ამის მიზეზი უბედური შემთხვევები გახდა, რომლებმაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა. პლაჟზე გასული რუსი ტურისტები ჯერ კარგად თვრებიან, შემდეგ წყალში შედიან და იხრჩობიან.
ამიტომ, აფხაზეთის ზღვის სანაპირო ახლა მკაცრი კონტროლის ქვეშაა, ოღონდ არა იმ თვალსაზრისით, რომ რუს ტურისტებს თვალს ადევნებენ, რომ შორს არ გაცურონ, არამედ იმ კუთხით, რომ მათ საერთოდაც აღარ უშვებენ არა თუ ზღვაში, არამედ პლაჟებზეც კი.ს
ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახური და მილიცია შეწუხებულია. მთვრალი თუ ფხიზელი რუსები შტორმის დროსაც წყლისკენ იწევენ. მათი ძებნა კი არც იოლი და არც იაფი საქმეა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკვე ორი სამაშველო ოპერაცია აქვთ ჩატარებული. ორივე შემთხვევაში რუსები იხრჩობოდნენ.
- რესპუბლიკაში გუშინდელი დღიდან შტორმია გამოცხადებული. ყველაზე ძლიერი, გაგრაშია მოსალოდნელი, - თითქმის, 6-ბალიანი. მაგრამ ბანაობის აკრძალვა საერთოდ არ მოქმედებს ნასვამ მოქალაქეებზე რუსეთიდან. მოგვიწია დამატებითი პატრულების ორგანიზებამ, რომ ისინი წყალში არ ჩავუშვათ. სანაპიროზე მილიცია პატრულირებს – განაცხადა საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა სურენ დანელიანმა.
თან ჯგუფ-ჯგუფად იხრჩობიან. ახლა ჩეჩენ მირზოევს ეძებენ. მისი მეგობრების შველა მოახერხეს, მაგრამ 43 წლის მამაკაცი დაიღუპა.
გუშინ გაგრაში ახალგაზრდა რუსი გამოიყვანეს წყლიდან, რომელსაც გულის შეტევა დაემართა. მან სწორედ მაშინ გადაწყვიტა ბანაობა, როცა შტორმმა 5 ბალს მიაღწია. ახლა საავადმყოფოში წევს და აფხაზეთის ზღვაზე დასვენების ნაცვლად გულზე მკურნალობს.
სასტუმრო `სან მარინოში~ ძირითადი დამსვენებლები რუსები არიან. ამიტომ, ადმინისტრაციას უმკაცრესი კონტროლი აქვს დაწესებული, რომ დამსვენებლები ზღვაზე არ გაეპარნონ.
არა მარტო ზღვაში, არამედ რუსი ტურისტები რიწის ტბაზეც ქმნიან პრობლემას. ათდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ მაშველებმა დიმიტრი ეფიმოვის ცხედრის ძებნა შეწყვეტილად გამოაცხადეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ლევ კვიცინიას თქმით, ძებნა აღარ გაგრძელდება, რადგან აკვალანგისტები წყლის სიღრმეში ვეღარ ჩადიან. მისი თქმით, 131 მეტრის სიღრმის ტბაში 2 მეტრის შემდეგ აღარაფერი ჩანს. თანაც წყლის ტემპერატურაც 10 გრადუსს არ აჭარბებს. ადმინისტრაცია კრძალავს წყალში შესვლას, მაგრამ რუსი ტურისტები დახრჩობას ამჯობინებენ.