რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
ასე და­ემ­შ­ვი­დო­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ეს­ტ­რო" მა­ყუ­რე­ბელს
რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნ­და
გარ­დაც­ვ­ლი­ლი ჯა­რის­კა­ცის ალექ­სან­დ­რე გრი­გო­ლაშ­ვი­ლის მა­მის თხოვ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას
ნიგ­ვ­ზის ფა­სი სა­ა­ხალ­წ­ლოდ 40 ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ამინდი
ჩემი სიტყვა სასამართლოზე – წარმოთქმული 2010 წლის 12 ნოემბერს

16:51 12.11.2010

[ირაკლი კაკაბაძე]

ღრმად პატივცემულო ბატონო მოსამართლე

ღრმად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო

სამწუხაროდ მე ვერ შევძელი ჩამოსვლა ამ სასამართლო პროცესზე და ჩემი ახალგაზრდა მეგობრებისა და კოლეგების გვერდით დგომა. ამავე დროს, იმის გამო რომ ჩემი საბუთები გაყალბებულ იქნა ვაშინგტონის საქართველოს საკონსულოში და ახლა ჩემი ყოფილი პირადობის ნომრით და ფოტოსურათით სარგებლობს ვინმე ნიკოლოზ ზელიმხანის ძე ბერიძე გართულდა ჩემი წარმომადგენლისთვის საბუთების გაფორმების საკითხიც. 

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა ახალგაზრდა პოეტების, შოთა გაგარინისა და ალექს ჩიღვინაძის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ აქციაში „უოლტ უიტმენი ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ“. როგორც თქვენ მოგეხსენებათ ამ აქციას საფუძვლად დაედო ქართველი პოეტის შაკო ბაკურაძის ლექსი და დადა-მეფე-პრეზიდენტის ზურაბ რთველიაშვილის პოეტური ხედვა, რათა მომხდარიყო პოეტური სულის აღორძინება საქართველოში. მეც მივიჩნიე, რომ თანამედროვე პოსტ-მოდერნულ, ნეოლიბერალური ვაჭრობის კულტის გამეფების პერიოდში მნიშვნელოვანი იყო ამ გაბედული მამულიშვილების მხარდაჭერა, რომელნიც საკუთარი პოეტური ქმედებებით დაუპრისპირდნენ მატერიალისტურ, მოძალადე ფილოსოფიას და პატივი მიაგეს ისეთ სულიერებას, რომელსაც უოლტ უიტმენი და ალენ გინზბერგი წარმოადგენდნენ. იმ სულიერებას, რომელიც ამბობს: ყველაფერი არ იყიდება, სილამაზე არ იყიდება, პოეზიაც არ იყიდება და ყველას და ყველაფერს ვერ დააპატიმრებს ვერანაირი ყველაზე ურჩხული სახელმწიფოც კი. პოეზიას ვერასდროს დააპატიმრებენ და ვერასდროს დაადებენ ჯარიმას. 

უხსოვარი დროიდან ყველა ტიპის დიქტატორსა თუ ავტოკრატს ეშინოდა პოეტის მიერ ნათქვამი მართალი სიტყვის და არც ეს ხალხია გამონაკლისი. დააკვირდით თუნდაც იმას რა სწრაფად და ოპერატიულად დაიწყეს ჩვენს მიმართ რეპრესიული მექანიზმების გამოყენება, მას მერე რაც ჩვენ ოდნავ განსხვავებული დისკურსით - მეტყველების ფორმით მივმართეთ სულ რამდენიმე ადამიანს. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა რომ ეს ახალგაზრდები ჯარიმის მაგივრად სახელმწიფო პრემიას იმსახურებენ. იმიტომ რომ მათ გაბედეს და ბოროტებისა და ინსტიტუციონალური მკვლელობის სიმბოლოს ნაცვლად სილამაზის და კეთილშობილების სიმბოლოს სცეს პატივი. ეს უდავოდ დიდი ვაჟკაცობაა ჩვენს დროში.  

დიახ, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ჯორჯ ბუშის ქუჩისათვის უოლტ უიტმენის სახელი დაგვერქმია - ანუ ეს სახელი შეგვეცვალა. მე პირადად მივიჩნევ, რომ ეს დიდი მამულიშვილური საქმეა, რომელსაც მომავალი ტაობები დააფასებენ. ჯორჯ ბუში არა მხოლოდ ერაყის ომზეა პასუხისმგებელი, სადაც მან მთელი მსოფლიოს საზოგადოების მოტყუებით შეიყვანა საოკუპაციო ჯარები და ასეულ ათასობით უდანაშაულო მოქალაქე ამოხოცა, არამედ ის ნაწილობრივ მაინც პასუხისმგებელია საქართველოში 2008 წლის აგვისტოში დატრიალებულ ტრაგედიაზეც. მართალია, ის დღეს ამტკიცებს, რომ ის ყოველთვის უკრძალავდა სააკაშვილს ამ ნაბიჯის გადადგმას, უკვე ბევრი მოწმობაა იმისა რომ საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის დახმარების იმედი ჰქონდა, როდესაც ეს სამხედრო ავანტიურა წამოიწყო. ამას შედეგად მოჰყვა უამრავი ადამიანური ტრაგედია.

პოეტისათვის ადამიანური ტრაგედია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი განზომილებაა ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მდიდარი ტერიტორია. თუნდაც ამიტომ, რომ ჯორჯ ბუშმა ნებსით თუ უნებლიედ დიდი როლი ითამაშა ბევრი ქართველი თუ ოსი ჩვენი თანამოქალაქის გაუბედურებაში, მე ვთვლი რომ მისი ქუჩის არსებობა თბილისში არის დანაშაულის ტოლფასი. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის მოქალაქე მეც გახლავართ ამჟამად არსად გამიგია ჯორჯ ბუშის ქუჩის არსებობა და რატომ უნდა არსებობდეს ის საქართველოში? იმიტომ რომ მისი პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ და უსახლკაროდ დავტოვეთ ამდენი ადამიანი? 

ბატონო მოსამართლევ, როგორც პროფესიონალ იურისტს, მოგმართავთ კითხვით: ამდენი ადამიანის სიკვდილისა და გაუბედურების მიზეზს, იმ ადამიანს, რომელსაც ცოტა მაინც აქვს პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე თქვენ პრემიას მისცემდით? მე იმედი მაქვს რომ - არა. ამერიკელ ერს მე დიდ პატივს ვცემ და ამ ქვეყანას ჩემს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ. ამ ქვეყანაში უოლტ უიტმენის გარდა მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი ადამიანები როგორებიცაა რობერტ ფროსტი, ედგარ ალან პო, თომას სტერნ ელიოტი, იუჯინ ონილი, ალენ გინზბერგი, ჯეკ კერუაკი, უილიამ ფოლკნერი, ელლა ფიცჯერალდი, კაუნტ ბეისი, მაილს დეივისი და ბევრი სხვა. მათი ქუჩები დაამშვენებდა ყველა ქვეყნის ქალაქებს, მათს შორის ჩვენს ახალ ესტაკადებსაც.   თუნდაც ჰენრი დეივიდ თოროუს მაგალითი ავიღოთ. ამ უდიდესმა მოაზროვნემ ჩამოყალიბა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის თეორია, რომელიც უკვე მეოცე საუკუნეში კარგად გამოიყენეს ისეთმა დიდმა მოღვაწეებმა, როგორებიც არიან მოჰანდას განდი, მართინ ლუთერ კინგ ჯუნიორი, ვაცლავ ჰაველი, მერაბ კოსტავა და ასე შემდეგ. 

თანამედროვე ამერიკული პოლიტიკური მეცნიერებისა და ლინგვისტიკის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ნოამ ჩომსკი ამბობს რომ უსამართლობასთან ბრძოლის ერთადერთი გზა არის არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ჩვენ ამ აქციით პოეტური სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ჩავატარეთ. დიახ, მე პირადად შევღებე ჯორჯ ბუშის სურათი შოთას დახმარებით. ვფიქრობ, რომ ამით სამართალი გარკვეულწილად მაინც აღდგა. ეს იყო სიმბოლური და პოეტური აღდგენა სამართლისა, რომელსაც ბევრი ადამიანი მიესალმა მთელს მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში.   მაგრამ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ახალგაზრდა პოეტებმა ნამდვილად მამულიშვილური საქმე გააკეთეს ლიტერატურული კითხვისას. მათ ქართული სულის ტრადიციებზე დაყრდნობით მთელს მსოფლიოს დაანახვეს რომ არსებობს ალტერნატიული დისკურსი - მრავალხმოვანი პოეტური ფორმა. ახლახანს სტამბულში გამართული მწერალთა საერთაშორისო კონფერენცია ფეხზე დადგომით მიესალმე ამ ახალი პოეტური და ზოგადად ურთიერთობის ფორმის გამოჩენას. 

ჩემს მიერ ხსენებული მსოფლიო ტრანსფორმაციული ლინგვისტიკის მამა, ნოამ ჩომსკიც იქ გახლდათ და ბევრი ცნობილი მწერალიც და საზოგადო მოღვაწეც. კონფერენციის პირველივე დღეს დემოსტრაციულად აჩვენეს შოთას და ალექსის თვისობრივად განსხვავებული პერფორმანსი და მეორე დღეს 4 ძირითადი გამომსვლელიდან 3-მა ხაზი გაუსვა ამ ახალი სტილის შემოსვლას მსოფლიო ლიტერატურაში. ნუთუ ამის გულისათვის ეს ახალგაზრდები უნდა დაისაჯონ? არა, პირიქით ისინი სახელმწიფო პრემიას იმსახურებენ და თუ ამის გაკეთება ცენტრალურ ბიუჯეტს არ შეუძლია, მაშინ ქალაქ თბილისის ბიუჯეტში მაინც მოიძებნება თანხა რომელიც პოეტურ და კომუნიკაციურ ინოვაციას წაახალისებს და შემოქმედებით ნიჭს დააჯილდოვებს.

ჩვენმა წინაპრებმა მრავალხმოვანი სიმღერა ქართული კულტურის საგანძურად აქციეს.  2005 წელს დაიწერა „21-ე საუკუნის ქართული ჰუმანიზმის მანიფესტო“, რომელიც სწორედ მრავალჟამიერის ტრადიციას ეყრდნობოდა. ახლა, ამ ახალგაზრდებმა ქართული მრავალხმოვანება თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურული დისკურსის ნაწილად აქციეს. ეს ნამდვილად ვიზიონერული აქტი იყო - და თანაც მეტად გაბედული ვიზიონერული აქტი. ვის ვის, და თვენ მაინც მოგეხსენებათ რა ძნელია დღეს საქართველოში გაბედული და ახალი სიტყვის თქმა. შოთა გაგარინმა და ალექს ჩიღვინაძემ ეს შეძლეს.   ისიც ნათქვამია რომ საკუთარ ქვეყანაში წინასწარმეტყველები არ არსებობენო. ნამდვილად ნათქვამია. აღარ მინდა მოვიყვანო სულხან-საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის და სხვათა მაგალითები.

