რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა iPhone+ის­გან. Magic Keyboard და Magic Trackpad
iPlus გთა­ვა­ზობთ ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წილ და გა­მორ­ჩე­ულ რო­უ­ტე­რებს.
ბავ­შ­ვ­თა სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლე­ბის ოლიმ­პი­ა­და გა­ი­მარ­თა
ძლი­ერ­მა წვი­მამ და სეტ­ყ­ვამ გო­რი და გო­რის რა­ი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი და­ა­ზა­რა­ლა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ამინდი
  თბილისი12°-24°
  ქუთაისი13°-24°
  ბათუმი16°-22°
საქართველოს საავტომობილო გზებზე სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

10:21 06.01.2016
["პრესა.ჯი"]

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, თოვლის, ლიპყინულისა და მდინარის ადიდების გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია სამ საავტომობლო გზაზე:

მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმისა და ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის 2 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა. აღნიშნული გზის 206–ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად  დაზიანდა  დროებითი  შემოვლითი  გზა, რის  გამოც  აიკრძალა  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის კმ55-კმ152 (იგოეთი-ხევი) მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის  გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა–გუდაურის(ფოსტას) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთისა და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების - ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა აიკრძალა 4 საავტომობილო გზაზე:

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია  ყველა  სახის  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ30 მონაკვეთზე.

ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა არის ნომერ პირველი პრობლემა?
  
ტოპ ათეული
1. დიმიტრი პჩელა და მისი მეუღლე "აჭარულს" ცეკვავენ (ვიდეო)
2. თამო ვაშალომიძე ავარიაში მოყვა
3. ლოცვა, რომელიც თქვენ და თქვენს შვილებს ავი თვალისგან დაცვაში დაგეხმარებათ
4. საპატრიარქო შვილებისადმი მშობლების ლოცვას ავრცელებს
5. აი, რას წერს დიმიტრი პჩელა საქართველოზე და რა ფოტოს აქვეყნებს "ინსტაგრამზე"
6. მაკა ცინცაძე: "მეგობრებთან მარტივია, იტირებ. ეთერში თავშეკავება გმართებს"
7. მარიამ საჯაია: "ესეც ჩემი სახლია... ახლა ეს სახლი ცარიელი და დაკეტილია"
8. 400 000 დოლარიანი სამსახური ახალ ზელანდიაში, რომელიც არავის სურს
9. 5 ყველაზე რთული ხასიათის მქონე ზოდიაქოს ნიშანი
10. მოუვლელი ქალის 7 ნიშანი
ბლოგები
კა­ტე­ხიზ­მო: „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ - პარ­ტი­ა?
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908