
გაყალბებული რეიტინგი |
14:52 16.07.2012 [გეგა ჯორჯაძე] „პრესა.ჯი“ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ საქმოსნობაზე მოგითხრობთ. ამ სტატიიდან ყველასათვის ნათელი გახდება თუ როგორ ცდილობს ივანიშვილი საკუთარი რეიტინგის ხელოვნურად აწევას, როგორ ატყუებს უცხოელ სოციოლოგებს, როგორ აყალბებს მონაცემებს და შემდეგ, როგორ ასაღებს ამა თუ იმ ე.წ. სოციოლოგიურ კვლევას ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვად.
რატომ შერისხეს იაგო?
მას შემდეგ, რაც რუსეთუმე ივანიშვილმა უნდობლობა გამოუცხადა მსოფლიოში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის - ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის სოციოლოგიურ კვლევებს, „ქართულმა ოცნებამ“ პირად სოციოლოგად იაგო კაჭკაჭიშვილი დაიქირავა.
ბატონი კაჭკაჭიშვილის დაქირავების მიზანი „ქართული ოცნების“ დაკვეთით გამოკითხვების ჩატარება და ამ შედეგების საზოგადოებამდე მიტანა იყო. თუმცა, როდესაც მან ივანიშვილის თხოვნა-მუდარით სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ მის მიერ დადებული შედეგით „მეოცნებეთა“ ბელადი უკმაყოფილო დარჩა.
რა თქმა უნდა, იმაში, რომ ივანიშვილს საზოგადოებაში დაბალი რეიტინგი აქვს, დამნაშავე სულაც არაა ბატონი იაგო, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ კაჭკაჭიშვილი ნელ-ნელა ჩამოალაბორანტა და მათთვის სასურველი შედეგების მიღების მიზნით, ახალი „სოციოლოგი“ - მარინა ჩიტაშვილი დაიახლოვა.
ამ მომენტამდე, ჩიტაშვილი კვლავ რჩება უცნაური ოლიგარქის ნაზირ-ვეზირთა რიგებში, თუმცა, მანაც, ისევე როგორც იაგო კაჭკაჭიშვილმა, ჭორვილელს „იმედები ვერ გაუმართლა“ - მარინა ჩიტაშვილის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმაც ვერ მოხიბლა ივანიშვილი, რადგან ამ კვლევებშიც კი, მას ძალზედ დაბალი რეიტინგი აღმოაჩნდა.
ეჭვიანი ივანიშვილი ჩიტაშვილზეც დაიბოღმა, თუმცა, ამჯერად, ყალბი გამოკითხვების ჩასატარებლად შედარებით მასშტაბური გეგმა შეიმუშავა და საქმეში „ოქსფორდი“ ჩართო. აი, სწორედ აქ იწყება ის მაფიოზურ-საქმოსნური ისტორია, რომელიც საკმაოდ საინტერესოა როგორც ქართული, ისე უცხოური საზოგადოებისათვის.
ბიძინას „იტალიური ფონდი“ და ალკოჰოლიკი ბიგვავა
ივანიშვილს ერთი მრჩეველი ჰყავს - ზურაბ ბიგვავა. ეს კაცი ადრე ნინო ბურჯანაძეს აძლევდა რჩევებს. ნინო იცით ახლა სადაც არის - პოლიტიკურ სანაგვეზე. შესაბამისად, ადვილი გამოსაცნობია, თუ რა და როგორ შეიძლება ურჩიოს ბიგვავამ ისედაც ტვინარეულ ბიძინას.
მეტიც, ბიგვავა ალკოჰოლიკია და ამას არც მალავს. მან, ცოტა ხნის წინ, „პრესა.ჯი“-ს ალკოჰოლისადმი ტრფობა ოფიციალურად დაუდასტურა და ამაყად განაცხადა: მე, რაც თავი მახსოვს, სულ ვსვამ... სწორედ ამ ბიგვავას შეაქმნევინა ივანიშვილმა უცნაური ორგანიზაცია - „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია“... რატომ დასჭირდა ივანიშვილს ბიგვავას „ახალგაზრდა ფსიქოლოგები“ და რა კავშირშია ეს ორგანიზაცია გაყალბებულ კვლევებთან?