მინდა წინა საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენლის სიტყვები შეგახსენოთ. მან ეს სიტყვები თავის ახალგაზრდობაში, თითქმის ერთი საუკუნის წინ დაწერა, მაგრამ მჯერა რომ ეს სიტყვები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ იყო.   „საქართველოში მეფეები არ სცემდნენ მანიფესტებს. ქართულ რევოლუციას არ ჰქონია მანიფესტის ენერგია. ლაპარაკობს პოეზია. საქართველო არსებობს თავისთავად...  საქართველოში აშენდებიან ვერფები  კავკასზე უმაღლესი და ექსპრესები დასერავენ უდაბნოს. ქართული ლექსიც ადუღდება ახალი ფოლადით  ჩვენ ველით ახალ ბარრიკადებს. მალარმე და კანტი დაარბევენ მონგოლების ჩალმებს  ახალი ვიზიონერობა გაუღრმავებს მათ ვიწრო თვალებს..“   ეს ტიციან ტაბიძის მიერ, 1920 წელს დაწერილი მანიფესტიდანაა.

ბატონო მოსამართლევ, უმორჩილესად გთხოვთ ნუ შეგეშინდებათ: თქვენს წინაშე დგანან ვიზიონერები, რომელთა ექსპრესები უკვე სერავენ უდაბნოებს. და საქართველო ნამდვილად თავისთავად არსებობს. და ამ ქვეყანაში ნამდვილად პოეზია ლაპარაკობს.

ბატონო მოსამართლევ, უმორჩილესად გთხოვთ ნუ შეგეშინდებათ: ქართული ლექსი მუდმივად დუღდება ახალი ფოლადით.

ბატონო მოსამართლევ, უმორჩილესად გთხოვთ: ვიზიონერები და პოეტები სახელმწიფო ჯარიმის მაგივრად სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეთ, რამეთუ მათ მკვლელობას სილამაზე არჩიეს!

 მარად თქვენი განსასჯელი, ირაკლი კაკაბაძე

ბეჭდვა  
კომენტარები:
პოეტი მეფე2010-11-12 17:05:04
დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია
სად ცეცხლოვანი სდგას ანგელოსი

მეფე პოეტი2010-11-12 17:07:45
ანგელოსს ეჭირა თეთრი პერგამენტი
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა

Georgia2010-11-12 17:14:44
ძველი ორპირი, დანგრეული სანაოები
ეწყება მთვარეს ხაშმიანი ცხელების სრესა
მამის ოლარზე ობობების ქსელი მოება
თეთრია ღამე და ბნელია ქალდეას მესსა

პოეტი2010-11-12 17:17:40
ვერ დაგიხატე დადავ სამოთხე
ამოვსებული მზით და ჩიტებით
ზეცა ვერ იტანს სულს მეამბოხეს
ამ ოცნებისთვის მუდამ ვისჯები

პოეტი2010-11-12 17:20:34
რა იოლია სხვისთვის სიტყვა - „ის პოეტია“
დანაცრულ ძვლებზე ზის იობი ცის მოიმედე

დადაშ2010-11-12 17:20:34
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
კვდება საქართველო!!!
გაიგეთ და დაინახეთ-კვდება საქართველო!!!

გიორგი2010-11-12 17:23:32
პოეტი კი არა, გასაოცარი გარეწარია! თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ალბათ

ვაჟა2010-11-12 17:23:52
მოვახტე ჩემსა ლურჯასა
გადავერიო მთაშია
თქვენთან ბრიყვული სიცოცხლეს
სიკვდილი მიჟობს ცდაშია

SS2010-11-12 17:28:00
ბაბუაშენიდან დაიწყე ხალხის გასამართლება, ბიჯო!!! საქართველოს უბედურების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელია და მაგას ბერად აღკვეცა კი არა, საჯაროდ აღიარება უნდა რა დანაშაულიც აქვს ჩადენილი ერის წინაშე!!! ისტორია მაინც თავისას იტყვის, ადრე თუ გვიან!!!

ვაჟა-ფშაველა2010-11-12 17:29:20
არა თქვე სადიაცენო
რო ძროხებივით სძღებითა
არ იცით გასჩნდით რისადა
ან რაითვინა ჰკდებითა
თავის ჯამს ჩასცქერთ მუდამა
აროდეს არ გასძღებითა
აქ სააქაოს დამცდარნი
იქ საიქიოს სცდებითა

ვაჟა-ფშაველა2010-11-12 17:31:19
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს
უქმად საფლავში სწვებითა

2010-11-12 17:51:02
პოეტი კი არა "პოლიტიკოსია" ბავშვობიდან... თან გაიძვერა და ნ/ა/ბ/ო/ზ/ა/რ/ი

2010-11-12 18:01:56
მაგარია ერთ რიგში მაილს დევისი, ფოლკნერი და უიტმენი.....და კიდევ სხვები...ღმერთმა შეგარგოს ამერიკის მოქალაქეობა და იზრუნე ამერიკაზე...ებრძოლე ბუშს.

ქართული ტელევიზით გამოსვლისას ამერიკიდან კი ყელში შარფის გაკეთება არ დაივიწყოთ, ეს ხომ პოეტობას და ხელოვნებასთან კავშირს უჩვენებს და თან ამერიკელაბას,მაგრამ გრეჩიხა მაინც უკეთესად იზმანება, ის უფრო კარგია სტილიაგაა და პიჟონი, ანუ უკეთესი პოეტი და პოლიტიკოსი.

იოპროტესტო2010-11-12 18:13:25
ირაკლი...... პატივს გცემ, მაგრამ აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე გამოთქმული მოსაზრება ეს სიგიჟეა.... რა ქენი ბიჭო ეს..... რა ქენი გუდუნა ეს....(c)დათა

აბდულშაჰილი2010-11-12 18:31:35
ან პოეტი ვინ დაარქვა,ან ვინ იზიარებს და ანგარიშსუწევს მის აზრს და რას წავწკავებს? ზუსტად იქ არის სადაც უნდა იყოს და ჩვენთან არ წამალავდეს ჰაერს.ღმერთმა არ მოუშალოს თავისნაირები გარშემო.გადაერთოს ამერიკის პრობლემების მოგვარებაზე და ჩვენ თავი გაგვანებოს. არ არის ეგ ჩვენი განსასჯელი. სადაც არის განსასჯელი იქ განისჯება.

ვაჟა2010-11-12 18:38:27
ერეკლეს ტახტზე გვიზის ხეჩუა,
ქართლი გვეცლება თვალს და ხელსშუა!

შავლეგო2010-11-12 18:48:54
მე არ ვიცი გარეწარია თუ არა ის (როგორც ზოგიერთმა ამად მოიხსენია), მაგრამ მართალს კი წერს.

ლევანი2010-11-12 19:02:22
"პოეტი მეფე
დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია
სად ცეცხლოვანი სდგას ანგელოსი"


...ვამბობთ და არ კი ვდგებით.

ნანა გურული2010-11-12 19:04:37
რატომ აგეწვათ პოჭი? :))), ძლიერ რომ გიყვართ გოჭი?

ტორი2010-11-12 19:07:01
ადამიანმა გამოთქვა თავისი აზრი რაა აქ ასეთი გაუგებარი,რო წაესიეთ ტურებივით.
მიშას მონები ხართ ყველა,უბრალოდ მართალი სიტყვის გეშინიათ.
წინ კომუნიზმისაკენ,გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას მიშას ხელმძღვანელობით.
ვაშა,ვაშა,ვაშააააააააააა.

2010-11-12 19:10:34
"ვერ დაიჩირავს სიკვდილსა,გზა ვიწრო
ვერცა კლდოვანი,მისგან ყოველი გასწორდეს
სუსტი და დძალგულოვანი,ბოლოს შეყარნეს მიწანმან
ერთგან მოპყმე და მხცოვანი,სჯობს სიცოცხლესა
ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი."
ჩვენი ერის დიდი ნაწილი თუ ასე არ იფიქრებს და მხოლოდ იუდას 30 ვერცხლად გაიყიდებიან თავი

OMEXI2010-11-12 19:18:04
თავისი თავის და ოჯახის კეთილდღეობაზე იფიქრებენ,სხვისი ჭირი ღობის ჩხირი იქნება და მონაებად გადაიგცევიან,მატლივიდ მიწაზე ხოხვას დაიწყებენ,აუცილებლად მატლს ვიღაცა ფეხს დააბიჯებს და გასრისავს.

იური ბურკაძე2010-11-12 19:19:54
იური ბურკაძე

ბატონო ირაკლი! ბუშის სახელობის ქუჩის სახელის გადარქმევას მე
პირადად მივესალმები!!! არ მივესალმები თვენ გულმავიწყობას თუ
შეგნებულად გვერდის ავლას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის
განმახორციელებელ დიდ ადამიანებს შორის მოიხსენიეთ მხოლოდ მერაბ
კოსტავა! ე.წ. დღევანდელი ხელისუფლებაც შეგნებულად უკეთებს
იგნორირებას ზვიად გამსახურდიას განუზომელ როლს საქართველოს
დამოუიკიდებლობის აღდგენაში! მე გეკითხებით თქვენ ამ ეგრეთ წოდე-
ბულების თანამოაზრე ბრძანდებით თუ შემთხვევით გამოგრჩათ ზვიადის
მოხსენიება მერაბის გვერდით. ალბათ კითხულობთ კომენტარებს და აეცით ამ კითხვას პასუხი!

მრგვ2010-11-12 19:22:39
ეს კაცი ნარცისიზმითაა შეპყრობილი... ცოდოა... თავი ხან პოეტი გონია, ხან ჟურნალისტი, ხან პოლიტიკოსი და შიგადაშიგ წაიფილოსოფოსებს კიდეც...

მიშაზე ნაკლებად რომ არააქ დაცურებული ხომ ნაღდია...

"ჩემი სიტყვა სასამართლოზე წარმოთქმული-ო" გამომივიდა სოკრატე!:))))))))

მე ბრიყვების არსებობა იმდენან არ მიკვირს რამდენადაც მათი მომხრეთა არსებობა.

პენელოპე2010-11-12 19:25:21
ირაკლი, თქვენი ელ. ფოსტის მისამართი მომეცით თუ შეიძლება.

2010-11-12 19:30:42
სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,
სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,
სადაც გულწრფელობა უფრო იაფია
ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები,
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.

სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,
სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
ქარმა ფოთლებივით აურ–დაურია
ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები.

გიორგი2010-11-12 20:01:23
ტორს:

რა არის სიმართლე? ამ გარეწარი უცხოტომელის (საქარტველოს მოქალაქეობაზე საკუთარი ნებით თქვა უარი ამ ნაძირალამ) მირ დაზიანებული (საღებავმისხმული) ბანერი მე და საქარტველოს სხვა მოქალაქეებმა (ვინც, ვიმეორებ, ამ ნაბიჭვრისგან განსხვავებით, საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობაზე უარის თქმას არაფრის ფასად არ ვაპირებთ) რატომ უნდა დავაფინანსოთ საკუთრი გადასახადებიდან? და საერთოდ, ვიღაც ამერიკელ მოქალაქეს ვინ ჰკითხავს, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქში რომელ ქუჩას რა სახელი ერქმევა?

!?2010-11-12 21:02:04
ვინ დამიბედა გზები პოეტის,
ვინ გამამზადა საბედისწეროდ!
ნუთუ ამქვეყნად მისთვის მოვედი,
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო!

