
საჩხერელი "მეოცნებეები" |
14:03 10.06.2012 [ნინო შუკაკიძე, საჩხერე] ბიბის „ქუთაისურ“ ტურნეში მონაწილეობის სანაცვლოდ, საჩხერლები, 300 ლარიან პრემიას მიიღებენ. ამის შესახებ „პრესა.ჯი“-ს საჩხერის რაიონის სოფელ ჭალის მკიდრმა, ალექსანდრე იაკობაშვილმა განუცხადა.
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, „ბიბი“ ივანიშვილის „მეოცნებეებმა“ ქუთაისური აქციისთვის ადამიანთა გადათვლა რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს. ამ მომენტისთვის, „ქართული ოცნების“ საჩხერის შტაბის მონაცემებით, საჩხერე-ჭიათურიდან ქუთაისისკენ 1347 ადამიანი დაიძრება.
თუ როდის და რა ვითარებაში უნდა ჩამოურიგონ პრემიები „ქართული ცონების“ მიტინგში მონაწილეობის სანაცვლოდ, იმერეთის დედაქალაქისკენ გარეკილ ადამიანებს, ჯერჯერობით ცნობილი არაა.
თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჩხერელ მომიტინგეთა ფინანსური უზრუნველყოფა სოფელ ჭორვილის მკვიდრსა და „ქართული ოცნების“ საჩხერის ოფისის წევრებს აქვთ დავალებული.
„მითხრეს, რომ უნდა წევიდე ქუთაისში, სადაც ივანიშვილიც იქნება. წავალ და წამოვალთ მანქანით, თან პრემიებსაც შეგვპირდნენ. თუ ყველაფერი კარგად იქნება 300-300 ლარს მოგცემთო“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა ნათელა ტყემალაძემ, საჩხერიდან.
იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ საჩხერელმა თავკაცებმა თავიანთი პირობა შეასრულეს და ქუთაისში გაგზავნილ 1 347 ადამიანს პრემიის სახით 300 ლარი მისცეს, გამოდის, რომ „ბიბის“, მხოლოდ თავისი რაიონიდან, ხალხის ქუთაისში ჩაყვანა 404 100 ლარი დაუჯდება. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. „ქართული ოცნების“ წევრთა თქმით, მომიტინგე „მეოცნებეებს“, საგზლად, კიტრს, პომიდორს და ერთ პურსაც გაატანენ.
|