როგორც ჩანს, 46 წლის სინდი კროუფორდისთვის დრო შეჩერდა. სუპერმოდელი უწინდებურად მშვენიერია. ამაში საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, როდესაც სინდი ლოს-ანჟელესის პლაჟზე სასეირნოდ გამოვიდა. ლამაზმანი სანაპიროს მეგობართან ერთად მიუყვებოდა. მას ძალიან მოკლე ვარდისფერი შორტი და ტანზე მჭიდროდ მომდგარი შავი მაისური ეცვა. მოდელის უსასრულოდ გრძელ ფეხებს ცელულიტის კვალი არ ემჩნეოდა. მისი მოხდენილი სხეულის უამრავ ახალგაზრდას შეშურდება. კროუფორდმა იცის, რომ კარგ ფორმაშია, ამიტომ თავს უფლებას აძლევს, ღია სამოსი თამამად ატაროს. სინდის ფართოფარფლებიანი შლაპა და დიდი შავი მზის სათვალე იმაზე მიანიშნებს, რომ მოდელი უვლის საკუთარ კანს და იცი, რომ მზე საზიანოა. ამასთან ერთად, კროუფორდი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ის ჩვეულებრივი ქალია და დრომ მის გარეგნობაზეც იმოქმედა. ვარსკვლავი თავის 10 წლის მშვენიერ ქალიშვილზე, კაიეზე ამბობს, რომ მას ისეთივე კანი, თმა და ფეხები აქვს, როგორიც ადრე თავად ჰქონდა.
წყარო