რამდენიმე კვირაა დასრულდა პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“, რომლის გამარჯვებულიც ვარსკვლავი სამორი ბალდე გახდა.
პროექტის მიმართ საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოხატა, რაც იმით ახსნეს, რომ ქართველებს ცეკვა ძალიან უყვართ და კარგადაც გამოსდით.
თუმცა ვიდეო, რომელის ინტერნეტში გავრცელდა, ყველა ქართველს დაარწმუნებს იმაში, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ არცერთ ვარსკვლავს თუ პროფესიონალ მოცეკვავეს იმის მეათედიც არ გაუკეთებია, რაც ამ წყვილმა გააკეთა.
საოცრება, რომელიც მოცეკვავე წყვილმა სცენაზე მოაწყო ათიათასობით დამსწრე საზოგადოებამ ნახა, ინტერნეტში კი მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ათასმა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო რამდენიმე თვის წინ არის ატვირთული, მისი ვიზიტორები არც ისე ბევრნი არიან.
ამის მიზეზი ის არის, რომ „საერთაშორისო ცეკვის სააგენტო“-ს მოცეკვავე ეს წყვილი არც ისე ცნობადია. თუმცა ვინც მათი ცეკვა ნახა, არასდროს დაავიწყდება ის.