გიორგი ბუში2010-11-12 21:37:04
ირაკლი კაკაბაძე ვინ არის რო ასე ნერვიულობთ :-)))

ზურა2010-11-12 22:14:58
არც არავინ

ნურო2010-11-12 22:29:43
კარგია ამერიკის მოქალაქეობა?

ნანა2010-11-12 23:23:13
ირაკლი საინტერესო ადამიანია უდავოდ,ფაქტია,მერე -მოაზროვნე და ახალი,ქვეყნისათვის სასიკეთო იდეებით მდიდარი ადამიანი,ქალებს ხიბლავთ ასეთი პიროვნებები...

ურუმბეგი2010-11-12 23:40:21
ბატონო იური ბურკაძე
ირაკლი კაკაბაძეს არაფერი არასოდეს არ გამორჩენია
იგი ყველაფერს შეგნებულად აკეთებს რადგანაც მისი კრედოა ეროვნულის იგნორირება.(თუნდაც ის რომ ბუშის ქუჩას ვიღაც ამერიკელი პოეტის სახელი დაერქმიათ და არა რომელიმე ქართველი პოეტის მისი იდეა იყო)
რაც შეეხება ბატონ ზვიად გამსახურდიას დიდ ადამიანებში არ მოხსენიაბას, ეს მისთვია არა ახალია, ეს ძველია ეგ ირაკლი კაკაბაძეც იმ სამჭედლოში არის ნაჭედი რომელსად შევარდნისეულ იოსელიანისეული ქურა ქვია.
ასერომ ნუ გაგიკვირდებათ მისი ასეთი ქმედებები, იგი ცოტათი სჯობია დღევანდელ მთავრობას და მის მონებს, იგი ერთ ხაზზეა ვაი ოპოზიციონერების გვერდით რომლებიც იგივე სენით არიან შეპყრობილები რა სენითაც ირაკლი კაკაბაძე, ამ სენს შური და ბოღმა ჰქვია.

2010-11-12 23:40:45
ქალებს რაც ხიბლავს ძნელია დაწერო თუ ოდნავ ნამუსი გაგაჩნია

ურუმბეგი2010-11-13 00:10:17
... უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ საცნაურია კაცობრიობის მანამდე არნახული დიფერენციაცია. რაც უფრო ვუახლოვდებით საუკუნის დასასრულს, მით უფრო იკვეთება საშინელი დილემა რომელიც დგას დღევანდელი საზოგადოების თუ პიროვნების წინაშე.
... დგას სილემა საზოგადოებრივ ცხოვრებაში,ერთის მხრივ მოქალაქეობრივი თავგანწირვა, ნიადაგ სინდისის კარნახით მოქმედება, სულიერი იდეალის პირველ პლანზე დაყენაბა ხოლო მეორეს მხრივ, ფილისტერული, თვითკმაყოფილი ფსევდოპრაგმატიზმი, სინდისის ხმის სისტემატური ჩახშობა საკუთარ სულში, თვალის დახუჭვა ყოველგვარ უმსგავსობაზე, რომელსაც სჩადიან სახელმწიფოებრივი წყობა თუ ცალკეული პიროვნებები
... მე-20 საუკუნის კაცობრიობის მასის ტოტალური გადაგვარებადა განურჩევვლობა ერთი მხარეა სასწორისა, რომელსაც უპირისპირდება მაღალი მორალური შეგნება დღევანდელი კაცობრიობის რჩეულთა.

2010-11-13 00:18:16
ტოტალიტარულ სახელმწიფოებში სამართლიანობისათვის მებრძოლნი, თუნდაც დიდი ცდომილებებითა და გზააბნეულობით რომ გამოირჩევიან, მაინც მიედრებიან იმ რჩეულებს, უკუთუ მათი ბრძოლა და მარტვილობა გულწრფელია და ქვენა მიზნების კიდეთაგან მდგარი.
... ჩვენ შევახსენებთ მკითხველს, თუ რაოდენ ვიწროა გზა ხსნისა და რაოდენფართოა გზა წარწყმედისა და გადაგვარებისა.
... სულით ძლიერთა მცირერიცხოვნობა ხელზე აქვთ დახვეული ჭეშმარიტებისა და სიკეთის მარადიულმტრებს, რომელნიც ნიადაგ გაჰყვირიან "შეხეთ ამ ერთი მუჭა გროვას, გზააბნეული და ხალხს მოწყვეტილი ადამიანებისას! ნუთუ ისინი გამოხატავენ მრავალმილიონიანი მასების ნებას? ხალხისა, რომელმაც არც კი უწყის მათი არსებობა, მათი ფიქრები და მიზანზრახვანი?".

2010-11-13 00:26:05
ჭეშმარიტი ადამიანები თითებზე დასათვლელნი დარჩნენ.

2010-11-13 00:27:52
დიახ,დიახ, მეგობრებო, ბნელეთის მოციქულთა მრავალრიცხოვანო ლეგიონებო, ისტორიაში მუდამ მეორენი იყვნენ სიკეთისა ჭეშმარიტებისათვის თავდადებულნი, მაგრამ მათი სულიერი ძალა და შემართება მარად სძლევდა მრავალრიცხოვნების წყვდიადს! დიახ მარად ასე იყო: ჭეშმარიტების მშვენება და სიდიადე იმის როლი განისაზღვრებოდა თუ იმთავითვე რამდენად მრავალნი იგებდნენ და აფასებდნენ მას! მაგრამ განგების კეთილინება,ისტორიის საჭეს სწორედ ამ მცირერიცხოვანთა გეზს უქვემდებარებდა და არა ქაოსის უზომობას და უსახობას.
... დიახ, ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისაკენ რომ აირჩიოს პირველი გზა, გზა ღმერთკაცობისა, მაღალი სულიერი იდეალის სამსახურისა, გზა საღვთო ქალაქის მოქალაქეობისა, სადაც უნდა გამეფდეს სიყვარული, ჭეშმარიტება და სამართლიანობა.

2010-11-13 00:37:59
... მაგრამ კაცობრიობა გზას ააცდინეს მტრულმა ძალებმა, მცდარმა მსოფლმხედველობებმა, დემაგოგიურმა სოციალურ-პოლიტიკურმა მიმდინარეობებმა,ნაცვლად ამ იდეალისა მას დაუსახეს იდეალი მსოფლიური კეთილდღეობისა პრაქტიკული სარგებლიანობისა.
... დღევანდელი ადამიანისათვის მთავარია რომ მან შეიგნოს დიდების არსი, დიდებისა, რომელიც თავად განგებამ წამოუყენა დღეს პიროვნებებსა და ერებს: ან თვითდათმობა იდეალისათვის, საწუთროკეთილდღეობისა და კომფორტის არად ჩაგდება, მსხვერპლი და თავგანწირვა ჭეშმარიტებისათვის, მოქალაქეობრივი თავდადება
ან მიყოლა ცხოვრების დინებისა,განდგომა ყოველგვარი სულიერი იდეალებისაგან და ადათისა და დეგრადაციის გზაზე დადგომა.
...პირველი გამოიწვევს კაცობრიობის სპიროიტალურ და სოციალურ აღორძინებას,
... მეორე კი - ტოტალურ დეჰუმანიზაციას და ქაოსს, რისი აშკარა ნიშნების წინაშე უკვე ვდგავართ დღეს.

ზვიად გამსახურდია.

2010-11-13 01:38:11
კაცობრიობა გზას არ ააცდინეს, ის თავის გზით მიდის, თუ არ იქნება ბნელი ვერასოდეს ვერ გაიგებ რა არის ნათელი, ამას მე ვამბობ ........!

2010-11-13 02:08:29
ყუფარაძემ დარეკაა??

2010-11-13 02:12:39
მე ვარ ნაწილი იმ დიდი ძალის
ვისაც რომ მარად, ბოროტი სურს
და.. სიკეთეს სჩადის

BREF2010-11-13 03:30:59
სინდისი- ღმერთის ნაწილია ადამიანში, გაგიმართლა თუ მასთან ერთად დაიბადე ე.ი შენი წინაპრები ღირსეულად გაისარჯნენ მისი მემკვიდრეობით გადმოცემაზე. სამწუხაროდ სინდისს ვერ შეიძენ ,ის ან გაქვს ან არა.

2010-11-13 03:36:22
მესიზმრა, ჩემი დაღლილი გული,
უდაბნოებში დაჰქონდათ ლომებს,
და გამახსენდა ის გაზაფხული,
რომელიც ვეღარ გამოვიგლოვე..

უიტმენი2010-11-13 10:00:14
გეთანხმები ირაკლი ნაწილობრივ, მაგრამ ამერიკიდან რომ საუბრობ სამარტლიანობაზე, პოეზიაზე და საქართველოზე, ცოტნე გაიხსენე დადიანი...

ბაკურ სვანიძე2010-11-13 10:09:05
ჰოოო:) მაგ "პოეტებს" მაგარაი ლექსები აქვთ დაწერილი:))))) რა ცუდია ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც "ძაღლებს" "მამაძაღლები" ებრძვიან:)))))))))))))) ვაი თქვენს... კი არა, უფრო სწორტად ვაი ჩვენს პატრონს უბედურს! "პოეზიაც" გაიდეს უკვე ლაჯებში და დაჯირითობენ:)


სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,
სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,
სადაც გულწრფელობა უფრო იაფია
ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები,
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.

სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,
სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
ქარმა ფოთლებივით აურ–დაურია
ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები.

ამის დამპოსტველო, ეს ლექსი მეცნო და... ნიკაა ეს, ჩერქეზიშვილი, თუ მეშლება????

2010-11-13 12:29:04
.

2010-11-13 12:33:20
ვერვინ გაისახმარისებს პოეზიას, რადგან - მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი
უკან მომჩხავის ავბედითად შავი ყორანი

ნანა2010-11-13 12:45:56
უპასუხოდ ვტოვებ ვიღაც ვიგინდარას ფრაზას ჩემი მისამართით;გამსახურდიას პერიფრაზირება კი ნამდვილად დროული იყო.

გიორგი2010-11-13 12:46:53
საერთოდ უადგილოა დისკუსია ადამიანის "პატრიოტულ" ნაბოდვარზე, რომელმაც საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობა საკუთრი ნებით და ინიციატივით, ყოველგვარი იძულებისა და თვითგადარჩენის აუცილებლობის გარეშე, დათმო; სხვა კონტინენტზე თბილად მოკალათდა და დროდადრო გვეწვევა ხოლმე პროვინციულ ყოფილ სამშობლოში განგებ ექსტრავაგანტული იდეებით და ვითომ პოეტურ-გიჟური გამოხტომებით. არც პოეტად უქნია ღმერთს (მოხიბლულ ქალბატონებს იქნებ ერთი ლექსი მაინც ახსოვთ მის კალამს მოწყვეტილი?), არც დისიდენტად და არც პატრიოტად. სინამდვილეში, ერთი არაჩვეულებრივი გარეწარია, გარემოებების მიხედვით, ხან ნაციონალისტი და ხანაც კოსმოპოლიტი, ხან ჰომოსექსუალების უფლებათა დამცველი და ხან ჰომოფობი, ხან საქართველოსთვის გულდამწვარი პატრიოტი და ხან ბაგაფშის მართლა ფაშისტური, ადამიანის ეთნიკური ნიშნით მოძულე და ამავე ნიშნით მკვლელი რეჟიმის ქომაგი, ხან ულტრამემარცხენე და ხან ორთოდოქსი მართლმადიდებელი. გააჩნია, კონკრეტულ ვითრებაში, რომელი ნიღაბია მისთვის მომგებიანი. აღარაფერს ვამბობ ელემენტარულ უსამართლობაზე: რატომ უნდა გადავიხადოთ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა იმ დაზიანებული ბანერის აღდგენის ხარჯები, რომელიც თბილისში რამდენიმე დღით ჩამოთრეულმა ამერიკელმა მოქალაქემ დააზიანა? რა, ვაშინგტონში ასეთი პოეტური აქტის ჩამდენ ჩვენს თანამოქალაქეს არ დასჯიდნენ ამერიკელები?

