მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ვის ინ­ტე­რე­სებ­შია უკ­რა­ი­ნუ­ლი სცე­ნა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?
თა­კო სა­ლა­ყაია ამა­ღამ თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბა
ქუ­თა­ის­ში სა­სა­მარ­თ­ლოს შე­ნო­ბას­თან სიტ­ყ­ვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და
ა.შ.შ პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბას და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი14°-29°
  ქუთაისი17°-29°
  ბათუმი16°-23°
ფეისბუქზე ატვირთული სურათი სისხლიანი გარჩევის მიზეზი გახდა

12:08 07.06.2012
[internet.ge]
2012 წლის 6 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც  სოციალურ ქსელ "facebook”-ზე განთავსებული ფოტოს გამო, მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებასა  და "ქუჩურ გარჩევის” ეხება.

საქმის მასალების მიხედვით: "დავით კ-სა და დიმიტრი ხ.-ს შორის კონფლიქტური ურთიერთობის მიზეზი სოციალურ ქსელ - "facebook”-ზე შეურაცხმყოფელი ფოტოს განთავსება გახდა. აღნიშნული ფოტო დავით კ.-ს მიერ იქნა ატვირთული. დიმიტრი ხ.-მ  დავით კ.-ს არაერთხელ  სთხოვა ფოტოსურათის წაშლა, თუმცა დავით კ. ყოველთვის უარით პასუხობდა. 

2011 წლის 25 სექტემბერს, დიმიტრი ხ. მეგობართან - დავით გ.-სთან ერთად ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც მათ შემთხვევით დავით კ. და მისი ძმა საბა კ. შეხვდათ.  დიმიტრი ხ.-მ დავით კ.-ს  იქვე მდებარე კორპუსების უკან გასვლა მოსთხოვა. დიმიტრი  ხ.-ს წინადადებას დავით კ. უყოყმანოდ დათანხმდა. საუბარის თემა კვლავ "facebook”-ზე განთავსებულ ფოტოს შეეხებოდა. საუბრისას დიმიტრი ხ.-მ საკმაოდ აგრესიულად მოსთხოვა დავით კ.-ს ფოტოსურათის წაშლა, რაზედაც ამ უკანასკნელისგან   კვლავ უარი  მიიღო. დიმიტრი ხ.-სა და დავით კ.-ს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბა კ. და დავით გ. ცდილობდნენ დაპირისპირებული მხარეები გაეშველებინათ, თუმცა სწორედ ამ დროს დიმიტრი ხ.-ს მიერ მოქნეული ხელი შემთხვევით საბა კ.-ს მოხვდა. 

ბრალდებული ძმის ცემის ფაქტმა კიდევ უფრო აღაშფოთა და მან დიმიტრი ხ.-ს თანნაქონი დანით გულმკერდის არეში უმძიმესი დაზიანება მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დავით კ. და საბა კ. შემთხვევის  ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო დავით გ.-მ დაჭრილი მეგობარი ს. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულ დავით კ.ს მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულ იქნა: მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.თბილისის საქალაქო სასმართლომ, ამჟამად ძებნაში მყოფი დავით კ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც როგორც არასრულწლოვანს შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9თვის ვადით.
ბეჭდვა  
კომენტარები:
სანტა2012-06-07 13:47:00
ბიჭებო ნუ დახოცავთ ერთმანეთს.

ჯოჯო2012-06-07 13:48:01
იქნებ ფეისბუუქს დააბრალოთ?

2012-06-07 14:25:22
ღირსია ეს მეტიც იყო მსიაცემი

გეყოფა ჯოჯო სტოპ...2012-06-07 15:39:24
კარგიით რა მოსაჭრელი მოჭრა კაცური კაცია ჩემს თვალში

2012-06-07 15:42:17
როგორ არ ინდობენ ერთმანეთს და რა უმოწყალოდ იმეტებენ.

ტატა2012-06-07 15:42:49
ბოლობოლო წაშალა???? :))))))))))))))

2012-06-07 15:46:42
ვაი რა თაობააააა......

