რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
სარეკლამო ადგილი - 88
200 x 240
,,გა­მარ­ჯ­ვე­ბა, ქარ­თ­ვე­ლო ოლიმ­პი­ე­ლე­ბო!"- გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი და მა­კა ჩი­ჩუა ქარ­თ­ვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის სა­მოს­ში გა­მო­ეწ­ყ­ვ­ნენ
ასე ეჩ­ხუ­ბე­ბა და უბ­რაზ­დე­ბა პა­ტა­რა ოლი­ვია ქე­თა თო­ფუ­რი­ას
27 ივ­ლი­სის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში "ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რის" სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი და­იწ­ყო
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი
  თბილისი18°-31°
  ქუთაისი18°-29°
  ბათუმი19°-21°
ლია სტურუა: "მაღალი დოლარიზაცია არ აძლევს ეკონომიკას განვითარების საშუალებას"

14:05 27.01.2016
["პრესა.ჯი"]
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლია სტურუამ ისაუბრა presa.ge-სთან ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის გამომწვევ მიზეზებსა და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე მის დასტაბილურებაში.

- ქალბატონო ლია, საქართველოში ძალიან მაღალია დოლარიზაციის მაჩვენებელი. იწვევს თუ არა ეს ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებულ პრობლემებს?

- დოლარიზაციის მაჩვენებელი არ იწვევს კურსის დაცემას. მაგრამ მაღალი დოლარიზაცია არ აძლევს ეკონომიკას განვითარების საშუალებას და ხდის დამოკიდებულს იმპორტზე. ჩვენთან ადგილობრივი  წარმოება არ ვითარდება მაღალი დოლარიზაციის გამო. რაც შეეხება ლარის კურსის ვარდნას, ის არ არის გამოწვეული ეკონომიკური მიზეზებით.

ერთადერთი მიზეზი, რომელიც შარშან იყო სავალუტო კრიზისის გამომწვევი და ახლაც - ეს არის კაპიტალის უკონტროლო გადინება ქვეყნიდან, გამოწვეული ბიზნესმენებში პანიკური განწყობებით და საკუთარი კაპიტალის გადარჩენის სურვილით. შარშან 600 მილიონი დოლარი გავიდა ქვეყნიდან და დღესაც იგივე პროცესი მიდის განპირობებული იმით,რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვარდება მათი ეროვნული ვალუტების კურსი. ვინაიდან ჩვენ გვაკავშირებს ამ ქვეყნებთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები, ბიზნესმენები ცდილობენ რომ დაიცვან საკუთარი კაპიტალი და გააქვთ ის საზღვარგარეთ.

კომერციული ბანკები იძულებული არიან მოემსახურონ კაპიტალის ამ გადარიცხვას უცხოეთში. მათ აკლდებათ უცხოური ვალუტა, შესაბამისად ხდება მისი გაძვირება და ზეწოლა ლარზე.

- რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად?

- ეროვნული ბანკის ინტერვენციები რომელსაც ის ბოლო პერიოდში ახორციელებს, ნაწილობრივ უნაზღაურებს უცხოური ვალუტის დანაკლისს კომერციულ ბანკებს, თუმცა კაპიტალის გაქცევის სიჩქარე და მოცულობა იმდენად დიდია, რომ ეს ინტერვენციები მცირეა. ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის საჭიროა უფრო მეტი მოცულობის ინტერვენციების განხორციელება.

ჩვენი ეროვნული ვალუტის ვარდნის გარე ფაქტორი არის პანიკური განწყობები ბიზნეს-სტრუქტურებში. 

გარდა ამისა, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეიქმნა საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენი ვალუტა იყოს ნაკლებად მოწყვლადი უცხოეთში ნებისმიერი სიოს დანიავების შემთხვეაში. ეს საფუძველი ეროვნულ ბანკს უნდა შეექმნა.

- რა უნდა გაეკეთებინა ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტისთვის მყარი ფონის შესაქმნელად?

- პირველი ეს არის დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება სულ მცირე 15%-მდე მაინც.

- ქალბატონო ლია, ახლა ეს მაჩვენებელია 70%-ს აღწევს და სხვაობა ძალიან დიდია...