მზია2010-11-13 13:28:21
თქვენ გენატრებათ პარტერი, ლოჟა,
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი,
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს!!!
გალაკტიონი

ანა2010-11-13 13:51:29
კომენტრი არ ემატება. რატომ?

Georgia2010-11-13 15:32:20
კარგი დრო გავაო,
პოეზიის უღრანში სანამ
გათენდებაო,
ქალბატონმა სთქვა
ერთხელ
ანამ...

ნანა2010-11-13 17:16:17
გიორგის
როგორც ჩანს მე აქამდე კარგად არ მცნობია ეგ ადამიანი,ან რაგაცეები გამომრჩა,ბევრი რამ ახლა პირველად თქვენგან გავიგე მის შესახებ,მადლობთ რომ ასე კორექტულად და გასაგებად წერთ.

2010-11-13 17:49:36
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე,
მე მაგისდასთან ვზივარ ძვირფასო და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე..”
ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკავებზე, თავშიტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.
არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ ალბათ ათასი წელი, ათასი წალი იქნება ცოტა ან იქნებ ძალიან ბევრი, მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ცისფერი თვალების ფერი.
ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ძალიან ადრე, როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.
იმდენად ახლოს მოვედი შენთან რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი მე რომ არ გითხრა როგორ ვრცელდება თბილისსში ჭორი..
გახსოვს? -ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა, ქუჩაში იყო იმდენი ხალხი მეჩვენებოდა რომ იმ საღამოს გარბოდა სადღაც დამრთხალი ქუჩა.
გახსოვს? -ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა. შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე, გადაიღალე და გამექეცი, მე კი სულ შენთან ვიქნები, ალბათ..
შენ გიხაროდა შენი არსება, შენ ის გეგონა შენი ერთგული ვინც მოგიტანდა სიყვარულს მარტში.. კი! ზღვა ამაყობს თავის ხმაურით, მაგრამ იცოდე ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება.
ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ სხივით გმოსავდნენ და მაღონებდა ძალიან ხშირად რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთან მოსვლამდე.. რატომ გეგონა რომ მე სათქმელი დავაგვიანე? შენ ვერ მიმიხვდი, ჩემი სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე ქცეული ვიყავი კითხვად.
მე სიყვარული ვიცი რაც არის, ძალიან კარგად ვიცი რაც არის, მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას მოვალ და უცებ ყველაფერს გეტყვი!
არა! არ არის ის სიყვარული რასაც საერთოდ მას უწოდებენ, ის არის ბევრად იმაზე მეტი.
მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მეორე მდინარეს ეძებს, რომ შუერტდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება მთ

2010-11-13 17:51:46
ელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჟავს და გათრობს.

ძალიან დიდი ამქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი, დღეს ჩემი აწმყო არის წარსული რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც, უჩემოდ მიდის.. მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები, დღეს ჩვენი გზები ისე გაიყო ვით ნატახთართან იყოფა გზები.

მე კარგად ვიცი, ვიცი და ვხვდები რომ შენ აღარსად არ მელოდები, ალბათ ეს არის იმის მიზეზი რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები, განმეორდება ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.

შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლაც შენ ჩემთვის არა გცალია, გთხოვ მაპატიო რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან…

ალბათ ჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილოს მხოლოდ გარედან და გულგრილობა შენი თუ სხვისი ავი ძაღლივით გებას კარებთან, ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს და დასახევი გზა გქონდეს უკან, ანდა ზემოდან სჭვრეტდე ყველაფერს ვით მაგიდაზე გადაშლილ რუკას.

სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ გარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან! მაგრამ პირველად როცა შევედი მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ, მე არც დღესა მაქვს ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში.

გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცა მუხას დაეცა მეხი, შეშინებული გამოვიქეცი და მე რომ უნდა მომეძღვნა შენთვის ალბათ იმ ყვავილს დავადქი ფეხი..

მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სულ ყველა კვალი, მინდა გავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ ნეტავ რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის ქალი?

პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის! ალბათ არსებობს ისეთი რაღაც საკუთარ თავსაც ვერაფრით ეტყვი. ყველა პასუხი ბოლოს და ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს კითხვად.. მე დავიღალე ამდენი ძებნით და ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა. ასეა თურმე, თუ რამ გაწუხებს როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე ძვირფასს მისწერო..

არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება საბესიწეროდ!

არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შემთხვევებს და იმ შეცდომებს. მე ისევ მინდა ჩემთან იყო და შენ ჩემი ისევ ისე გესმოდეს, მაგრამ მე ვიცი ჩემო ძვირფასო რომ ეს

2010-11-13 17:53:39
არსდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროს და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ქვია სანამ მიწაზე დაეცემოდეს.

არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა ალბათ არაფერ დარდობ, მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი კარგო, უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო…

მე შენს შესახებ მეტი ვიცი ჩემო ძვირფასო ვიდრე შენ იცი საკუთარ თავზე, მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ, სულაც არ მინდა ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენი ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო. მაგრამ არ გკითხავ, რა საჭაიროა? შენი პასუხი ზეპირად ვიცი, მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერე ბავშურად დაიწყებ სიცილს.

დღემდე რაღაცის იმედი მქონდა, დღეს კი სულ ყველა იმედი გაქრა და ეს წარსული სულ სხვა ცხოვრების დასაწყისია…

შენ შეიცვალე..

მეც შევიცვალე..

სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ასეა…

ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი, მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდეს დაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე, სამდმე, ისე გამათბოს და მომეფეროს არც დამიკარგავს არასდროს თითქოს… მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი "იყო და არა იყო რას” მსგავსი და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი აღარ ვარ ეხლა და მე ბავშვობის ასაკსაც გავცდი.

ძალიან ბევრი საქმე გაგიჩნდა და მეგობრებიც გაგიჩნდა ბევრი, მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ და თუმცა ახლა იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცოხვრობ, მე ვხდები უკვე ძალიან კარგად, მე შენ არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ და მხოლოდ!

შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სულ ყველა საზღვარს, ხელში აიღებ მზეის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისრეს, უნდა მოისხა შენ ანგელოზის მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.

ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ეხლა რა უნდა გთხოვო, შენ მაშინ იყავ უფრო ძვირფასი როცა ძალიან იყავი შორი და ოცნებაში მხ

ბბბ2010-11-13 17:55:10
აქ მოცლილების კრებაა :)))

გივი სად არის? :)

2010-11-13 17:55:25
ოლოდ… მარტო ვარ შუა ოკეანეში, სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი, მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ცხოვრებაში რომ აღარ ვიქნები და დაგივიწყებ როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.

ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა(მანძილით როდი განიზომება ან სიშორე და ან სიახლოვე), ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე. რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამიტ, გზას გადამიჭრის ბებერი კატა ყველა კატაზე დიდი და შავი და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე ვერ ვიპოვი სასურველ ფერებს… ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მე კოცნაში დაგახრჩობ მერე!

მე დავირალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვერარ ვერევი საკუთარ ფიქრებს.. ხვალ შეიცვლება სულ ყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება.. თუმცა რა ვიცი? ხვალ არაფერიც არ მოხდეს იქნებ! მე დავიღალე, დრო არის ძილის, ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ დაივიწყოს მთელი დღის დაღლა… იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, მაგრამ მე ვიცი რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ, ალბათ…

უკვე თენდება, ღამე ტყვესავით ნებდება დილას, წვიმის წვეთები როგორც ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მიწას. მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობდა ძალიან მიჭირს… გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე, სულ პატარა ჩამოჯდა ჩიტი.

მე მენატრები როგორც ბავშვობა(მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი), თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი, იქნება ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს? უეჭველი კი ის არის მხოლოდ რომ ყველაფერი არის საეჭვო!

დღემდე ამის თქმას ვერ ვახეხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა: "ვისაც ეძებდი ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ ის მე ვინც მსურდა”

შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვის ხომ მუდამ სულერთი იყო სულ ყველა სიტყვა ჩემი თუ სხვისი.. შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი, მე შენს ხსოვნაში ისე გავქრები ვით ღია ზღვაში ქრება პორტიდან გასული გემი.

შენ არ გეგონოს რაიმეს გთხოვდე ან გამომქონდეს მე განაჩენი, არც სიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება, არც ახსარება, მე არაფერი არ მინდა შენი.

ვერ ამიხსნია ეს გა

2010-11-13 17:56:52
ორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარა ორი არსება, ორივე ჩემგან თავისას ითხოვს. ორი არსება ჩამჯდარა ჩემში, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივით ტკბილ მწარე ღვინოს ორივე თავის დოქიდან მისხამს.

შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრმა მე მაინც მოგწერე იგი, მე არაფერი არ მეგულება შენი უძირო თვალების იქით.. მგონი ვიღაცამ ჩართო რადიო, ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი, იქნებ წერილი არც ღირს იმდენად მაგრამ გთხოვ მაინც გახსენი იგი.. მე არაფერი არ მელოდება მაგ მშვენიერი თვალების იქით…

ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაც არაფერს გეტყოდი მაგრამ მგონი სიმთვრალე მელაპარაკებს.

მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოს თუნდაც სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც.

შენ არ გეგონოს ჩემი წერილი ან კურთხევა და ან ანათემა, არც თავს ვიმართლებ! მხოლოდ მტყუანი მოჰყვება ხოლმე თავის მართლებას!

დღეს გავიხსენე სულ ყველაფერი რაც მეგონა რომ აღარ მახსოვდა, რაც მაცინებდა, რაც მაღონებდა, რაც მჭირდებოდა და რაც მათრობდა…

მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს, ასე მთვარდება ყველა წერილი და ეს წერილიც დამთავრდეს ასე.

მე ველი პასუხს, მე ველი პასუხს, რადგან სხვას უკვე არაფერს ველი, თვითონ არ ვიცი ჩემი წერილი რად გამოვიდა ასეთი გრძელი…

2010-11-13 18:05:28
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია...
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი...
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ "ბებერი ალაზანში კიდია"...
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები...
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა...

Bref2010-11-13 18:24:43
მაგ ქალაქს ბაბილონი ჰქვია, რომელიც ცეცხლისა და ნგრევისთვისაა განწირული....

