• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

დაპირისპირება სამღვდელოებაში: "მეუფე იაკობი კაცის მკვლელია"

სამღვდელოებაში ახალი სკანდალი მწიფდება. ბერმონაზონი ილია ვაშაკიძე მეუფე იაკობს უპირისპირდება და მას მკვლელს უწოდებს. "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ილია ვაშაკიძე წერს იმ მიზეზებზე წერს, თუ რატომ არ უნდა იყოს მეუფე იაკობი სამღვდელო ხარისხში. "პრესა.ჯი" უცვლელად გთავაზობთ ბერმონაზონ ილია ვაშაკიძის პოსტს:

"რატომ არ ეგების ქორეპისკოპოს იაკობ (იაკობიშვილის) ან უფრო სწორად რომ ვთქვათ კონსტანტინე იაკობიშვილის საერთოდ სამღვდელო ხარისხში ყოფნა??

1) იგი კაცის მკვლელია, რაც სათანადოდ უნდა გამოიძიოს თავდაცვის სამინისტროს საგამომძიებლო კომიტეტმა, კერძოდ, 1992 წლის ივლისისა და აგვისტოს მისი და მისი ძმის კახაბერ იაკობიშვილის დისლოკაციისა და ქმედებების ადგილები.. ,,ნუ დადგინდება დიაკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსად პიროვნება, რომელსაც კაცი ჰყავს მოკლული თუნდაც შემთხვევით ჰყავდეს ადამიანი მოკვდინებული" (დიდი სჯულის კანონი)..

2) კონსტანტინე იაკობიშვილი დამნაშავეა როგორც საარჩევნო კოდექსის დამრღვევი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ფეხქვეშ გათელა საქართველოს კონსტიტუცია და ხელჰყო კანონით აკრძალულ პერიოდში ქართველ ამომრჩეველთა ნება და ბინძურად შეეხო ქართველი ხალხის ხმის უფლებას.. ამავდროულად მან დაარღვია წმიდა სინოდის განჩინება დიაკვნებისა, მღვდლებისა და ეპისკოპოსების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის აკრძალვის შესახებ, რაც დედა ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგება.. ის ვინც წმიდა სინოდის განჩინებას არღვევს უკვე ავტომატურად აღარაა დედა ეკლესიის წევრი..

3) კონსტანტინე იაკობაიშვილის ბიოგრაფიიდან 10 წელიწადი იდუმალებითაა მოცული ანუ გამქრალია, რაც ეწინააღმდეგება მოციქულთა კანონს.. ქრისტესმიერ საყვარელნო, ძმანო და დანო, განა არაა არგუმენტები საკმარისი?? თავად იმსჯელეთ.. მე კი ჩემის მხრიდან ზემოთაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე ანაქსიოსს ვუცხადებ ქორეპისკოპოს იაკობ (იაკობიშვილს), რაც საეკლესიო სამართლებრივად ყველანაირად გამართლებულია.. შეუძლიათ დამიბარონ წმიდა სინოდის სხდომაზე ანაქსიოსის გამოცხადების შემდეგ და დედაეკლესიის სწავლების თანახმად წმიდა სინოდის სხდომამდე ქორეპისკოპოსმა იაკობმა უნდა შეაჩეროს მღვდელმსახურება.. ჩემს წმიდა სინოდზე დაბარების შემთხვევაში უფრო ფართო სპექტრით და ძირეულად წარვადგენ მტკიცე და მყარ არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ამ ადამიანის არამც თუ ეპისკოპოსობა, წიგნისმკითხველობაც კი არ ეგების დედა ეკლესიის წიაღში.. მისი ადგილი სტოვაშია კათაკმეველთა შორის.. ამინ!. ამინ!. ამინ!. დანარჩენზე თავად იმსჯელეთ.. ფრიად საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის მოსმენაც.. საინფორმაციო სააგენტოებს, ვთხოვ, გაავრცელონ ზემოთხსენებული ინფორმაცია რაც შეიძლება მოკლე დროში.. გმადლობთ.. ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით იღუმენი ილია (ვაშაკიძე).." - წერს ბერმონაზონი ილია ვაშაკიძე.