მომღერალი ნინი ბადურაშვილი თხოვდება. 26 წლის მომღერლის რჩეული 31 წლის მოსკოვში მცხოვრები წყალბურთელი და ბიზნესმენი, ირაკლი კუტალაძეა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილის ნიშნობა 7 აგვისტოს, მცხეთაში კახიანების აგარაკზე შედგა.
ნინო ბადურაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მილოცვებს სწორედ ამ დროიდან იღებს.
„ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს“, „წარმატებები“, „ძალიან გვიყვარხარ და გვინდა ბედნიერი იყო“, ამ შინაარსის პოსტებს ნინი ბადურაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მრავლად ნახავთ.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად როდის გაიმართება ქორწილი. გავრცელებული ინფორმაციით, ნინის სურს ქორწილი მასშტაბური იყოს და თან თბილისში. ცნობილია ისიც, რომ ბადურაშვილის მეჯვარე მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე იქნება. წყვილის ქორწილი მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.
ბადურაშვილის რჩეული მხოლოდ წყალბურთით არ არის დაკავებული, მას მოსკოვში ბიზნესიც აქვს. სწორედ ამის გამო, ნინო ბადურაშვილი საცხოვრებლად მოსკოვში გადასვლას გეგმავს.