ნანა2010-11-13 18:49:52
მშვენიერი იყო,თითქოს სხვა დროში აღმოვჩნდით...

2010-11-13 19:36:54
გივი, ჩვენ ვართ გივი.. გივი..

2010-11-13 20:21:50
გივი შვებულებაშია ბატონო

ბბბ2010-11-13 20:34:43
მიწისქვეშა თუ მიწისზედა :)))

2010-11-13 21:41:01
მიწისქვეშა მივლინების ფურცლები ვერ ვიშოვეთ და მიწისზედა ბლანკებით მიწისქვეშა მივლინებაში გაუშვით ბატონო

ბბბ2010-11-13 22:04:56
ეს კაცი პოეტია თუ მარკშეიდერი :)))

2010-11-13 22:30:34
პოეტებად მხოლოდ მაშინ იბადებიან,
როს მიხვდებიან, რომ ცხოვრება მათი,
იმ ბოთლსა ჰგავს, დაღუპვის ჟამს
მეზღვაურმა წერილით
რომ ისროლა
ზღვაში

..და ზღვა დროისა
მღელვარე და ასე თავნება
ამ ბოთლს
ნაპირზე გაიტანს როსმე..

..ან თუ გაიტანს
წამკითხავი
ნახვს მას
ვინმე???

2010-11-13 22:31:55
ყუფარაძემ დარეკაა???

მაზვი2010-11-14 01:28:21
ირაკლი, კეთილი კაცი და გულანთებული ქართველია.
თქვენ გეტყობათ ფულს ვერ შოულობთ და მაგიტომაც ხართ ასეთი აგრესიულები.

ლადო2010-11-14 02:35:14
მაზვი-ჯიგარი ხარ-გეთანხმები.რა დაესიენ ტურებივით
აქედან ნაცები და იგიდან ზვიადისტები-ისე კი მაგრათ გვანან ერთმანეთს-ოღონდ კი ვიღაცას ტალახი მიაყარონ და იჭორაონ და კმაყოფილები არიან-ერთი დღეც კიდევ გადააგორეს.
გიორგი-ამხელა ამბავს რუსთავი-2,3, და 4 ერთად ვერ მოიგონებდა და ვინ იცის,ხვალ-ზეგ გამოკრა იმათ თანამშრომლობას კბილი,თუ უკვე არა ხარ,რა თქმა უნდა.

2010-11-14 02:36:46
გულანთებული ქართველი ნაგავშიმოსროლილი ქართული პასპორტით და ბაგაფშისადმი მიძღვნილი ქება-დიდებით. მოგი---ნთ ეგეთი ქართველობა!

2010-11-14 03:31:19
მერედა რა არის ამ სიტყვედში ტყუილი?

Abkhaz deserve as much independence as Georgians or Russians

.2010-11-14 03:38:18
ქება-დიდებას რაც შეეხება კიდევ, (თუ საქებია კაცი) სჯობს მტერი აქო ვდრე აგინო მოყვარესა..

ლადო2010-11-14 11:08:31
გიორგის-რა არის იცი,ერთს მიაჩნია,რომ ამ ქვეყნის სიყვარული არსებულ რეჟიმთან ბრძოლაა,რომელიც სულ უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება,მეორეს კი გონია,რომ ეს
პატრიოტთა ბანაკები და ბუჩქები,წაგებულ მატჩებამდე და ომებამდე,ან მათ მერე დროშების ქნევა,მათი მოგებულად გასაღება და დავით კირკიტაძის დასაცავად მგზნებარე სტატიების წერაა.რას იზავ-ხალხი ჭრელია.ირაკლი კაკაბაძემ თავისი სისულელით აბხაზებზე რაღაცა ჩვენთვის მიუღებელი თქვა-მტერია,არსებულმა ხელისუფლებამ ქვეყნის 20 პროცენტი იგივე აბხაზებს და ოსებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიაბარა და ის მაინც კარგია?მაოცებთ პირდაპირ.თუ იმ პრიციპით ცხოვრობთ:"ჩემი შენ გითხარიო,გული მოგიკალიო"? ეტყობა თქვენნაერებს გულისხმობდა სამუელ ჯონსონი,როცა ამბობდა,რომ "პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარიაო".
სიტყვა "ნაძირალისთვის " ბოდიშს გიხდით,არც გაკადრებდით,არ გიცნობთ და რა უფლება მაქვს,თანაც დარწმუნებული ვარ რომ კარგი ადამიანი ბრძანდებით,მაგრამ ცდილობთ,რომ წასულ მატარებელს შეახტეთ და როგორმე დაიმსახუროთ ერთი ჯიპი და მისი დასაყენებელი ადგილი ტროტუარზე -რა არის ამაში განა ასეთი ცუდი,თუ არ ჩავთვლით იმას,რომ ეს,სულ ცოტა კომფორმიზმია.უბრალოდ მე სხვა თარგმანი ვერ ვნახე,ორიგინალში კი ესეა"patriotism is the last refuge of a scoundrel"-ინგლისური ალბათ ისწავლეთ მიშასა და შაშკინ-პუშკინთან ერთად.
და საერთოდ,მე მგონი აქ კონცებციებს ვაკრიტიკებთ ერთმანეთისას და არა პირადულ შეურაცყოფებს ვაყენებთ ერთმანეთს-ყოველ შემთხვევაში მე ესე მგონია.
P.S.ჩემს შესახებ დავამატებდი,რომ სულაც არა ვარ კაცთმოძულე და გიყურებთ როგორც ცუდი პოლიტიკოსების მიერ შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს,თუ რა თქმა უნდა,თვითონ ამ პოლიტელიტას არ განეკუთვნებით და კიდევ ერთი-პასპორტის შესახებ ამხელა ტირადის დაწერას ბარემ მაიაკოვსკის ლექსის,"პასპორტის" ციტირება მოგეხდინათ-ზუსტად ჯდება თქვენს საბჭოურ მენტალიტეტში.თუმცა თავისთავად პასპორტი მხოლოდ საბუთია და მეტი არაფერი და თუ მიუდგებით როგორც სიმბოლოს,მე მგონი აქ უფრრო ისაა მნიშვნელოვანი,რა ქვეყანას აშენებს ის ხელისუფლება,რომლის სიმბოლოც არის ეს პასპორტი-ეტყობა ბატ.ირაკლი თვლის რომ ცუდს.ეს შეეხება მხოლოდ ხელისუფლებას და არა ქვეყა

გიორგი2010-11-14 11:40:56
ლადოს:

ვწუხვარ, მაგრამ მსგავსი სისულელე არასდროს მომისმენია. თურმე პასპორტი უბრალო ქაღალდია და არანაირი მნიშვნელობის და ღირებულების მატარებელი. რომელიმე ქვეყანაში დაბადება და ამ ქვეყნის დომინანტი ეთნიკური ჯგუფისადმი კუთვნილება არის სრული შემთხვევითობა და მისით საერთოდ არაფერი გამოიხატება. სამშობლოს, ამ თვალსაზრისით, ვერავინ ირჩევს. არჩევანის გაკეთების საშუალება სწორედ ამ სამშობლოს მოქალაქეობისადმი დამოკიდებულებაა. კაკაბაძემ იმ ნაწილშითქვა უარი ქართველობაზე, სადაც შეეძლო: მისი მოქალაქეობა მოიშორა და მოქალაქეობასთან ერთად სამშობლოსადმი სამოქალაქო-სამხედრო პასუხისმგებლობაც და მის სრულ სამსახურში ყოფნის შანსიც. მე ვთვლი, რომ ამის გამო ის დასასჯელია ან თუნდაც გამორჩეულად დასაგმობი. უბრალოდ, ასეთი გადაწყვეტილების და ასეთი დეკლარირებული მოსაზრებების გამო, მიმაჩნია, რომ პატრიოტიზმის და გულანთებული ქართველობის დაბრალება უსამართლოა. ადამიანი, თუნდაც ქართულპასპორტიანი და მითუმეტეს ამ პასპორტის გადამგდები, რომელიც ბაგაფშს რეგიონში ყველაზე გამოჩენილ დემილიტარისტად ხატავს, რომელსაც მხოლოდ სააკაშვილი უშლის ხელს თავისი ზეჰუმანისტური იდეების განხორციელებაში და ქადაგებს, რომ ეთნიკური წმენდის ჩამდენი აფხაზები იმდენივე დამოუკიდებლობას იმსახურებენ, რამდენსაც ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ქართველები, რა პარამეტრითიმსახურბს გულანთებული ქართველის ეპითეტს?

გიორგი2010-11-14 11:57:04
ლადოს:
სიტყვა პატრიოტს არ ვახსენებ, ნაძირლობის სინონიმი ყოფილა. თუმცა კი არ ვიზიარებ: ნებისმიერი, თუნდაც საუკეთესო იდეის უკან შეიძლება და ხდება ნაძირლების კონცენტრაცია. თითქოს სიყვარულის სახელით ნაკლები ბოროტება ჩდენილიყოს ქვეყანაზე და მის სახელს არც ერთი ნაძირალა ამოფარებოდეს. ასე რომ, კლასიკოსის ეს ფრაზა, სხვათაშორის კონტექსტიდან ამოღებული, ვერ მაფიქრებინებს, რომ ყველა პატრიოტი ნაძირალაა. თქვენ თქვენი არჩევანი გაგიკეთებიათ და თქვენი გზა აგირჩევიათ.
პოეტ კაკაბაძეს რომ მივუბრუნდე და თემა დავასრულო: მისი გარეწრობა სულ არ გამოიხატება ბაგაფშის მიმართ ამ აღტკინებული დამოკიდებით. მანაც, თქვენსავით, თავისი გზა აირჩია. მაგრამ საკმარისია რომელიმე ქართულ მედიაში გამოაქვეყნოს სტატია (მაგალითად გაზეთ რეზონანსში, რომელსაც ასევე მოგართმევთ, ონლაინ ვერსია თუ არსებობს), სადაც უსინდისოდ ჩამოარაკრაკებს, რომ სააკაშვილის რეჟიმი ლეგალიზებას უკდთებს ჰომოსექსუალთ ქორწინებას, რომ ასე ამოწყვოტოს ქართველი ერი; რომ საქართველოს უკანასკნელი იმედია ეკლესია და მისი როლის ზრდაა; რომ სააკაშვილი, ბაგაფში და კოკოითი ერთად უნდა გასამართლდნენ (ეს ის ბაგაფშია, რეგიონში ერთდერთ დემოკრატიულ და ანტიმილიტარისტ ლიდერად რომ გაგვაცნო) ჩადენილი დანაშაულებისთვის; რომ საქართველოში ქართული იდენტობა იდევნება და ხდება ქვეყნის ლიბერალურ საზოგადოებად გარდაქმნა და ა.შ. ცალკე აღებული ეს მოსაზრებებიც არ არის ჩემთვის გარეწრული. მაგრამ ადამიანი, რომელსაც შეუძლია იყოს ამ ორივე ტიპის მოსაზრებების ავტორი, იმის მიხედვით, ქართველებისთვის განკუთვნილ ქართულენოვან მედიაში აქვეყნებს თავის წერილს თუ დასავლეთისთვის განკუთვნილ ინგლისურენოვან მედიაში, ჩმეი აზრით, სწორედ რომ უკანასკნელი გარეწარია.

