• თბილისი
  • 33°C
  • 29 ივნისი, 2017
article

საქართველოში ახალი წელი მოკრძალებულად აღინიშნება

ახალი წლის დადგომამდე 13 საათზე ნაკლები დარჩა. ქვეყანა ახალ წელიწადს, პოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით, მოკრძალებულად ხვდება. გარე განათებები, მთავარი ნაძვისხის მსგავსად, დედაქალაქში იგივეა, რაც გასულ წელს.  თუმცა, ამის მიუხედავად მოსახლეობის დიდი ნაწილი ამღლებულ განწყობაზეა და მაქსიმალურად ცდილობს დედაქალაქის მერიის მიერ შემოთავაზებული ღონისძიებებზე გაერთოს.

წელს აქცენტი პატარებზე გაკეთდა, ამიტომ მთაწმინდაზე მათი სიმრავლე შეინიშება. სანტა-კლაუსი დილიდან ართობს პატარა სტუმრებს და საახალწლო საჩუქრებით ანებივრებს.

საბავშვო გასართობი პროგრამები 4 იანვრამდე გაგრძელდება. ღონისძიებებზე დასწრება უფასოა.

რაც შეეხება მოზარდებს, მათთვის წელს ტრადიციული გალა-კონცერტი არ გაიმართება. ამას  დედაქალაქის მერია ახალი ხელისუფლების რიტორიკას უკავშირებს.

„ვინაიდან მთავრობისა და საზოგადოების ნაწილის მიერ გარე კონცერტები მონათლულია ტაშ-ფანდურად, ამიტომ წელს საახალწლო გალა-კონცერტის ჩატარებისგან თავი შევიკავეთ“,- აცხადებს ა გიგი უგულავა.

მსოფლიო ვარსკვლავების გარეშე ხვდება ახალ წელიწადს ბათუმიც. კულტურის მინისტრი მიიჩვევს, რომ ეს ტაშ-ფანდურია.

ზუგდიდს რაც შეეხება, ქალაქში საშობაო სოფლები დადგეს, თუმცა ამ დრომდე არანაირი საახალწლო ნობათი არ გამოუტანიათ. მეგრელების დიდ ნაწილს ახალი წლის აღნიშვნა წელს სახლში მოუწევს.