
ბიბის ხალხი "შემოეცალა" |
18:39 17.06.2012 [მარიამ ჩხაიძე, ოზურგეთი] ოზურგეტში, ამ დროისათვის, "ქართული ოცნების" 2 000 (ორი ათასამდე) აქტივისტი ელოდება მიტინგის დაწყებას. მართალია, ჯერ ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩენილა, თუმცა, ხალხის სიმცირის გამო, უკმაყოფილებას ვერ მალავენ კოალიციის ლიდერები. „ქართული ოცნების“ წევრები, მომიტინგეთა განსაკუთრებულ სიმცირეს დავით ბერძენიშვილს აბრალებენ.
შეგახსენებთ, რომ დავით ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილმა გურიის რეგიონის კურატორად დანიშნა, თუმცა, მიხვდა, რომ გურიაში და არა მარტო იქ, ბერძენიშვილი პოპულარობით ვერ სარგებლობდა. ამიტომ, ოლიგარქმა, დავით ბერძენიშვილი, გურიის კოორდინატორობიდან გაათავისუფლა. მეტიც, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, „რესპი“ ბერძენიშვილი, კოალიციის სახელით, ჩოხატაურის მაჟორიტარადაც ვეღარ იყრის კენჭს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბერძენიშვილის გარდა, ოზურგეთის „ოცნების“ მიტინგზე აქტივისტების მირეკვა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ადიკო ივანიშვილსაც ჰქონდა დავალებული, რომელიც გურიის რეგიონში, კერძოდ კი შეკვეთილში ცხოვრობს. მართალია, ადიკო ივანიშვილს ოლიგარქის „ოცნებას“ ერთი ბოთლი „ბოლიტრა“ ურჩევნია, მაგრამ ბოლო დროს, ნაბახუსევზე, ზოგჯერ პოლიტიკითაც იქცევს ხოლმე თავს...
და ბოლოს: „ქართული ოცნების“ ე.წ. „დაცვა“ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლვს. მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი ქალბატონი ჟურნალისტს იმ მიზეზებზე ესაუბრებოდა, თუ რატომ ჩამოვიდა მშობლიური საჩხერიდან (სხვებთან ერთად) ოზურგეთის მიტინგზე „ქართული ოცნების“ თხოვნით, „ბიბი-პატრულმა“ ამ ქალბატონს საუბრის გაგრძელების საშუალება არ მისცა, გვერდზე გაიხმო და ჟურნალისტებს გაარიდა...
როგორ ჩანს, ივანიშვილის აქტივისტებს, იმერეთიდან, კერძოდ კი, საჩხერე-ჭორვილიდან ჩამორეკილ მომიტინგეთა გულწრფელობის ეშინიათ... თუმცა, ბიძინა ფაქტებს მაინც ვერსად გაექცევა. ქუთაისის „ოცნების“ მიტინგზეც ბითუმად იყვნენ ივანიშვილის თანარაიონელ-სოფლელები, მაგრამ დღეს, ოზურგეთში, ბევრად ნაკლები „ოცნებობს“, ვიდრე ქუთაისში, წინა კვირას „ოცნებობდა“. მიუხედავად ამისა, "მეოცნებეები" ხმამაღლა ოცნებობენ, რომ მიტინგის დაწყებამდე ხალხი კიდევ დაემატებათ.
|