გიორგი2010-11-14 12:11:29
ლადოს:

და ბოლოს. უკვე ვთქვი, რომ სრულიად მესმის სააკაშვილის მიმართ სიძულვილის პათოსი. თუმცა, მგონია, რომ პოლიტიკოსების მიმართ სიძულვილ-სიყვარულზე აწყობილი დამოკიდებულობა მხოლოდ საკუთარ უმწიფრობაზე მეტყველებს. ან იქნებ ესეც არჩევანი იყოს. მაგრამ ამ სიძულვილით შეპყრობილები, პოეტ კაკაბაძის დარად, სააკაშვილს და მის რეჟიმს კი არ ებრძვით, არამედ სააკაშვილის მიერ მართულ საქართველოს. ზუსტად ისე, როგორც კრემლი. თუ, კაკაბაძის მსგავსად, მეტყვით, რუსეთის აგრესია ბოლო წლების (ზოგადად ბოლო 227 წლის მანძილზე, მაგრამ აქ უკანასკნელი 6 წლით შემოვიფარგლოთ) განმავლობაში სააკაშვიკის წინააღმდეგაა მიმართული და არაფერს ერჩის საქართველოს. ესეც არჩევანია თუ გარდაუვალი დამთხვევა, თავად გადაწყვიტეთ. ხელისუფლების თუნდაც დადასტურებული შეცდომით ან დანაშაულით ყველა სხვის, განსაკუთრებით ამ ხელისუფლების და ამ ქვეყნის მტრის დანაშაულის სიქველედ გამოცხადება (იხილეთ კაკაბაძის წერილი ბაგაფშის შესახებ) სწორედ რომ გარეწრობაა. ნებით გაკეთებული არჩევანი გარეწრობის სასარგებლოდ.
პს ჯიპები, ტროტუარზე ავტოსადგომი და რუსთავი 2-ში მუშაობის დაწყება, ამ შემთხვევაში, უარგუმენტო კაცის პასუხებია და დასაკარგად ის დროც კმარა, რაც ამ მოსაზრებების კლავიატურაზე აკრეფას მოანდომეთ

გიორგი2010-11-14 12:17:51
უკაცრავად, ზემოთ წინადადებაში ერთი სიტყვა გამომრჩენია, რაც წინადადებას ჩფიქრებულის საპირისპირო შინაარსს აძლევს, ამიტომ, თქვენი ნებართვით, ჩავასწორებ: "მე არ (!!!) ვთვლი, რომ ამის გამო ის დასასჯელია ან თუნდაც გამორჩეულად დასაგმობი."

გიორგი2010-11-14 13:12:20
ლადოს:

პპს ირაკლის სისულელით მოუვიდაო ის, რაც აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე თქვაო... :)))) ჩაგეთვალათ! :))) ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ გამართლების ავტორი სხვას აბრალებს, ყველანაირი ხერხით ამართლებთ ვიღაცის (ამ შემთხვევაში, ხელისუფლების) სიტყვებს და ქმედებებსო. მიეჩვიეთ, ბატონებო, რომ არჩევანო მხოლოდ ორგვარია: 1. გააზრებულად იღებთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი აზროვნების სასარგებლოდ და ეგუებით იმ გარემოებას, რომ, დიდი ალბათობით, ვერასდროს გადაეყრებით ასი პროცენტით ტქვენსავით მოაზროვნე მეორე ადამიანს. შესაბამისად, ხშირად გაგიცრუებენ იმედებს კუმირები (და საერთოდ, ძირს კუმირები! :)) "ა ლა კაკაბაძე" გამომივიდა :))); 2. დამოუკიდებელი აზროვნება ნიღაბია (კაკაბბაძეს უყვარს, ძლიერ), სინამდვილეში კი ცდილობ, საკუთრი პრინციპების ხარჯზე, არ აცდე მეორე (იქნებ, მისაბაძი) ადამიანის მსჯელობას და უსუსური გამართლებებით (სისულელე მოუვიდაო) თან საკუთრი შინაგანი, მინიმალური დისკომფორტი ჩაახშო და თან სხვებს თვალებში ნაცარი მიაყარო, ესაო და კაი კაცია, უბრალოდ გიჟი და სულელიაო (კაკაბაძის გამამართლებლების საყვარელი და ერთადერთი არგუმენტი). მერწმუნეთ, პირველი არჩევანი იმდენად უკეთესია, რამდენადაც უფრო რთულია. შემოიფარგლეთ იმით, რომ კაკაბაძის პოეზია მოგწონთ, ან მისი პროვოკაციული პერფორმანსი, ან მისი მემარცხენე/მემარჯვენე სოციალური და პოლიტიკური იდეები (იმის მიხედვით, მის ქართულენოვან წერილებს კითხულობთ თუ ინგლისურენოვანს), ან ბაგაფშით აღფრთოვანება. ნუ ეცდებით, მისი ყველა იდეა მოირგოთ, გაითვისოთ, ახსნათ და გაამართლოთ. გარანტირებულად წამგებიანი გზაა :)))))) მაშ, რაო, რა ბრძანეთ "კომფორმიზმზე"? (უყვარს კაკაბაძესაც ეგ ისტყვა, მაგრამ ამაშიც ნუ მიბაძვთ, არასწორად გასწავლით: კო-ნ-ფორმიზმია მისი სახელი, კო-მ-ფორტთან ასოციაციების მიუხედავად. დაგიწუნეთ არა-შაშკინ-პუშკინური განათლება) :))))

ლადო2010-11-14 13:18:17
გიორგი-მოდი ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე-მიშას რომ ვწერთ,იგულისხმება არა პიროვნება,არამედ მის მიერ გატარებული კურსი.თუმცა არც ის მომწონს,ჩემი პრეზიდენტი ასობით ტელეკამერის(გინდაც უკამეროდ)წინ მის დასახმარებლად ჩამოსულ სტუმარს(ბ.კუშნერს)
ხელს რომ კრავს და გაიქცევა-როგორც მინიმუმ
მშიშრობაზე მეტყველებს.ერთ რამეში გეთანხმებით,არ შეიძლება პოლიტიკოსების სიძულვილი ან სიყვარული,სიყვარული შეიძლება უფლის,სამშობლოს,დედ-მამის,და-ძმის,ცოლ-შვილის და ა.შ.-უჩემოდაც კარგად იცით,მაგამ ჩვენ ხომ
სხვანაერად არ შეგვიძლია-ერთი სტალინს მისტირის,მეორე შევარდნაძეს,მესამე ზვიადს,მეოთხე მიშას ფანია და ჰგონია რომ მთელი საქართველო კი არა,მიშა მთელი მსოფლიოა.მეხუთეს შალიკოს დანახვაზე ემართება ორგაზმი.ეს რით აიხსნება მე არ ვიცი-მგონია უმეცრებით,მაგრამ რამდენი უაღრესად პატივსაცემი და განათლებული ადამიანი დღესაც ამშვენებს ზვიადისტთა რიგებს,ვინ დათვალის.მოკლედ,წარსულით ვცხოვრობთ და არა მომავალით.მიუხედავად ბევრი ცუდისა,მიშა ედიკასთან შედარებით მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია,მაგრამ მიუხედავად იმისა,რამდენი ხანი არ დათმობს თავის სავარძელს,უკვე გუშინდელი დღეა-თუ არა და ჩაატაროს წესიერი არჩევნები პოლოციისა და აქტივისტი ქალების გარეშე,რატომ ეშინია?სულ ველოდებოდი,როდის დადებდით გაცვეთილ პლასტინკას კრემლის აგენტების შესახებ.ძალიან გთხოვთ,არ გვინდა დელიდან ლონდონამდე გვირაბის თხრა-თუმცა მოსკოვზეც ალბათ ბევრი მუშაობს,მათ შორის არსებულ ხელისუფლებაში-რა მნიშვნელობა აქვს,რუსები ჩვენს ტერიტორიებს დაიპყრობენ თუ ეკონომიკას?უფლის ნებით ტერიტორიებს ადრე თუ გვიან დავიბრუნებთ,ჩვენი ხელით კი მიყიდული ეკონომიკისა კი რა გითხრად.თქვენ ლენინივით აზროვნებთ-ვინც ჩვენთან არ არის,ის ჩვენი მტერია-და მინიმალურ კრიტიკასაც ვერ იტანთ.როგორ გაბედეს კაკაბაძემ და მისმა მეგობრებმა უკაცური და დაუნი ბუშის გაკრიტიკება.ისე ნახეთ ამერიკელების გადაღებული ფილმი ბუშზე და თქვენით გამოიტანეთ დასკვნა.რაც შეეხება ტროტუარზე დაყენებულ ჯიპს,ეს უბრალოდ ამ ქალაქის სიმბოლოა და კიდევ ვიმეორებ,თქვენი კომფორმიზმის არგუმენტი,მეტი არაფერი.ჯიპის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,აგრამ იმის სწინააღმდეგო,რასაც აკეთებთ მის საყოლიებლად-კი.მე მესმის,რომ უნდა მოიპოვოდ თქვენ

ლადო2010-11-14 13:25:14
მე მესმის,რომ უნდა მოიპოვოდ თქვენი ადგილი მხის ქვეშ,მაგრამ არა ნებისმიერი გზით,თუნდაც ეს კაკაბაძის ლანძღვა გინება იყოს.მერწმუნეთ,რომ არც ვიცნოდ და არც მისი ლექსები არ წამიკითხია,მაგრამ ჩემში სიმპათიას იმსახურებს ადამიანი,რომელიც ცდილობს დიქტატურასთან ბრძოლასდა არ ეპუება მას.და საერთოდ,უაზრო დისკუსიაა-არც თქვენ შეიცვლით აზრს და არც მე.

გიორგი2010-11-14 13:50:11
რუსეთისთვის მიყიდული ეკონომიკა არ არის გაცვეთილი პლასტინკა? ამ ხელისუფლების უაპელიო კრიტიკოსებსაც და მომხრეებსაც (არც ერთ კატეგორიას არ მივეკუთვნები) ერთი საერთო თვისება გაქვთ: რა თემაზეც უნდა დაიწყოს კამათი, არგუმენტების წარმოდგენის პირველივე წრეზე დაზეპირებულ ტექსტებზე გადადიხართ (გაყიდული ეკონომიკა, დანგრეული ეკლესიები, წართმეული ქართველობა, რუსეთისთვის ჩაბარებული ეკონომიკა, ან რუსეთის აგენტობა, სამოქალაქო ომის და გადატრიალების დაგეგმვა და ა.შ.). იმდენად გძულთ ერთმანეთის მსჯელობა, რომ ვეღარ ამჩნევთ, როგორ ჰგავხართერთმანეთს. აქაც იგივეს სჩადიხართ: დისკუსია ეხება ორ მარტივ და ლოგიკურ საკითხს:
1. რახან საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა ამერიკის მოქალაქე ი. კაკაბაძემ დააზიანა აქ ქვეყნის მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით შეძენილი და დამონტაჟებული ბანერი (როგორ ლამაზად ბრძანეთ, გააპროტესტაო) უნდა დაეკისროს თუ არა ამავე ამერიკელ მოქალაქეს ამ ბანერის აღდგენის ხარჯების დაფარვა? თუ ისევ ქართველმა გადასახადისგადამხდელებმა ვიკისროთეს მოვალეობა? და რა ვქნათ მაშინ, თუ ამ ამერიკელ მოქალაქეს ხვალ (თავისი სისულელით, როგორც თქვენ ბრძანეთ), რამე უფრო მასშტაბური პროტესტი მოუნდება?
2. გულანთებული მამულიშვილი თუ გარეწარი ეთქმის ადამიანს, რომელიც ერთი და იგივე ფენომენს (ამ შემთხვევაში, ბაგაფშს) ყოფილი თანამემამულეების ენაზე და მათ გასაგონად ბოროტებად აფასებს (ბაგაფში უნდა გასამართლდესო სააკაშვილთან და კოკოითისთან ერთად) თავისი ახალი თანამემამულეების ენაზე და მათ გასაგონად კი - სიკეთედ (ბაგაფში რეგიონში ერთადერთი დემოკრატიული ლიდერი და ანტიმილიტარისტია).

