რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ამინდი
  თბილისი-1°-11°
  ქუთაისი2°-5°
  ბათუმი6°-8°
დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში - რა მდგომარეობაა ამ დროისათვის?

14:50 05.01.2016
["პრესა.ჯი"]
რამდენიმე დღეა საქართველოში დიდთოვლობას ებრძვიან. თოვლმა განსაკუთრებით ზღვისპირეთი და მაღალმთიანი რეგიონები დააზარალა. იმის გასარკვევად თუ რა მდგომარეობაა ამ დროისათვის, Presa.ge მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიპასუხეს, რომ სოფლებთან დამაკავშირებელი გზები მუნიციპალიტეტის მიერ გაიწმინდა, თუმცა ხელმეორედ მოსულმა ნალექმა აუცილებელი გახადა დამატებითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტში ტექნიკა ახლაც მუშაობს და ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მძიმე შეფერხებები და ჩახერგილი გზები არ არის.

რაც შეეხება ელექტროენერგიის პრობლემას, ზუგდიდში "ენერგო პრო ჯორჯიას" მუშაობის შედეგად ისიც აღმოფხვრილია. როგორც ცნობილია, ინტენსიურად იწმინდება მაღალი ზონის სოფლები ჭკადუაში, ჭაქვინჯი, ზემოჩხორია, ტყაია. სოფელ ჭაქვინჯის გარკვეულ უბნებში თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია. რამდენიმე პირი მაღალი ზონის სოფლებიდან საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჯერ ზუსტად არაა დათვლილი რა მოცულობის ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტს დიდთოვლობის გამო. ზუგდიდში ამ დროისთვის არ თოვს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით კი, 5 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან ქალაქში მუშაობას განაახლებს სპეციალური ტექნიკა. ამ დროისთვის კი გაწმენდილია ყველა ცენტრალური ქუჩა და იწმინდება მელაშვილის, მაზნიაშვილის, ზუბალაშვილის, მახარაძის, ლერმონტოვის ქუჩების დარჩენილი მონაკვეთები.

ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა. ასევე გრძელდება მოტეხილი ტოტების შეგროვება-გატანის სამუშაოები. სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმის ბულვარშიც.

დაზიანებული წყალმომარაგება აღუდგათ ჩაქვის, ჩაისუბნის, მახინჯაურისა და თამარის დასახლებაში მცხოვრებლებს.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, ის შეუფერხებლად მიეწოდება მთელ ქალაქს. ამ დროისთვის ბათუმშიც უნალექო ამინდია.

მესტიის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ცენტარლურ და შიდა გზებზე თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის ლევან ჯაფარიძის ინფორმაციით, ტექნიკა იქ ამწუთებშიც მუშაობს და სამუშაოები მთელი დღე გაგრძელდება. მანვე გვითხრა, რომ მესტიაში არ თოვს, თუმცა მოღრუბლული ამინდია.

უკვე აღდგენილია მოძრაობა მესტიის მიმართულებით. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე. იქ დასაშვებია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
ლარის გაუფასურების ტენდენციის გამო:
  
ტოპ ათეული
1. "საშინლად თამაშობს ეს ქალი" - რატომ არ მოეწონათ "ჩცდ"-ს მაყურებლებს მარინა კახიანის თამაში?
2. ზოდიაქოს რომელ ნიშანს რა ვაჩუქოთ ახალ წელს?
3. მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!
4. წარწერა სტომატოლოგის საფლავის ქვაზე - სიცილისგან ცუდად გახდებით
5. ინდიგო ბავშვები - ისინი სამყაროს შესაცვლელად გაჩნდნენ (ვიდეო)
6. 2017 წელს გვეშველება – ასტროლოგის თქმით, კარგი წელიწადი მოდის!..
7. პატარა კანადური ქალაქი მზადაა, ნებისმიერი მსურველი მიიღოს, დაასაქმოს და მიწის ნაკვეთითაც კი უზრუნველყოს
8. სენსაცია! „მის მსოფლიო“ 2016-ზე ქართველ კონკურსანტს ყველაზე მეტი ხმა აქვს
9. პატრიარქი მრევლს: "ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია"
10. ყველას საყურადღებოდ, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს! - გააზიარეთ ხალხმა გაიგოს!
სარეკლამო ადგილი - 29
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901