საქმე ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციოლოგიურ ჯგუფთან კონტრაქტი გააფორმა და გამოკითხვების ჩატარება დაუკვეთა. ის სოლიდური თანხა კი, რომელსაც ივანიშვილისგან „ოქსფორდის“ წარმომადგენლები ითხოვდნენ, ბიძინას იტალიაში რეგისტრირებულმა ე.წ. ფონდმა გადარიცხა.
თავდაპირველად, ივანიშვილი აპირებდა „ოქსფორდის“ წარმომადგენლებისთვის ფული ვანო ჩხარტიშვილის ორგანიზაციის გავლით მიეცა. თუმცა, როცა ჩხარტიშვილის გვარმა უარყოფით კონტექსტში გაიჟღერა „ქართულ ოცნებასთან“, ოლიგარქმა ჩხარტიშვილის „კანტორას“ თავისი იტალიური ფონდი ამჯობინა... შესაბამისად, ბიძინას ფული, ოქსფორდში იტალიური ფონდის გავლით მივიდა...
ამის შემდეგ, კონტრაქტიც გაფორმდა... ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციოლოგები მზად იყვნენ „ქართული ოცნების“ დაკვეთით სოციოლოგიური კვლევები ჩაეტარებინათ. შეიმუშავეს მეთოდოლიგიაც და გადაწყვიტეს, რომ კვლევა, რომელიმე ქართულ, ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად ჩაეტარებინათ...
ანუ, ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციოლოგების თხოვნით და მათივე მეთოდოლიგიით, სოციოლოგიურ კვლევას, რომელიმე ქართული ორგანიზაცია ჩაატარებდა, მონაცემებს გადაგზავნიდა და შედეგებს „ოქსფორდი“ გამოაქვეყნებდა...
მნიშვნელოვანი დეტალი: ივანიშვილმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ ის ქართული ორგანიზაცია, რომელთან ერთადაც ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციოლოგები გამოკითხვებს, კვლევებს ჩაატარებდნენ, მისივე მრჩევლის, ზურაბ ბიგვავას „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია“ ყოფილიყო...
მეტიც, ივანიშვილმა უცხოელ სოციოლოგებს მოსთხოვა, რომ ისინი დაყრდნობოდნენ მხოლოდ ზურაბ ბიგვავას ორგანიზაციის მიერ მიწოდებულ ციფრებს, გამოკითხვებს...
შესაბამისად, ე.წ. ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციოლოგების მიერ ჩატარებული კვლევა, სინამდვილეში არა ობიექტური, მიუკერძოებელი, არამედ „მეოცნებეთა“ ბელადის მრჩევლის, ზურაბ ბიგვავას სპეციალურად ამ კვლევისათვის შექმნილი ორგანიზაციის ყალბ, წინასწარ დაწერილ ციფრებს დაეყრდნო...
ჭორვილელის პირადმა მრჩეველმა, ალკოჰოლიკმა ზურაბ ბიგვავამ, შესაძლოა „სტოლიჩნის“ თანხლებით, წინასწარ დაუწერა ივანიშვილს 43, სააკაშვილს კი - 30.07 პროცენტი და ეს ციფრები ოქსფორდის უნივერსიტეტში გადააგზავნა... უცხოელმა სოციოლოგებმა კი გამოაქვეყნეს ის შედეგები, რომელიც მათ ზურაბ ბიგვავას ორგანიზაციიდან მიიღეს.
აი, ასე იწვალა ჭორვილელმა ბელადმა იმისათვის, რომ როგორმე თავისი დაბალი რეიტინგი გაეყალბებინა...
|