაქოლი, გასანადგურებელი "ნედლეულის" შეთავაზება. ეს იყო "არა იპაროს" შემდეგ , "არა კაც კლას" დარღვევა...
არ მინდა ყველაფერი მზამზარეულოდ მივაწოდო ჩემს თანაქვეყნელებს, თანამოქალაქეებს. დაფიქრდით---რომელ ძირითად კანონებს გარღვევინებთ იმ უცნაური არსების ნების აღმსრულებელი მექანიზმი--ქოცმთავრობა.

ცივი2016-01-30 23:06:54
გიჭირთ ფიქრი? მე მესმის თქვენი. საბჭოთა ადამიანი ხომ ფიქრს გადააჩვიეს...ცოტას კიდევ წაგეხმარებით.წარმოიდგინეთ, რომ"უცნაურს" სხვა მოტივაციაც აქვს ამ ცდისპირებად ქცეული ხალხის რეალურიდან ბუნდოვან ოცნებაში გადაყვანისთვის-მას ამ თამაშისთვის კარგად უხდიან!!!მისი ნების აღმსრულებელ მთავრობას კი პარვის, კაცის კვლის, სიცრუისთვის ხელის შეწყობას უფინანსებენ, ქურდებს, მკვლელებს, ცრუებს თვით ღჭურავენ კანონმდებლისა და კანონაღმსრულებლის უფლებებით და ასჯევინებენ გაყალბებულ, გამოგონილ დამნაშავეებს...
უცნაური ნამდვილი მოთამაშეა. მას ურჩევნია ოქროს ზოდი დახარჯოს ამ საცოდავი ხალხის დაბრიყვებაში, ვიდრე გაეცალოს იქაურობას ზოდიანად და იკმაროს რაც დამართა ხალხად წოდებულ ბიოლოგიურ მასსას....ი ფ ი ქ რ ე თ !!!!

ცივი2016-01-30 23:07:15
ვინც ლარის გასაცოდავებასა და გაუპატიურებას ადევნებს თვალს, მას დიდი ფიქრი არც უნდა დასჭირდეს, რომ ლარი იმ უცნაური მოთამაშის მთავარი თუ არა, ერთერთი სოლიდური კოზირია. პარვა, სიცრუე და სხვა "არამომაკვდინებელი" ცოდვები შეიძლება ცდისპირებად ქცეულ ადამიანებს აჰკიდო ოქროს ზოდითაც, მაგრამ არა კაც კლა---ვერა და ვერ გადალახეს ამ ქვეყნის მოქალაქეებმა. ზოგი ამბობს....ლაჩრობის გამოო, იმიტომ, რომ სასიკვდილოდ გაწირვა შეძლეს, თან ბარბაროსული ხოც-ხოცითა და ჭლოპინით, მაგრამ...ვერ მოკლეს...ფიზიკურად ვერ გაბედეს მოკვლა, თორე სულიერად მოკლეს კიარა და მისი და მისი ოჯახის სისხლი სვეს ლიტრობით{ეს თვით ამ ბარბაროსების უსაყვარლესი გამოთქმაა}.
ამ უცნაურმა მოთამაშემ, ისიც კი იკადრა, რომ ლარის კუპონიზაციის ფონზე, ადამიანები პირდაპირ წაახალისა მატერიალურად კაცის კვლისთვის--დპუტატობით, გამინისტრებით, თანამდებობებით, პრემიებით....