ქეთა))2012-06-07 16:18:48
ვაიმე! ამ ახალგაზრდებმა სულ გარეკეს... შვილო რატოოომ? რატოოოომ? : ))

თათა2012-06-07 17:49:51
Aმერიკასჰი კანონი მიიღეს ვირტუალურ სივრცეში მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ, და ის კონტროლდება სკოლის დირექტორისა და მშობლების მიერ. ამ კანონის მიღებამდე იყო მსგავსი ფაქტები და მსხვერპლიც დროა ჩვენც ვიფიქროთ ამაზე.

პატრული2012-06-07 21:14:44
ევროპაში და მგონი ამერიკაშიც სოციალურ ქსელებში პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის და ასევე მათ მშობლებს შორის დამეგობრება არ შეიძლება, აქ კიდე ვერ გაიგებ, სკოლის ჟურნალია თუ სოც.ქსელი,მგონი აქაც მკაცრად უნდა იყოს გაკონტრებული.

ანაბანა2012-06-07 21:40:11
იცით რა?კაცური კაცობის რა მოგახსენოთ,მაგრამ ასე ადვილად სხვისი სიცოცხლის ხელყოფა როგორ შეიძლება???მესმის,რომ გამოვიდა მდგომარებოდან და კაცური კაცი მაშინ იქნებოდა მიებეგვა გემრიელად,ამის ტრ....ი არა აქვთ და კლავს??ვის შვილს იმეტებ ასე ადვილად???და თვითონაც უბედურმა ციხე გაინაღდა,ნუ დახოცავთ სოციალური ქსელების გამო ბავშვებო ერთმანეთს,რას გავს ეს ღმერთო ჩემო...

2012-06-07 23:45:05
ერთმანეთის მიმართ უფრო მიმტევებლები უნდა ვიყოთ.

ნინია2012-06-08 02:14:58
ხალხო ხვდებით ჩვენ ველურები რომ ვართ, თუ ვერ ხვდებით?

გოჩა2012-06-08 10:48:07
დანა კაცობაში არასდროს ითვლებოდა, ცუდია ცუდი.

ნათია2012-06-08 12:50:32
საწყალი მაგათი დედები......

ხალისა2012-06-08 15:15:57
ეგ იმის ბრალია რომ იგნორირებას ვუკეტებტ საკუტარ შვილებს და არ გვაინტერესებს ყოველი მატი ნაბიჯი...

ჰაჰაჰყჰყ2012-06-08 15:36:01
ეს ფეისბუკი არაფერ შუაშია აქ უკვე ღირსების საკითხია შეურაწყოფას აქ მოგაყენებენ ტელეფონზე თუ მობილურზე რა აზრი აქ

ასდფფგგჰჯკკლ2012-06-08 16:09:24
9 წელი რო ძაან ბევრია არა? + არასწორი ინფორმაციაა გულმკერდის არეში არ მომხდარა დაჭრა, მუცლის არეში იყო, თად მძიმედ არა. 9 წელი კიარა 6და 9თვეც ძალიან ბევრია!!

2012-06-08 17:35:21
ორი სიტყვით მაინც, რა იყო შეურაცმყოფელი.

გეყოფა ჯოჯო სტოპ2012-06-08 23:56:42
გოჩა მე ძმა არ მყავს 2 და მყავს ჩემზე უმცროსები რომელიმეს რომ ვინმემ ხმა აუმაღლოს დანით კი არა კბილებით გამოვაჭამ ყელს ....ეგრეა რა რეალურად აფექტის მდგომარეობაში რომ ხარ არ არის შენი ბრალი რასაც ჩაიდენ .........წაეშალა იმ ტიპს ეგ სურათი...არ ჭაშალა და მიიღო თავისი ..მეორედ აღარ გააკეთებს და შეიგნებს რო რაღაც ნე ტო ს აკეთებს

ონიანი2012-06-09 00:00:09
კაცია კაცუყრი ძმაო მერე რა რო სროკზე წავიდა ზატო კაცურად შევიდა

ონიანი2012-06-09 00:03:24
ძმა მყავს მეც და ვინმემ ცემს ძმას რომ ხელი დაადოს შეილება გადამეკეტოს და არანაკლებს დავმართებ

შარაბა2012-06-09 00:44:24
არადა კაი ბავშვები არიან ჩემ ხელში გაზდილები ტო, არ იყო საჭირო ზაღლების ჩარევა ბაბუუუუუუ

