რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ამინდი
  თბილისი-3°-5°
  ქუთაისი-2°-6°
  ბათუმი2°-4°
"ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე ამას სახელმწიფო აფიქსირებს"

13:17 08.01.2016
[“პრესა.ჯი“]
2015 წლის დეკემბრის ბოლოს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვს, 13 წლის ქრისტინას ავტომობილი დაეჯახა. გოგონა გარდაიცვალა. თუმცა ეს ტრაგიკული შემთხვევა სახელმწიფოსა და საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღების მიღმა დარჩა.

დღეს საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვთა რაოდენობა დიდია, თუმცა, სახელმწიფო რატომღაც თვალს ხუჭავს ამ საკმაოდ სერიოზულ პრობლემაზე.


„დავიხსნათ ბავშვები მონობისგან“- ამ სლოგანით 32-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ  წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანიცაა  სათანადო მოქმედებათა განხორციელება ამ სფეროში. მათ მოუწოდეს სახელმწიფოს ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შექმნისკენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, რომელიც ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერია, წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა Presa.ge-სთან ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვის აუცილებლობისა და ამ საკითხში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

- ანა, თუ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე რამდენი ბავშვია დღეს საქართველოში?

-  სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან მოძველებული სტატისტიკა. 2008 წელს, როცა ჩატარდა კვლევა, საქართველოს მხოლოდ ოთხ ქალაქში იყო 1500 ასეთი ბავშვი. ამის შემდეგ კვლევა არ ჩატარებულა. ვფიქრობთ, რომ თუ კვლევა ჩატარდება, ძალიან მაღალი სტატისტიკა დაიდება, გაცილებით მაღალი, ვიდრე 2008 წელს. შესაბამისად,  სამთავრობო უწყებები, ჩემი აზრით, ამ მიზეზით იკავებენ თავს კვლევის ჩატარებისგან.

- ხშირია შემთხვევები, როცა ქუჩაში მომუშავე ბავშვებს მშობლები ან სხვა პირები აიძულებენ ასე მოქცევას. ამ შემთხვევაში თუ არსებობს ბერკეტი მათ დასაცავად?


- საქართველოს კანონმდებლობაში, ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციაში არსებობს  ჩანაწერი, რომ იმ შემთხვევაში, თუ თავად მშობელი ბავშვს აიძულებს ჩაერთოს ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში, ტრეფიკინგში ან რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში, უნდა შეისწავლონ მშობელი თავად თუ არღვევს ბავშვის უფლებას და სახელმწიფო აუცილებლად უნდა დადგეს ბავშვის უფლებების დასაცავად.  უნდა იყოს განხილული იმ მშობლის უფლებების საკითხი, რომელიც იწყებს ბავშვის უფლებების დარღვევას.

ის სამწუხარო პასუხი, რომელსაც ჩვენ სახელმწიფო უწყებები გვაძლევენ, მაგალითად ის რომ პატრული რომელსაც გამოვიძახებთ, ამბობს, რომ თავად მშობელი აძლევს უფლებას,  მე როგორ უნდა ჩავერიო, არის არაადეკვატური დამოკიდებულებაა და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების არცოდნა.

- როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება ამ შემთხვევაში? ხშირად ჩვენ ქუჩაში მომუშავე ბავშვებს ვაძლევთ ფულს და ვფიქრობთ, რომ ეს დახმარებაა, ხომ არ არის ეს ასეთი საქმიანობის წახალისება?

- დიახ, სამწუხაროდ ჩვენ  ამით ხშირად წავახალისებთ და ვაძლიერებთ იმ მიზეზს, რის გამოც ამ ბავშვებს იყნებენ როგორც იარაღს და  რთავენ ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში.

ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია მოთხოვნა სახელმწიფო უწყებების მიმართ. როგორც კი ბავშვს ქუჩაში  დავინახავთ, უნდა დავრეკოთ 15 05-ზე, 112-ზე პატრულთან და მოვითხოვოთ რეაგირება. როცა შევა საკმარისი ზარი და მოთხოვნა, სახელმწიფო აუცილებლად მიხვდება, რომ რესურსების გამოყოფა აუცილებელია.

დღესდღეობით სამწუხაროდ 1505 არ რეაგირებს, არ მუშაობს 6 საათის შემდეგ, რაც ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან ამ სატელეფონო ხაზს ჰქვია ცხელი ხაზი. ეს კი ნიშნავს რომ უნდა მუშაობდეს 24 საათის განმავლობაში.

ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა უკვე სახელმწიფოს მხრიდან. მოქალაქეებმა უნდა გავაძლიეროთ კონტროლი სახელმწიფო უწყებებზე, რომლებიც თავიანთი პასიურობით ხელშემწყობი არიან ბავშების უფლებების დარღვევის და თვითონვე არღვევენ მათ უფლებებს.

- არსებობს რაიმე თავშესაფარი ბავშვებისთვის, რომელთა უფლებებიც ასე უხეშად ირღვევა?


-  თავშესაფარი არსებობს, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი კომპონენტი. თუ ამ ბავშვებთან არ იქნება კომპლექსური მუშაობა, თუ მათზე არ შეწყდება ძალადობა და მშობლების ან სხვა პირების მხრიდან ზეწოლა, რომლებიც მას რთავენ ნებას ჩაერთონ ამ საქმიანობაში, რა თქმა უნდა ეს არ შეწყდება.

დღეს  ფაქტობრივად გამოდის, რომ ჯანდაცვა თავისთვის ხსნის თავშესაფრებს, განათლების სამინისტრო არანაირ ზომებს არ იღებს, მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო კიდევ დამოუკიდებლად აპირებს ამ სფეროში რაღაცის გაკეთებას. არის სრული დისკოორდიაცია და ზუსტად ამიტომ არაეფექტურია რაც კეთდება ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშების დასახმარებლად.

- რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ამ საკითხის მოგვარება?

- ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია ათასობით ბავშვზე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში კი ვნახულოთ ჩანაწერს, რომ დღეს რეალურად რა ციფრსაც აფიქსირებს სახელმწიფო ტრეფიკინგის და იძულებით შრომაში ჩართული ბავშვების რაოდენობის შესახებ  არის საეჭვო. ვინაიდან ნებისმიერი უცხოელი ან ადგილობრივი ქუჩაში რომ გამოდის ხედავს უამრავ ბავშვს ასეთ მდგომარეობაში, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრობლემა დაისვას იქ, სადაც უნა დაისვას. ჩვენ ვხედავთ რომ მთავრობის არცერთ სხდომაზე დღის წესრიგში ეს ბავშვები არ ფიგურირებენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

- ანა, ანუ ძირითადი მესიჯები უნდა იყოს მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა და სახლმწიფო უწყებების კოოდრინაცია?

- გარდა ამისა, ამ დანაშაულს უნდა დაერქვას თავის სახელი, ეს არ არის მხოლოდ სოციალური პრობლემა, როცა ბავშვს მათხოვრობას აიძულებენ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამას ბავშვი შეიძლება ემსხვერპლოს. როცა ქუჩაში მომუშავე ბავშვს ეჯახება მანქანა და კვდება და ეს ყურადღების გარეშე რჩება, დანაშაულია. ჩვენ მხოლოდ სოციალური პრობლემა არ უნდა დავუძახოთ ამას. ზრდასრული ადამიანი თუ თვითოინ აგებს პასუხს იმაზე რა დაემართება, ბავშვის შემთხვევაში ის არ არის დამნაშავე იმაში, რომ  ქუჩაში მოხვდა და მისი ბედი ვიღაცამ ამგვარად გადაწყვიტა.

ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
ლარის გაუფასურების ტენდენციის გამო:
  
ტოპ ათეული
1. ნიკა გვარამია: "თეა წულუკიანის გათხოვებაზე ღლიცინი @@@ობაა"
2. "მეცოდება ყველა, ვინც გულმოდგინედ ითვლის თეა წულუკიანისა და მისი ქმრის ასაკობრივ სხვაობას"
3. სახლის კურთხევის შესახებ - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
4. ყველას საყურადღებოდ, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს! - გააზიარეთ ხალხმა გაიგოს!
5. სოფო ნიჟარაძე ნინი ბადურაშვილს: "ხურჩაში უნდა კონცერტი, თუ დათანხმდები!"
6. 5 ყველაზე რთული ხასიათის მქონე ზოდიაქოს ნიშანი
7. 2017 წელს გვეშველება – ასტროლოგის თქმით, კარგი წელიწადი მოდის!..
8. პატრიარქი მრევლს: "ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია"
9. "დიდი ხანია ტრიპერი იმკურნალა? აღარ ახსოვს მდიდარმა საყვარელმა რატომ გააგდო და "მიათხოვა" ბუკას?"
10. თეა წულუკიანი დაოჯახდა - ვინ არის იუსტიციის მინისტრის მეუღლე?
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901