• თბილისი
  • 29°C
  • 23 სექტემბერი, 2017
article

პრემიერ-მინისტრმა ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა (ფოტოები)

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე პირადად მიულოცა. მთავრობის მეთაურმა პატრიარქს დღეგრძელობა უსურვა და ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. 

დღესვე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის დაბადების 83-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო. კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის საშობაო შემოქმედებითი საღამო - „მიყვარხართ“ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.