- დიახ, ეს უზარმაზარი ციფრია. 2014 წლის ნოემბერში, სანამ სავალუტო კრიზისი დაიწყებოდა, მანამდე დოლარიზაციის მაჩვენებელი 60% იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში ის უცებ გაიზარდა 10%-ით. ეს კატასტროფულად სწრაფი ზრდაა, რომელიც პირდაპირ ურტყამს როგორც ეკონომიკას, ასევე მოსახლეობას.

ეროვნულ ბანკს თავის დროზე რომ მოეგვარებინა საქართველოში დოლარიზაციის პრობლემა, მოსახლეობა ასე მძაფრად არ იგრძნობდა ვალუტის ვარდნას.

- რისი გაკეთება შეეძლო საქართველოს ეროვნულ ბანკს დოლარიზაციის მაჩვენებლის შესამცირებლად?

- ეროვნულ ბანკს უნდა აეკრძალა კომერციული ბანკებისთვის სესხები უცხოურ ვალუტაში გაცემა, გარდა ექსპორტის და იმპორტის ოპერაციებისა. მან ეს არ გააკეთა.  ეროვნულ ბანკს ეს რომ აეკრძალა კომერციული ბანკებისთვის, შესაბამისად მთავრობაც მიიღებდა გადაწყვეტილებას რომ სხვა საფინანსო სექტორისთვის, რომელსაც ეროვნული ბანკი არ არეგულირებს დაწესებინა მსგავსი შეზღუდვა.როცა ლარი ქვეყანაში ხდება გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, როგორც ამას კანონდებლობა მოითხოვს, მაშინ ბინებიც ლარში გაიყიდება და მანქანებიც. 

ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ ჩვენი ეკონომიკა არის მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკა. ეს არის ერთგვარი დერეფანი, რომელსაც კარი არ აქვს. ასეთ ქვეყანაში უცხოური ვალუტა ისე შემოდის და გადის, რომ არავითარი კონტროლი მასზე არ არსებობს. პრაქტიკულად  ყველა სხვა ქვეყანას ვალუტის მოძრაობასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვს დაწესებული. ასეთი შეზღუდვები ჩვენთანაც უნდა ყოფილიყო. ჩვენს ქვეყანაში არ არის მომზადებული საფუძველი იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა იყოს უფრო მყარი, უფრო მდგრადი სხვა ქვეყნებში მიმდინარე ნეგატიური პროცესების ზეგავლენისაგან.

- ქალბატონო ლია, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში?

- მთავრობას ფაქტობრივად ხელთ არ აქვს ინსტრუმენტი, რომ ზემოქმედება მოახდინოს ლარის კურსის სიმყარეზე. ეს არის ეროვნული ბანკის მოვალეობა, ვინაიდან ის ვალდებულია ჰქონდეს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა, რომლის ძირითად მიმართულებებსაც მას პარლამენტი უმტკიცებს. სავალუტო პოლიტიკის სფეროში მას დოკუმენტიც კი არ გააჩნია, სადაც გაწერილია რა ღონისძიებებს უნდა მიმართოს ასეთ შემთხვევებში.

დღეს ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ლარის კურსის ვარდნის შესამცირებლად, ეს არის სავალუტო ინტერვენციები და ის ეროვნული ბანკის ხელში.

სავალუტო სფეროში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა 95% მაინც ეროვნულ ბანკს ეკისრება.
ბეჭდვა  
კომენტარები:
2016-01-27 15:26:57
ახლა თურმე მაღალი დოლარიზაცია ყოფილა ეკონომიკის ნგრევის მიზეზი. ეს იგივე,ა რომ ცუდ მოცეკვავეს ხომ იცით რაც უშლის ხელს?

ასე რომ თქვე იდიოტებო თუ ვინმეს გაქვთ ერთი ორიოდე ასეული დოლარი გადანახული ბანკებში, იმასაც გაგიუქმებენ და თვითონ ჩაიჯიბავენ და საზღვარგარეთ გადააფრენენ.

საინტერესოა იბანას მილიარდები, რა თქმა უნდა დოლარებში, ლარებში ხომ არ გადაუხურდავებია?