პს შეცდომაა მოიპოვო-დ! სწორია მოიპოვო-თ! :))))

გიორგი2010-11-14 13:58:04
მომიტევეთ, ზემოთ უაპელაციო იგულისხმება.

და კიდევ, გემუდარებით, რუსეთისთვის გადაცემულ-ნაჩუქარ-მიყიდულ-მითხოვებული ქონების სია მომაწოდეთ, რა. არ ვხუმრობ, გულწრფელად გთხოვთ: ეს არგუმენტი მუდმივად მესმის, მაგრამ ვერ გადავეყარე კეთილ ადამიანს, რომელიც ამ ქონებას ჩამომითვლიდა. საქართველოს მიერ ამერიკული კომპანიისთვის მიყიდული და ამ უკანასკნელის მიერ, მოგვიანებით, რუსელუ კომპანიისთვის მიყიდული თელასი ვიცი. სხვა? თუ თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია უდრის საქართველოს ეკონომიკას? აქვე გეტყვით, რომ ენგურჰესი არ მიიღება მაგალითად, რადგან მის მართვა გამგეობაზე პასუხისმგებლობის გაზიარება ქართულ და რუსულ/აფხაზურ მხარეებს გარდაუვლად უწევთ, ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის გამო

და ჩინელებისთვის მიყიდული ქართული ტყე, მინდორი და მდინარის კალაპოტი რატომ დაივიწყეთ?

ლადო2010-11-14 15:06:38
გიორგი-კარგია,რომ გაგახსენდათ ჩინელებისთვის მიყიდული ქართული ტყე, მინდორი და მდინარის კალაპოტი,მაგრამ აქ მე არფერ შუაში ვარ და მგონი არც ოპოზიცია,მე არ მიმიყიდია,და ვინც ეს გააკეთა,ძალიან ცუდი ქნა.რაც შეეხება რუსეთისთვის გადაცემულ-ნაჩუქარ-მიყიდულ-მითხოვებული ქონების სიას, მოიძიეთ ეკონომიკის სამინისტროში,თუ მიგიწვდებათ ხელი,მაგრამ მეეჭვება,რომ ვინმემ ჩაგახედოთ.თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია რა თქმა უნდა არ უდრის საქართველოს მთელ ეკონომიკას,მაგრამ მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და არც თუ ისე პატარა,მაგრამ ეგ მგონი ნაბოზვარი ედიკას დროს მოხდა და ნაცებს არ მიუძღვით ბრალი.ენგურჰესზე არ გედავებით,რადგანაც ჩათრევას ჩაყოლა სჯობია,მაგრამ რატომღაც მგონია,რომ შეიძლებოდა უფრო სახარბიელო ფორმის გამონახვა.არ ვლაპარაკობ ბილაინზე,მადნეულის ოქროს გადამამუშავებელ საწარმოზე და საქართველოს რკინიგზაზე,რომლის გაყიდვის შესახებ კარგა ხანია ლაპარაკობენ.ღმერთმა ქნას,ტყვილი იყოს.რამდენი ფირმაა კიდევ,რომელიც კაცმა არ იცის,სად არის დარეგისტრირებული და რომლის უკანაც რუსული კაპიტალი დგას,მე კი არა და ვერიჩკა ქობალიამაც არ იცის-ან ვინ გააგებინებს.კაკაბაძის სისულელეში ვიგულისხმე აბხაზებისა თუ ბაღაბშის მიმართ გამოთქმული აზრი,და არა ის,რომ ბანერი დაამტვრია-ეგ ბანერი ბუშის გამო საერთოდ არ უნდა დაედგათ.ქვეყანაში,სადაც ალუმინის ქვაბის ქურდობაზე მშიერ კაცს 5-7 წელს აძლევენ,ბანერის ჩამოგდებისღვის ალბათ დახვრიტავენ-"დასაჭერია-დასახვრეტია".ქვეყანა,სადა ც პრეზიდენტის თქმით 40 % უმუშევარია და დედამისი 7 ადგილას მუშაობს-ესეც მისი სიტყვებია-ეს არის მე მგონი სადისკუსიო და არა ერთი ბანერი,რომელიც ამერიკელმა თუ კანადელმა ფრანგმა კაკაბაძემ ჩამოაგდო და ვინ გადაიხდის მისი აღდგენის ფულს.რომ იხსენებთ ერთი მხარის მუდმივ არგუმენტებს,როგორიცაა გაყიდული ეკონომიკა,დანგრეული ეკლესიები,წართმეული ქართველობა,რუსეთისთვის ჩაბარებული ეკონომიკა,ან როგორც მივხვდი,მეორე მხარისას-რუსეთის აგენტობა, სამოქალაქო ომის და გადატრიალების დაგეგმვა,დაამატეთ ცუდად დაგებული ასფალტი და შუქი,რომელიც მიშამ მოგვიტანა,პრომეთეს ცეცხლისა არ იყოს.სწორედ აღნიშნედ,რომ ორივე მხარე ვგაართ ერთმანეთს,ჩვნ ხომ ყველანი ქართველები ვართ და ოპონენტის ა

ლადო2010-11-14 15:09:23
სწორედ აღნიშნეთ,რომ ორივე მხარე ვგავართ ერთმანეთს,ჩვენ ხომ ყველანი ქართველები ვართ და ოპონენტის აზრი ჩვენთვის მიუღებელია-ყველანი მართლები ვართ.რომ ქართველები ვართ-ეს ხომ დიდებულია და საამაყო,ყოველ შემთხვევაში ჩემთვის,მაგრამ სხვის აზრის არც კი მოსმენა-ცუდი.ამ ხელისუფლების უაპელციიო კრიტიკოსებსაც და მომხრეებსაც რომ არ მივეკუთვნებით,ეს ალბათ ნიშნავს,რომ ცდილობთ,ობიექტური იყოთ და ეს რა თქმა უნდა კარგია.ამიტომ ჩამოწერეთ ერთ ფუტცელზე,რა გააკეთეს ნაცებმა კარგი,მეორეზე-ცუდი,ნახეთ,რომელი გადაწონის და გააკეთედ არჩევანი,პრინციპი "моя хата с краю,ничего не знаю" დიდ ხანს ვერ მუშაობს.და საერთოდ,თუ დისკუსია ბანერის დონემდე დავიდა და ამით იზომება,კაკაბაძე კარგია თუ ცუდი,აღარ ღირს გაგრძელება.

გიორგი2010-11-14 16:04:10
დისკუსია სწორედ ამ თემაზეა, რადგან მოსამართლისადმი გაგზავნილი ეს აბდა-უბდა წერილი ავტორმა სწორედ იმ ინციდენტს მიუძღვნა. არც დახვრეტა მიუსჯია მისთვის ვინმეს. საუბარია მისთვის იმ, თუ არ ვცდები, 2.000 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე, რაც ბანერის გამოცვლა დაჯდა. რას ჰქვია, ამაზე არ ღირს საუბარი? თუ ამ დიდებულმა ადამიანმა ამ ვანდალობის ჩასადენად ოკეანის "გადმოცურვა", შემდეგ კი მოსამართლისთვის ამ უსტარის მიწერა არ დაიზარა, ჩვენგან რატომ არ ეგების მისთვის ყურადღების დათმობა?
ისევ ძველ ხერხს მიმართავთ: კაკაბაძეზე ნუ ვიკამათებთ, "ნაცების" ამბავი გავარჩიოთო. და რატომ? აქ, ამ გვერდზე განხილვის თემა კაკაბაძე და მისი ის ქმედებაა, რომლის გამოც მოსამართლეს ათას სისულელეს სწერს ახლა. რატომ უნდა იყოს განხილვის თემა მხოლოდ ხელისუფლების შეცდომები და ჩავარდნები (თბილისში დაგებული ასფალტი, ტროტუარებზე გაჩერებული მანქანები, კონცერტებში დახარჯული ჩემი გადასახადები და სხვა ცუდად დაგეგმილი პროგრამები მეც არ მომწონს) და არა თქვენი აღფრთოვანების და დაფასების ობიექტი, დიქტატურასთან მებრძოლი კაკაბაძე, რომელიც პირსისხლიანი ავტოკრატი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით მსოფლიოს ამცნობს, რომ ბაგაფშის დარი ჰუმანისტი და დემოკრატი ლიდერი რეგიონში არ მოიპოვება, აფხაზები კი დამოუკიდებლობას იმსახურებენ (შეგახსენებთ, დახვრეტილი, ნაწამები და სახლებიდან გამოყრილი ასიათასობით ქართველის ხარჯზე).
ესაა თქვენს და ჩემს შორის შორის ფუნდამენტური და დაუძლეველი განსხვავება: ჩემთვის კაკაბაძე გამორჩეული, მერკანტილისტი და ოპორტუნისტი გარეწარია, მაგრამ ამის გამო მზად არ ვარ მისი (კაკაბაძის) ნებისმიერი მტერი საკუთარ მოკავშირედ აღვიქვა და მისი (კაკაბაძის ნებისმიერი მტრის) გულისამრევი გამონათქვამები და ქმედებები ვამართლო. თქვენთვის კი სააკაშვილის (და მისი ხელისუფლების) ნებისმიერი მტერი, მხოლოდ ამ ნიშნის წყალობით, თქვენი ბუნებრივი მოკავშირე და თანამოაზრეა. რა მოხდა, ეს თქვენი მოკავშირე იმ ადამიანის მეხოტბე თუ არის, ვინც დღემდე იძლევა უდანაშაულო ადამიანების დაწიოკების, დასჯის, წამების და მოკვლის ბრძანებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველებად დაიბადნენ და კაკაბაძისგან (და თქვენგან) განსხვავებით ქართულ და მაიაკოვსკი

გიორგი2010-11-14 16:05:33
პასპორტებს შორის განსხვავებას ხედავენ და ამ ქართული პასპორტის გამო მუდმივ საფრთხეში ცხოვრება ურჩევნიათ აფხაზური (ან რუსული, ან ამერიკული) პასპორტით მოტანილ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.
აი, ბატონო ლადო, აქ განვსხვავდებით ერთმანეტისგან მე და თქვენ (თქვენ და კაკაბაძე ერთად). ჩემთვის ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარი არ არის. ტქვენთვის - არის. ესაა მთვარი. თორემ ეს ასფალტიც შეკეთდება, ავტოსადგომებიც მოეწყობა და ჩემს ხარჯზე კონცერტების მოწყობაც შეწყდება. სააკაშვიკიც აღარ იქნება თვისი "ნაცებით". ეგ წარმავალია. თანაც, ადვილად, მალე და გარდაუვლად წარმავალი. ეს განსხვავება ჩვენს შორის კი დარჩება: თქვენ ყოველთვის მზად იქნებით, მტრად აღქმული ადამიანის ან ფენომენის ნებისმიერ მტერს უქომაგოთ.

