მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა
17 მა­ი­სის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს 100-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რათ
სა­ა­კაშ­ვი­ლი იულია ტი­მო­შენ­კოს და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას შო­რის პა­რა­ლე­ლებს ავ­ლებს
რას ეძე­ბენ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი­სა და მე­რაბ­შ­ვი­ლის სახ­ლებ­ში?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი14°-29°
  ქუთაისი17°-29°
  ბათუმი16°-23°
ბრეივიკმა, ტერაქტებამდე, სტიმულატორები მიიღო

ბრეივიკი სასამართლოს დარბაზში
14:36 02.06.2012
[თეა ინასარიძე]

ამის შესახებ ოსლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოწმე-ექსპერტმა იორგ მორლანდმა განაცხადა.  კრიმინალური ტოქსიკოლოგიის პროფესორმა აღნიშნა, რომ ბრეივიკს ეფედრინის, კოფეინისა და ასპირინის ნაზავი ჰქონდა მიღებული. „შეიძლება ითქვას, რომ მან მიიღო მცირე ან საშუალო დოზა  - განაცხადა მორლანდმა. ის ჩვენებისთვის ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტიდან გამოიძახეს. პროფესორი ამბობს, რომ ბრეივიკის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო პროტოკოლები ადასტურებენ, რომ დაკავების შემდეგ ის გაბრუებული იყო და მის სისხლში აღმოაჩინეს კიდეც ეფედრინის კვალი.

მორლანდმა თავად ბრეივიკს მიმართა კითხვით, - ხომ არ მიუღია ზემოაღნიშნული სამი კომპონენტისგან მომზადებული ნაზავი, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო: „დიახ, სწორია. მე თავად მოვამზადე ეს ნარევი სამი ინგრედიენტისა და ის იყო 50%-ით ძლიერი, ვიდრე ის, რაც აფთიაქებში იყიდება“ - განაცხადა ტერორისტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ გასინჯული აქვს ანაბოლიური სტეროიდების (პრეპარატები, რომელთა მოქმედებაც ქსოვილისა და უჯრედების აღდგენაზეა მიმართული)  სხვადასხვა დოზები, რათა თავის ორგანიზმზე მათი ზემოქმედება შეემოწმებინა.

მოსამართლის კითხვაზე, შეეძლო თუ არა ანაბოლიურ სტეროიდებს გავლენა მოეხდინა ბრეივიკის ქცევაზე თავდასხმის დროს, პროფესორმა მორლანდმა უპასუხა, რომ „რამდენადაც მესმის,  სტეროიდებს დამატებითი ზემოქმედება არ მოუხდენიათ, მაგრამ არ შემიძლია გამოვრიცხო შესაძლებლობა, რომ მათ აგრესიულობასა და აღგზნებას კიდევ უფრო შეუწყეს ხელი“. ოსლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე უკვე მისცა ჩვენება ბრალდების მხარის მიერ გამოძახებულმა გამომძიებელმა კენეტ ვილბერგმა, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიცია დარწმუნებულია, რომ ბრეივიკი მარტო მოქმედებდა და რომ პოლიციამ ვერ აღმოაჩინა ბრეივიკის საერთოევროპულ ანტიისლამურ ორგანიზაციასთან კავშირის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

როგორც ცნობილია, თავად ბრეივიკი ამტკიცებს, რომ ის ექსპტრემისტული „რაინდ-ტამპლიერთა“ ორგანიზაციის წევრია, რომელიც თითქოსდა, უახლოესი 15 თვის მანძილზე ახალ-ახალი თავდასხმებისთვის ემზადება.  თუმცა ვილბერგის თქმით,  „რაინდი-ტამპლიერების“ არსებობის დამადასტურებელი მასალა გამოძიებამ ვერ მოიპოვა. სასამართლო პროცესზე ასევე დაიწყო ბრეივიკის ყოფილი მეგობრების დაკითხვა. მათი ვინაობა არ  ხმაურდება.  ჩვენების მიცემის მომენტში დარბაზში არც თავად ბრეივიკი შეჰყავთ. პირველი ჩვენება იმ მეგობარმა მისცა, რომელიც ნორვეგიელ ტერორისტს სკოლის პერიოდიდან იცნობს. ის ასე ახასიათებს ტერორისტს: ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა გარეგნობას, გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია, რათა „არიული გარეგნობა“ ჰქონოდა. თუმცა თავად ბრეივიკმა მანამდე განაცხადა, რომ ცხვირის ოპერაცია ტრავმის გამო გაიკეთა, რომელიც მან ვიღაც პაკისტანელთან ჩხუბის დროს მიიღო.

მეგობრებმა ვერც პაკისტანელისა და ვერც ამ ჩხუბის ისტორია გაიხსენეს. სამაგიეროდ, გაიხსენეს, რომ ბრეივიკი სახეზე პუდრს ისვამდა და მუდმივად თმას ივარცხნიდა. სასამართლო პროცესი ნელ-ნელა უახლოვდება მომენტს, როცა უნდა გაირკვეს, შეურაცხადად სცნობენ ბრეივიკს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უვადო მკურნალობისთვის გაუშვებენ თუ 21-წლიან სასჯელს გამოუტანენ.

ციხე „ილი“ გამამტყუნებელი განაჩენისთვის უკვე ემზადება და აპირებს ტერორისტისთვის სპეციალურად დაიქირაოს  ადამიანები, ვინც მასთან ერთად იქნებიან კამერაში. ასეთ პირთა ვალდებულება №1 ტერორისტთან კონტაქტი და ვთქვათ, ჭადრაკის თამაში იქნება. ციხის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ ჩვეულებრივი პატიმრების ბრეივიკთან შეშვება არ შეიძლება, რადგან ტერორიეტმა ისინი შეიძლება მძევლებად აიყვანოს და თავისი მოთხოვნები წამოაყენოს. ბრეივიკის დიდი ხნით იზოლირება და კამერაში მარტო ყოფნა ნორვეგიული კანონებით აკრძალულია. მისთვის „პროფესიონალი გამრთობების“ როლს ისევ ციხის პერსონალიდან შერჩეული ადამიანები მოირგებენ. ასეთი პრაქტიკა ციხე „ილში“ უკვე აპრობირებულია.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-06-03 16:33:47
გამრთობი და კაი ცხოვრება მეფის მერე არ ქონია არავის

2012-06-04 01:32:47
კარგი რა მაგათ თუ უნდათ ყველაფერს აკეთებენ, ეს მანიაკი რა სასიცოცხლოა რამდენი ადანიანის სიცოცხლე შეიწირა.

2012-06-04 15:15:40
რა 21 წელი ხალხნოო რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირაა ამ მატხოვარმა

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
2. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
3. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
4. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
5. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
6. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
7. ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა?
8. ამნისტირებული პატიმრის მიერ კიდევ ერთი გაუპატიურებული - ამჯერად ხელვაჩაურში
9. ლევან ვასაძე: „ივანიშვილს ორი ძეგლი უნდა დავუდგათ“
10. ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატი და ოპონენტი დააპატიმრა
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962