• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

"ისლამური სახელმწიფოს" 21 წლის ტერორისტმა საკუთარ დედას თავი მოჰკვეთა

ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" 21 წლის წევრმა საკუთარ დედას თავი მოჰკვეთა. ეს საზარელი ინფორმაცია რეგიონში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველებმა გაავრცელეს.

შემთხვევა ქალაქ რაქაში მოხდა, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას საკუთარ დედაქალაქად აქვს გამოცხადებული.

როგორც ირკვევა, ქალი შვილს ტერორისტული გაერთიანების რიგების დატოვებას სთხოვდა რის შესახებაც ტერორისტმა დედა საკუთარ ლიდერებთან დააბეზღა. 40 წლის ქალი საფოსტო განყოფილებაში, სამუშაო ადგილზე დააკავეს და ქალაქის მოედანზე გამოიყვანეს, სადაც მას საჯაროდ თავი საკუთარმა შვილმა მოჰკვეთა.