რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ამინდი
  თბილისი-3°-8°
  ქუთაისი3°-12°
  ბათუმი6°-12°
თინათინ მაღალაშვილი: "სოციალურად დაუცველი ბავშვების საჩუქრები მოიპარეს"

16:47 05.01.2016
["პრესა.ჯი"]
დღეს დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს ყაზბეგის გამზირზე მდებარე საკუთარი მაღაზია-სალონი გატეხილი დახვდა. დიზაინერმა სტატუსი ამის შესახებ საკუთარი Facebook-ის გვერდზეც გამოაქვეყნა, რომელსაც მალე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემთხვევის დეტალებზე სასაუბროდ Presa.ge თინათინ მაღალაშვილს დაუკავშირდა.

- ქალბატონო თინათინ, მოგვიყევით რა მდგომარეობა დაგხვდათ დილით მაღაზიაში მისულს?

- მაღაზია დაგვხვდა გატეხილი. კარი იყო შემტვრეული. ყველა ნივთი იყო ამოქექილი. სალაროდან კი მცირედი თანხა იყო წაღებული. გარდა ამისა, საქმიანი ქალების ფონდი საახალწლოდ აგროვებს საჩუქრებს სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის და ამ საჩუქრებიდან, რამდენიმე რომლებიც 31-მდე ვერ დავარიგეთ და ველოდებოდით, რადგან კიდევ იყო მოსატანი, ეწყო ნაძვის ხის ქვეშ და ისინიც წაღებულია. ერთი რაც მახსოვს, ეს არის დიდი პულტიანი მანქანა. ამ საჩუქრებს ახლავთ სოციალურად დაუცველი ბავშვების წერილები, ძალიან მძიმე და გულისამაჩუყებელი წასაკითხი.

ყველაზე მეტად მიხარია, რომ ამ ამბავს უკვე ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და გამოთქვეს სურვილი ბავშვებს საჩუქრები კვლავ შეუძინონ.
სიმართლე გითხრათ, ზარალი ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ფაქტი ძალიან ცუდია.

- ხომ არ იყო დაზიანებული სამოსი?

- არა, სამოსი არ არის დაზიანებული. ჩვენ ადრე 10-11 წლის წინ გვქონდა შემთხვევა, როცა ფალიაშვილზე მდებარე ჩემი სალონიდან მხოლოდ კაბები მოიპარეს. ახლა არც კაბებია დაზიანებული, არც ტექნიკას აქვს ხელი ნახლები, დარბეულიც არ არის. ვფიქრობ, თანხის გამო შემოვიდნენ და შემდეგ საჩუქრებიც გააყოლეს ხელს.

- პოლიციას თუ მიმართეთ?

- პოლიციას დილითვე მივმართე. ისინი მოვიდნენ, საგამოძიებო სამსახური, კინოლოგები. აიღეს ანაბეჭდები. სიმართლე გითხრათ მცირე ზარალზე ცოტა მეუხერხულა კიდეც ასეთი ამბავი რომ ატყდა, მაგრამ ასეთი ფაქტები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. დიუმა: "მეგრელი ქალები დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან"
2. ნათლულმა ნათლიისგან შვილი გააჩინა
3. რეცეპტი, რომელიც თავად უფალმა უკარნახა მოსეს – რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი?
4. წმინდა მამა გაბრიელის დარიგებები
5. ლუკა მანაგაძე "ნიჭიერის" შესახებ: "გადაწყვიტეს, რომ აღარ ვიყავი საჭირო და მომიშორეს"
6. "ღამის 12 საათზე ოთახის ფანჯარაში მოხვედრილი ტყვია რა პრობლემაა 2017 წელს?!"
7. თეა წულუკიანი ქმართან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა (ფოტოები)
8. მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!
9. ვახტანგ რჩეულიშვილი: ნძრ--ით კვდები, შურით სკდები, მოგ--ყან ნიკ-ნეიმი
10. ლელა კილაძე გიგი უგულავას მიმართავს - "ძალიან გვენატრები"
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901