ცივი2016-01-30 23:07:24
უცნაური მოთამაშე დიდ საერთაშორისო თამაშს ეწევა. იგი დანაძლევებულია სხვა მსოფლიო დონის მოთამაშეებთან დიდფასიან ნაძლევზე---ადამიანი შეიძლება აცდუნო ყველა დონეზე, მათ შორის გახადო მკვლელი, უფრო მეტიც, მოაკვლევინო სრულიად უმწეო, სრულიად უ-ბრალო, მოხუცი, ახალგაზრდა, ლამაზი, ბავშვიც და ქალიც....მოაკვლევინო კეთილისმყოფელი!!!!, გ ა დ ა მ რ ჩ ე ნ ი!!!! , თან საშინელი ბრალდების ფონზე....კულმინაცია სწორედ ესაა და ეს მკვლელობა უნდა ჩაიდინოს ხ ა ლ ხ მ ა ! ამის ჯილდო კი იქნება ოქროს ზოდი, რომლითაც ახდება ხალხის ოცნება----ისინი იცხოვრებენ, ანუ ქვეყანა იარსებებს უ შ რ ო მ ვ ე ლ ა დ !მე ვთავაზობ მოთამაშეს: ითამაშოს, აცდუნოს, მოიგოს,... მხოლოდ ოქროს ზოდი იმას გადასცეს, ვინც ა რ მ ო კ ლ ა , ვ ი ნ ც ა რ ც დ უ ნ დ ა ! მას ხომ მოგებაში ეს ხელს არ შეუშლის? როგორ ფიქრობთ ---წამოვა ამ შეთავაზებაზე?

ცივი2016-01-30 23:07:33
წამოვა. ირონიული ღიმილით, მაგრამ ...წამოვა. მოთამაშემ იცის, რომ პროცესი გაჯანჯლდება, მაგრამ ეს პრიმიტიული, მოჩხუბარ-მოკამათე, ყველაფერში შეუთანხმებელი ხალხი საცდუნებელი ზოდის გარეშეც ჩაიდენდა მკვლელობას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ მკვლელობას სხვა მხარეც, შურისმაძიებელიც აფინანსებდა, კიდევ იმიტომ, რომ ბრბოდ ქცეულ ბიოლოგიურ მასსას ჭირდებოდა მ ს ხ ვ ე რ პ ლ ი , ვისაც დააბრალებდა ყველა სისულელეს, ყველა ბოროტებას, უნიათობას, ღალატს....რაც კი ამ ხალხს თვით ჩაედინა.იცოდა ეს ყოველივე მოთამაშემ და იცოდა ...ხალხმაც. ამ ხალხს დასტური ჭირდებოდა და კიდევ....გაანალიზება ჭირდებოდა მლვლელობისა და პადრეს მიმართეს. თურმე ქვეყნის გადასარჩენად ადამიანის მახვერპლად შეწირვა, სწორედაც რომ პადრეს მთავარი იდეოლოგია და თვით რომ ემსახურება იმ რწმენის საფუძველი ყოფილა.ის კი არადა, პადრემ სამსხვერპლოდ თ ა ვ ი ს ი თ ა ვ ი შესთავაზა მრევლს! რა მოხდება? დაფიქრდით!

ჯსგჰყ2016-01-31 02:21:24
ჯოლდოს ფული თუ არ მოჰყვა,
სიგელს ჩურჩხელაში გაცვლის.

ჯსგჰყ2016-01-31 02:29:58
ცივი
შენ ამბობ, რომ კაცის კვლაში,
ფულს იხდიან უანგაროდ?
მაშ მითხარი მისამართი,
ტრუპები სად ჩავაბარო.

ოპტამ ალბათ ცოტას იხდის,
მიჯობს დახლზე დავალაგო.

...აბა ახალი მკვდარი იაფააააააააააადდდდ!!!!!!!!!!!! ორი ტრუპი ერთ ცოცხლის ფასად!!!!!!!!!!!!

