• თბილისი
  • 32°C
  • 29 ივნისი, 2017
article

14-15 იანვარს საქართველოში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი

14-15 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ბარში წვიმის სახით, მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ზოგიერთ რაიონში დასავლეთის ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს – სანაპირო რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსს მიაღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში – 14 გრადუსს.

სინოპტიკოსები გამოდარებას 16 იანვრიდან ელოდებიან.