მერაბი2016-01-27 21:34:59
მოდერ! საქაჯეთიიიიი!
რადგან იუმორით ნათქვამს შენი ინტელექტი ვერ გასწვდა, პირდაპირ ვიტყვი----დოლარის ბრალი იმდენადაა ლარის უზნეობა, რამდენადაც როსკიპი ქალის ზნეობას განსაზღვრავს მისი კლიენტი, ანუ მთXვნელი.

მერაბი2016-01-27 21:36:52
ესეთი ნათქვამი უფრო მოგეწონა?

სტატუს ქუო2016-01-27 23:25:57
ეს სამზარეულოს მოწყვეტილი ქალები რომ ექსპერტობას იჩემებენ, ამან ხომ სულ გადამრია... წადი რა ქალო, ხარჩო გააკეთე და ქმარშვილს მიხედე...

ვასკი-ტარიკი-ტარიკი!2016-01-27 23:39:57
ხმა იყიდება, ხმა!
ქოცფანდურა ხმას ვერ მიიღებს ვერც ერთს.
ხმის, მხლოდ KUILIს ხმის ყიდვა, რო გატეხავ და გული რო აქ, გაყალბება არაა, ხოდა იყიდეთ!!!!

2016-01-28 04:51:52
ვიღაც, ბიძინას თუთიყუში YLექალა არჩევს საართველოს ფინანსურ პრობლემებს

2016-01-28 09:58:43
ხალხოოოოოო მართლა და რა გინდათ მაი ბრძენი კაცისაგან, იბანას რომ ეძახით. თქვენზე ზრუნვაში ათენებს და აღამებს და თქვენ კი უმანდორებას იჩენთ მისადმი, თქვე მართლა უმანდურებო!

მარტო ის რად ღირს ახალ მეტად ძვირადღირებულ 20-იან, 50-იან და 100-იან ახალ ეროვნულ კუპონებს რომ გიმზადებთ. ხედავთ შორს იყურება. ქაღალდის ყიდვის თავი რომ აღარ გექნებათ, მაშინ ნამეტნავად გამოგადგებათ მაი მრავალჯერადი გამოყენების კუპონები, თითქმის უფასოდ რომ დაგირიგდებათ. ხელის გასაწმენდათ, ტუალეტშიც კი გამოიყენებთ. წყალს გადაავლებთ და მაზდ იქნება შემდგომი მსგავსი პროცედურებისათვის, თანაც სინათლეზე რომ გახედავთ დატკბებით ეროვნული სიმბოლოების წარმოსახვით.

ხედავთ! თქვენთვის იბეჭდება მაი კუპონები, თვითონ და მისი ხროვა ისევ საზიზღარი ძია სეიმის ბანკნოტების ამარა რჩებიან.

ადვოკატი2016-01-30 01:25:22
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლია სტურუამ ყველაფერი სწორად თქვა.

აი, უაზრო კომენტატორებს რაც შეეხება, წადით სახლში, ხარჩოს გაკეთება ისწავლეთ.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, გასულ წლებთან შედარებით, თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა:
  
ტოპ ათეული
1. თბილისში სექსუალური მანიაკი გამოჩნდა – თავდამსხმელი მორიგ მსხვერპლს თემქაზე სასტიკად გაუსწორდა
2. გარემოებები, რომელიც მეტყველებს, რომ მაგდა პაპიძე შესაძლოა მკვლელი არ არის
3. გულისამაჩუყებელი ვიდეო, რომელიც გარდაცვლილ ცოლ-ქმარს მიუძღვნეს
4. სიკვდილის მონაკვეთი
5. ქრისტინე იმედაძე: "შეიტანეთ მენიუში მჭადი -არ გვინდა ეს უცხო სიტყვათა კონა!"
6. თომა ბეთანელი: "სასულიერო პირთან დაწოლა მადლია"
7. „პრეზიდენტი იცავს მკვლელს, მინდია გოგოჭურს, რომელმაც 23 წლის შვილი მომიკლა
8. "ჩხრეკა პრეზიდენტის შვილის სახლში ჩატარდა"
9. "კიდევ ერთი საშინელი შემთხვევა... როდემდე?"
10. "არ ვარ ისეთი ნასვამი .."- მიშველაძის პასუხი კობახიძეს
ბლოგები
დრო­ის მა­ხი­ნა (მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­მა­ვალ­ში)
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908