ქუთაისელი2012-06-09 01:36:43
არც მე დამიხრია თავი და არც სხვას ურჩევ ამას... კაცი უჩხუბრად არ უნდა გაიზარდოს...სადაც არაა დასათმობი არ უნდა დათმოს..
მაგრამ დანით ...ეგ არაა დიდი საამაყო საქციელი...დანით ისეთია გასამეტებელი ვინც ისეთს აშავებს რომ თვითონაც ვეღარ გამოასცორებს შეცდომას...
ხოლო რაგაც ფეისზე დადებული ფოტოსთვის ახალგაზრდა ბიჭის გამეტება საცოდაობაა...
ცემაც ხო შეიძლება არა..
მარტო ვერ მოერევი ..მეგობრები რას აკეთებენ...:)

komble2012-06-09 13:17:17
wvimda bordelshi da nazad uwovda natasha kombles uzarmazar kvercxebs. ah aah aaah

devi2012-06-09 13:18:31
xutkunchula sad xar?

xutkunchula2012-06-09 13:19:32
aq var dzma. ra xdeba?

უცნობი2012-06-10 00:18:53
ეს დავთ-კ ... დიმიტრი-ხ ..დავით-გ და საბა -კ მომეწონა წასაკიტხად მაგრად ჟღერს :D:D:D

კანონ2012-06-10 11:17:56
სოციალური ქსელის გამო არაფერ შუაშია. რატომ არ ესმის ამ ხალხს. ღირსების ამბავია. უბრალოდ მოსაკლავად გამეტება არაა გამოსავალი კარგად უნდა მოხვედროდა ყბაში მაგრამ ეგეთები ვერ ხვდებიან რისთვის მოხვდა თვიტონ მოგადგება იარაღით მეორე დღეს. გამოვიდა რა მსხვერპლი.

lukino2012-06-11 03:42:20
ბიჭო მაგის ბრალია და იასნა ეხლა დაიმსახურა ეგ გაიმეტა ეხლა ეგ მაგის საქმეა რათქმაუნდა და არ დავიწყებ ამაზე ლაპარაკს მარა ჩხუბში რო მიდიხარ და დანა გიდევს ჯიბეში ეგ უკვე სპასობნია მე ჩხუბში თუ წავედი დანას არწავიღებ არვარ დამრტყმელი კაცს მოსაკლავად არგავიმეტებ მარა კასტეტი და სხვა რამეც არის მაგისთვის არაარის მოკვლა აუცილებელი ე.წ "დაჭრა" წაიღეთ კასტეტი მოამტვრიეთ ყბები ბოლობოლო ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი და დაფიქრებაა საჭირო რა ისედაც ცოტა ვართ მაგის დე... ხო რუსები არიან მოსაკლავები და თათრები გატენილი როარი ამგ ჯიშგახეულებით თბილისი და საქართველო რასერჩიან ერთმანეთს ტო ეს მე ვამბობ თორე დალშე თქვენ იცით და რო არიცით ბაზარი არაა აუცილებელი რაზბორკებზე სიარული მაგით თქვენ თავს უშავებთ ათასი ხულიგანი დადის ქვეყანაზე ლაპარაკს რო არ გაცლიან!.

გльდანეეეელ2012-06-12 00:40:26
საქართველო დაბნელდი :(

გльდანეეეელ2012-06-12 00:43:26
რრა საშინელებაა ძმაო, პირველ რიგში ის რომ კიდევ ბევრია შეუგნებელი და ტვინჩაცემენტებული საქართველოში... ვიღაცის უაზრო სტატუსის თუ ავატარის გამო შეეწირა ერთის ჯანმრთელობა და მეორის სვაბოდა! და ვიღაც რომ წერს კიდე შარაბა ვარო და ეს ბავშვები ჩემ ხელში გაიზარდნენო, რომელი შარაბაა ატენელი???

