რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ამინდი
  თბილისი-1°-11°
  ქუთაისი2°-5°
  ბათუმი6°-8°
რა მიზნები აქვს და რა საქმეებში აპირებს მამის ქონების გამოყენებას ანასტასია გონჩაროვა?

23:37 20.01.2016
["პრესა.ჯი"]

19 იანვარს, მოსკოვის სასამართლოში 25 წლის ანასტასია გონჩაროვამ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ბიზნესმენ კახა ბენდუქიძის შვილია. გაგარინის სასამართლომ იგი ბენდუქიძის ბიოლოგიურ შვილად ცნო, რაც იმას გულისხმობს, რომ გონჩაროვა მისი მემკვიდრეა.

ჯერ კიდევ 7 წლის წინ, ანასტასიამ არ იცოდა, რომ მისი მამა ქართული რეფორმების მთავარი ორგანიზატორია, ახლა კი ქალიშვილი მის საქმეებს აგრძელებს.

ანასტასია გონჩაროვამ რამდენიმე დღის წინ kommersant-თან ისაუბრა თავისი გეგმების შესახებ. კითხვაზე თუ რა საქმეებში აპირებს იგი მამის მემკვიდრეობის გამოყენებას, მან უპასუხა:

-         ახლა ჩემთვის პრიორიტეტულია გავაგრძელო მამაჩემის საქმიანობა და ჩავერთო მისი უმაღლესი სასწავლებლების განვითარებაში: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების. ჩვენ ამ საკითხზე ბევრს ვმსჯელობდით: როგორ გავაერთიანოთ უნივერსიტეტები, ვისი შეყვანა იქნებოდა კარგი დირექტორთა საბჭოში, ვადარებდით უცხოურ ანალოგებს. ის ყოველთვის ამბობდა, რომ თავისი ფინანსების უდიდესი ნაწილის ჩადებას სწორედ ამ საქმეში აპირებდა. ამიტომ,  ჩემთვის, ბუნებრივია და ლოგიკური, რომ გავაგრძელო მისი საქმიანობა.

 2007 წლიდან მამამ ამ უნივერსიტეტებში, პირადი ბიუჯეტიდან  50 მლნ-ზე მეტი ჩადო. საქართველოსთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა - კერძო კაპიტალის ინვესტირება განათლების სფეროში, მით უმეტეს, რომ ეს აბსოლუტურად არაკომერციული პროექტია. მთავარი მიზანი ამ უნივერსიტეტების ჩამოყალიბებისა იყო, ახალი თაობის ფორმირება თავისუფალ ადამიანებად პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

 რა გააკეთა გონჩაროვამ პირველ რიგში ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემდეგ, ის პასუხობს:

-         გავემგზავრე ტაილანდში ბებიასთან ერთად, რათა ცოტა შემესვენა და მეფიქრა მომავალზე. ეს იყო მძიმე და დაძაბული წელი, არამხოლოდ ჩემთვის. ჩემი ბებია 85 წლისაა, ის მგულშემატკივრობდა მთელი ამ ხნის მანძილზე და მე მას დავპირდი, რომ სასამართლოების შემდეგ პირველ შვებულებას მასთან ერთად გავატარებდი. დასვენების შემდეგ გამოვემგზავრე საქართველოში და უკვე ვეძებ თბილისში ბინას.

გარდა ამისა, ვაპირებ ვისწავლო ფინანსების მართვა Wharton-ში — უნდა გავზარდო კაპიტალი, რათა დიდხანს ამოვუდგე მხარში უნივერსიტეტებს. მამა სულ მირჩევდა დავკავებულიყავი ბიზნეს-საქმიანობით, შემესწავლა ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური მენეჯმენტი. მაშინ მე ვერ ვხვდებოდი, რაში მჭირდებოდა ეს ყოველივე, რადგან ჩემი მუშაობის სფერო  მარკეტინგი და ციფრული კომუნიკაციებია. ახლა ვხვდები, რომ მას სურდა შევემზადებინე მისი ბიზნესის გადაბარებისათვის.

ბოლო კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ბიზნესმენის მემკვიდრე საქართველოს ყოფა-ცხოვრებაში მონაწილეობას და აპირებს თუ არა პოლიტიკაში ჩართვას, მან უპასუხა:

-         მე ჯერ არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები, მაგრამ ვისურვებდი, რომ საქართველო მენახა წარმატებულ ქვეყანად, როგორიც გახადა მამაჩემის რეფორმებმა. მე ვგავარ მას არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ მასავით პირდაპირი, მიზანდასახული ვარ და მზად ვარ დავიცვა ჩემი აზრი.  სწორედ ეს დამეხმარა მომეპოვებინა ოფიციალური აღიარება. მთავარია, რა შემიძლია ახლა და რა მინდა გავაკეთო, - განვავითარო მამაჩემის უნივერსიტეტები, სწორედ მანდ სწავლობს საქართველოს ახალი თაობა, სწორედ მათში ხედავდა ის ქვეყნის მომავალს! 

ბეჭდვა  
კომენტარები:
2016-01-21 00:34:13
Gმერთმა ხელი მოგიმართოდ საქართველოს სადიდებლად, ბატონი კახას შვილი იმედია გაამართლებს დამამის იდეებს არ უღალატებს რითაც გაზრდის მომავალ თაობებს ნამდვილ პროფესიონალებად დაქვეყნის მშენებლებად....

მაია2016-01-21 00:44:45
დიდ ბედნიერებად და ამავე დროს, სერიოზულ მოვალეობად მიმაჩნია საქართველოს სწორი პოზიცია ანასტასიას სურვილის მიმართ. საქართველო მოვალეა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ბ-ნ ბენდუქიძის ყველა წამოწყებას. ჩადოს მთელი ენერგია, ნიჭი, ....რეფორმათა შორის უმთავრესში----გ ა ნ ა თ ლ ე ბ ი ს რ ე ფ ო რ მ ა შ ი !!!!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
ლარის გაუფასურების ტენდენციის გამო:
  
ტოპ ათეული
1. "საშინლად თამაშობს ეს ქალი" - რატომ არ მოეწონათ "ჩცდ"-ს მაყურებლებს მარინა კახიანის თამაში?
2. ზოდიაქოს რომელ ნიშანს რა ვაჩუქოთ ახალ წელს?
3. მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!
4. წარწერა სტომატოლოგის საფლავის ქვაზე - სიცილისგან ცუდად გახდებით
5. ინდიგო ბავშვები - ისინი სამყაროს შესაცვლელად გაჩნდნენ (ვიდეო)
6. 2017 წელს გვეშველება – ასტროლოგის თქმით, კარგი წელიწადი მოდის!..
7. პატარა კანადური ქალაქი მზადაა, ნებისმიერი მსურველი მიიღოს, დაასაქმოს და მიწის ნაკვეთითაც კი უზრუნველყოს
8. სენსაცია! „მის მსოფლიო“ 2016-ზე ქართველ კონკურსანტს ყველაზე მეტი ხმა აქვს
9. პატრიარქი მრევლს: "ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია"
10. ყველას საყურადღებოდ, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს! - გააზიარეთ ხალხმა გაიგოს!
სარეკლამო ადგილი - 29
468 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901