ცივი2016-01-31 15:25:46
საკუთარი თავის შეთავაზება ქვეყნის გადამრჩენლად, სამსხვერპლოდ გამეტება ,წმინდანთან მიახლოებაა,მაგრამ წმინდანი არ ხდება სიკვდილის მაძიებელი და...ისიც გაიხსენა პადრემ, რომ-მოგიწევთ გაფრთხილება მკვლელისაც, ღვთისმსახურის მოკვლა სასიკვდილო ცოდვააო, და ფაქტიურად ეს სამსხვერპლოზე სულის ცხონების მიტანააო.იუდაც გაიხსენეს სათათბიროდ შეკრებილებმა, მისი თავის ჩამოხრჩობის აქტი, ზომეს და წონეს პატრონიანი და უპატრონო მოქალაქეები და მეორე დღისთვის შეთანხმდნენ შესაკრებად.
მოთამაშემ მთავარი გაარკვია და დაადასტურა---ადამიანი ბოროტების მატარებელია. ახლა დეტალებიც მოგვარდებოდა.
გავაგრძელოთ ფიქრი? გავაგრძელოთ. თან პაულო კოელიო გვეხმარება,სენიორიტა პრიმიც ჩვენთანაა, ბერტაც და მისი გარდაცვლილი ქმარიც. არაა ძნელი ამ დროს, ადამიანმა სულაც სამოქმედო გეგმად გაიხადოს ეს მშვენიერი ნაწარმოები, გადაშალოს, ნიცშესაგან დასვენების მიზნით , კოელიოსაც შეეთამამოს, სტრიქონებს თითი გააყოლოს და , თუ ამის მატერიალური საშუალება აქვს,ცხოვრების რომელიღაც, თუნდაც ოცდაათწლიანი პერიოდი დაუთმოს. ვაგრძელებთ:
მთავარი გაირკვა---ქვეყნის გადასარჩენი მსხვერპლთშეწირვა{თუ მკვლელობა?} დანაშაული არაა. ახლა მოთამაშემ რელიგიური რიტუალის{თუ მკვლელობის?}შესრულების შემდეგ, ეს "წმინდანებასქცეული" ბიომასსა თვალთმაქცურად არ უნდა მოატყუოს და ოქროს გარეშე არ დატოვოს. უცხოს, ოქროს სასტუმროში მიტანა დაავალეს.

ჯსგჰყ2016-01-31 20:26:32
ტრუპის ბიზნესი ჩავარდა მაგრად,
ვერ გაყიდეს და აქ აქუჩებენ,
კონკურენციამ დააგდო ფასი,
ორს თუ წაიყვან, ერთ გაჩუქებენ.

1232016-02-01 09:27:10
უცნობს ! "ცივის"!

მომწონს ცივის კომენტარები!
სიამოვნებით "დავაკოპირე",არ ეწყინება ჩემი აზრით!
ზუსტად მიზანში ურტყავს მისი ყოველი სიტყვა და წინადადება!

სტატუს ქუო2016-02-01 10:15:45
ამათ რა ღრმადა აქვთ...

სტატუს ქუო2016-02-01 10:16:49
ქართული ისწავლეთ ხალხო--- ურტყავს კი არა ურტყამს...

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?
  
ტოპ ათეული
1. "მივმართავ ყველა დედას" - ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული პატარა გაბრიელის ისტორია
2. "საქართველოში ვეღარ წამოვიყვან" - რატომ ვერ შეიკავა ცრემლები სანდრა რულოვსმა?
3. ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ელით წარმატება 2017 წელს?
4. „რა დაიმალა მაგდა პაპიძის საქმეში?" - ნახეთ „გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი
5. ემიგრანტი დედა შვილის სიკვდილს თბილისის აეროპორტში გაიგებს
6. ფილტვების გაწმენდა 3 დღეში. ეს ყველა მწეველმა უნდა იცოდეს!
7. ემიგრანტ შინამოსამსახურეებს და ძიძებს ევროკავშირში ოფიციალური სტატუსი მიეცემათ
8. ამ წერილმა ყველა შეძრა - ცნობილი ჟურნალისტი გარდაცვლილ დედამთილს იხსენებს
9. მოსინჯეთ ეს რეცეპტი და თქვენ ვერ იცნობთ თქვენ ხერხემალს!
10. დღეს „შავი მთვარე“ გამოჩნდება - რისთვის უნდა მოვემზადოთ?
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901