შარაბა 22012-06-18 14:11:35
ხო ატენელი და ტელეპონიტ ვარ ინტერნეტში ციხიდან ))))))

მელისა2012-07-14 13:53:38
უაღრესად მიმტევებელი ვარ, მაგრამ ცინიკოსებს ვერ ვიტან..რატომ არ წაშალა-იმირომ რომ მდგომარეობიდან გამოეყვანა და ხომ მიიღო გამოწვევა.....მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს-მტავარი საქციელია....მე ქალი ვარ, მაგრამ სჰვილებს ლი არა მეზობლის ბავშვებს რომ შეეხოს ვინმე----მიტევება აღარ გამახსენდებააააა

2012-07-27 21:12:14
რა საშინელებაა რად უნდოდა დანა ჯიბეში საერტოდ. ტუ ვაჯკაცი იყო ეცემა, მოსაკლავად გაიმეტა, ლაჩარი. ნუ აქეზებტ მოზარდებს, ზოგიერტი ჩკუის კოლოპი . მეტი უნდა მიესაჯათ, ეგ ცოტაა

ქეთა2012-09-24 13:06:19
ცჰემი სურატიც უდევს ვიგაცას და რომ გავიგო ვინაა იმენა ყელს გამოვჩრი დავკლავ

vivian2012-10-01 23:30:57
hi
იმედი მაქვს არ იქნება განაწყენებული მიღებით ჩემი გაგზავნა, მე ათვალიერებს ამ საიტზე ვნახე თქვენი პროფილის და გადაწყვიტა ვარდნა პატარა შენიშვნა თქვენთვის, ითხოვს
მეგობრობის თქვენგან, პირველ რიგში
ჩემი სახელი არის ვივიან, ვარ ლამაზი ახალგაზრდა ქალბატონს და ვგრძნობ, როგორიცაა საკონტაკტო თქვენ სერიოზული მეგობრობისათვის, მოხარული ვიქნები, თუ თქვენ გამომიგზავნოთ E გვერდის სწორედ ამ ელ ფოსტის მისამართი (vivianhakam@live.com) მე გამოგიგზავნით ჩემი სურათები და გითხრათ უფრო მეტი მე შენი ბედნიერება ჩემია ასევე, იმედი თქვენი დადებითი პასუხი, მადლობა
========================================= ==================

Hi
i hope you will not be offended by receiving my message,i was browsing on this site i saw your profile and decided to drop a little note for you,requesting for friendship from you,firstly
My name is Vivian,am a nice young lady and i feel like contacting you for a serious friendship,i will be glad if you send me an E mail on this very E mail address(vivianhakam@live.com)I will send you my pictures and tell you more about me for your happiness is mine also,Hope your positive response,thanks

ნინი2012-12-17 16:42:15
ეგ იმისი ბრალია სხვის ფოტოებს რომ ტვირთავენ და ღადაობენ მერე დაიმსახურა და მიიღო

რიჩაგა2012-12-18 01:09:19
არაუშავს თუ 2 ახლობელ დეპუტატს იპოვიან თავდებში გამოუშვებენ... რა რითი არიან ეკა ბერიძის შვილზე ნაკლებები? :)

ბუბა2012-12-18 01:33:40
მაინცდამაინც ლაივში უნდა გაქყენინოონ?სოც ქსელი რა შუაშია?დააშავა და მიიღო მარა ისაა ცოდო ციხეში რო წავიდა

ბუბა2012-12-18 01:34:34
ეკა ბერიძის შვილმა რა ქნა?
\

ნენე32012-12-18 12:47:06
რა ჩერჩეტები ხართ! არც კითხულობთ წესიერად სტატიას და კომენტარებს აშანშალებთ! თქვე რეგვენებო, ვინც შეურაცმყოფელი სურათი დადო, ისევ იმან დაჭრა და ღქვენ იწონებთ, ვაჟკაცურად მოიქცაო? ვაი თქვე რეგვენებო, არც კითხვა იცით და არც აზროვნება გაქვთ!ფუუუუ!

ნენე32012-12-18 12:47:37
მოკლედ, ამ საიტზე დეგენერატების დოღია!

მარი2012-12-19 11:36:55
ხალხო სხვის საკმეგჰი რატომ იხედებიტ სიტოტხლე რამდენად გიგირტ. მეტი საკმე არ გაკვტ

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
2. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
3. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
4. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
5. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
6. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
7. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
8. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
9. ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა?
10. ამნისტირებული პატიმრის მიერ კიდევ ერთი გაუპატიურებული - ამჯერად ხელვაჩაურში
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962