ლადო2010-11-14 23:19:27
ეგ მიდგომა ხომ უკვე გავლილი გვაქვს და მივედით საცაა დიქტატურამდე–რა დროს დემოკრატიაა,ჯერ აბხაზეთი და ოსეთი გვაქვს დასაბრუნებელი,რა დროს დამოუკიდებელი სასამართლოა–ჯერ დამნაშავეობა უნდა მოვსპოთ,რა დროს მედიის თავისუფლებაა–"ტელეიმედი" კრემლის აგენტ პატარკაციშვილს ეკუთვნის და უნდა წავართვათ,რა დროს ნორმალური არჩევნებია–ომი მოვიგეთ და რუსის ჯარი კარზე მოგვადგა,კაკაბაძე ნაძირალაა–ბაღაბშზე კარგი თქვა და თანაც,რაც უფრო მთავარია,ძვირადღირებული ბანერი ჩამოგვიგდო და ვინ გადაიხდის მისი აღდგენის ფულს–დემაგოგიაა და მეტი არაფერი.მე კაკაბაძეს იმიტომ კი არ ვიცავ,რომ ჩემთვის ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია,(ან კიდევ ვინა თქვა,რომ სააკაშვილი ჩემი მტერია,პირიქით–ის გამუდმებით ზრუნავს ჩემზე,მე კი მინდა,რომ უფრო უკეთესი გახდეს,რათა მისი და პარტიის ხელმძღვანელობით საქართველომ სულ უფრო მეტი და მეტი გამოწვევები დასძლიოს და და ჩვენს შვილებს თუ არა,შვილიშვილებს ჰქონდეთ ნათელი ზეცა და უღრუბლო ბავშვობა-одним словом-Партия наш рулевой)არამედიმიტომ,რომ,ვიმეორებ,
ცდილობს ავტორიტარიზმთან ბრძოლას–არ გვექნება დემოკრატია–არაფერიც არ გვექნება–ოსეთიც გვერძე დაგვრჩება და აბხაზეთიც.მაგრამ ეგ ვის ადარდებს,როგორა თქვა-სულ რამდენიმე სოფელი იყოო და რა შემაწუხეთო.
და ერთი კიდევ:ასეთი გულისტკივილით რომ წერთ აბხაზების მიერ დაწიოკებულ და ნატანჯ ქართველებზე,და მე ეჭვიც არ მეპარება თქვენი სიტყვების გულწრფელობაში,ერთი სიტყვით ისიც გეხსენებინათ,თუ როგორ ექცევა ეს ხელისუფლება იმ აბხაზეთიდან გამოქცეულ ხალხს,როგორ აწიოკებს წამდაუწუმ–თუმცა იტყვით,რომ ესეც გაცვეთილი და ყბადაღებული თემაა–ნაცებს ხომ პასუხი ყველაფერზე ერთი გაქვთ.ასე მგონია,თქვენი სახით ჩიორა თაქთაქიშვილი,აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური ერთად პოსტავენ.ან რატომ არ ახსენებთ კოდორის ხეობას,რომელშიც ჯერ სპეცოპერაცია ჩაატარეს,მერე ასფალტი დააგეს და ბოლოს უბრძოლველად აბხაზებს ჩააბარეს.
მაპატიეთ,თემას გადაუხვიე,ჩვენ ხომ ბანერებზე ვმსჯელობდით,ბატონო გიორგი,და ამ კონტექსტში ნამდვილად ცუდი კაცია ირაკლი კაკაბაძე–ჯერ ჩამოაგდო ფანტანებიდან მორჩენილი ჩვენი ფულით გაკეთებული ბანერი და ეხლა კი,იმის მაგივრად,რომ გამოისყიდოს დანაშაული და დამოუკიდებელი სასამართლოს მიე

ლადო2010-11-14 23:20:29
მაპატიეთ,თემას გადაუხვიე,ჩვენ ხომ ბანერებზე ვმსჯელობდით,ბატონო გიორგი,და ამ კონტექსტში ნამდვილად ცუდი კაცია ირაკლი კაკაბაძე–ჯერ ჩამოაგდო ფანტანებიდან მორჩენილი ჩვენი ფულით გაკეთებული ბანერი და ეხლა კი,იმის მაგივრად,რომ გამოისყიდოს დანაშაული და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შეასრულოს და ამით უზომოთ გაბერილი ბიუჯეტი შეავსოს,ვაშინგტონში,ობამას ზურგს ამოფარებული,თეთრი სახლის უკან იმალება და რაღაც აბდაუბდა წერილებს წერს.
აბა,გემშვიდობებით სადღეისოთ,ბატონო გიორგი,სულ კარგათ ბრძანდებოდეთ.მოვრჩით უსაგნო დისკუსიას.

გიორგი2010-11-14 23:44:05
მაკვირვებთ, ბატონო ლადო, მაკვირვებთ. ბოლოში უნდა მიგეწერათ, ასფალტი ვჭამოთ? :)))

პს ისე, შევარცხვინე ის საზოგადოება, რომელსაც ჰგონია, რომ მზარდად ავტორიტარულ სახელმწიფოში, ზოგი შეფასებით, სულაც შემდგარ დიქტატურაში, ცხოვრობს და პირსისხლიან რეჟიმს ირაკლი კაკაბაძეზე უკეთეს ფალავანს ვერ უპირისპირებს... შორს წახვალთ, ბატონებო, ბანერების "კრასკვით" :))))

ლადო2010-11-15 00:09:26
მე არ მიკადრებია-თქვენი აზრია და თუ მაგაში ხედავთ გამოსავალს, ჭამეთ ასფალტი რამდენიც გენებოთ,მაინც ცუდად არის დაგებული.
რაც შეეხება საზოგადოებას,თქვენ თვლით,რომ სხვა საზოგადოების წევრი ხართ?ნაცები გვემიჯნებით თუ თვითგვემაზე გადახვედით და თვითშერცხვენამ გაგიტაცათ?მე მგონი,ჩვენი შეხედულებების შეუთავსებლობის მიუხედავად,მაინც ერთი საზოგადოების წევრები ვართ და იმის მიუხედავადაც,მე რომ საპროტესტო აქციებზე დავდივარ,თქვენც ალბათ ხართ იმავე აქციაზე,ოღონდ ხელში დუბინკით,ყვითელი პლაშჩით და შავი ნიღაბით-ვიმეორებ თქვენს მიდგომას:КТО не с нами,тот против нас.ირაკლი კაკაბაძეზე უკეთესებიც არიან ალბათ,მაგრამ ამას თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს-ეს ხომ "ჩარეცხილი" საზოგადოებაა და იმიტომაც ემიჯნებით ალბათ.

ლექსო2010-11-15 02:27:52
აქეთ მოვდექ სევდეთია,
იქით მივდექ ტანჯვეთია,
ჩემი ბედის პროტოტიპი
ჩემი ტაო-კლარჯეტია.

2010-11-15 06:40:18
დე, იცი…
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი…
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი…
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი…
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე…
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი…
გაზაფხული მოვიდა მგონი..

2010-11-15 06:43:03
სხვა დრო დგება, როგორც ხედავ,
ხელი შეგვაჩვიეს ქართველს,
მტერი გუშინ სამცხეს გღლეტდა
ახლა ზღვისპირეთსაც გართმევს.
მკერდზე ყორანივით გეჯდა,
ძმურად გიცხადებდა სასჯელს,
გუშინ საინგილოს გგლეჯდა,
ახლა ბოლნის-დმანისს წაგგლეჯს.
წაგგლეჯს აჭარას და ჰერეთს,
გულს მოგიკლავს,
გულით თუ ფრენ,
მესხებს მოგტაცებს და მერე
უკან დაგიბრუნებს თურქებს,
ნიჩბით შეგჭრა ჩანგზე სიმი,
იჭვით გიქრობს რწმენის სანთელს,
საინგილოს ვინღა ჩივის
მგონი სამაჩაბლოს გართმევს….
ცეცხლი არ გწვავს,
ისე გნაცრავს, მგონი ვერც გრძნობ
ნაკრტენ ნაჭდევს,
როგორც გუგულს შენს ბუდეში
კვლავ სურს დედინაცვლად ჩაჯდეს.
შენი იმედი აქვს შენს მტერს,
პირზე გკოცნის როცა ქართველს,
მახვილს მაღლა უნდა სწევდე,
გონზე მოსვლა ახლა გმართებს.

2010-11-15 06:45:16
ძაღლივით ნაცემი კაცები


ჩვენს გვერდით ცხოვრობენ,
მეც ვიცნობ, შენც იცნობ
და სანამ შეიცნობ
უსალმოდ გაცდები
და როცა შეიცნობ,
იმწამსვე შეიგრძნობ
რა ტკივილებით და
როგორი განცდებით,
მომავლის არქონით,
წარსულში დაცემით,
კითხვებზე არასდროს პასუხის გაცემით,
უცეცხლო თვალებით
თუ რატომ ცხოვრობენ
ბედისგან ძაღლივით ნაცემი კაცები.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. ჩემი სიტყვა სასამართლოზე – წარმოთქმული 2010 წლის 12 ნოემბერს
2. ესპანეთის პრინცესა სასამართლოში დაიბარეს
3. ბრიტანეთის პრინცმა სანტა-კლაუსი მოინახულა
4. ზურაბ ჯაფარიძე: თავდაცვის მინისტრმა და ყველა მისმა მოადგილემ უნდა დატოვოს თანამდებობა (ვიდეო)
5. გოგელიამ ჟიჟილაშვილი სამსახურიდან გაუშვა – „მაესტროში“ სრული რეორგანიზაცია მიმდინარეობს
6. ვოლსკი: ბატონმა ჯანელიძემ საკმაოდ კარგი გაკვეთილი მიიღო
7. უკრაინა ფინანსური დახმარების მოლოდინშია
8. სპეცოპერაცია პაკისტანში
9. ნავთობის მოპოვება არ შემცირდება
10. მკვლელობების სერია აშშ-ში
ბლოგები
კა­ტე­ხიზ­მო: „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ - პარ­ტი­ა?
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-12-21
visitor 21 411
visit 25 912
page 41 315
2014-12-22
  10 707
  12 153
  22 088
Array ( [0] => Array ( [0] => 697 [1] => swf [2] => 1 [3] => http://www.crystalbet.com/Pages/AdsRedirect.aspx?banner=8681c3a4-cc48-4c5f-bfc9-883dbb58b66c [4] => 2015-04-04 [5] => 0 [6] => 30 [7] => {"startSecs":15,"Duration":30,"advWidth":1000,"advHeight":150} ) )