რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რად გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი წა­რად­გი­ნა
სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი კა­ხა კა­ხიშ­ვი­ლი გახ­და
სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ნა­ყე­ნი ქავ­თა­სით მკურ­ნა­ლო­ბას გვირ­ჩე­ვენ
,,ბა­ბუ­კას გო­გოა ელე­ნე“ - თე­ი­მუ­რაზ და ელე­ნე კუ­ტა­ლა­ძე­ე­ბი ( უკო­მენ­ტა­რო ფო­ტო)
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ამინდი
  თბილისი25°-38°
  ქუთაისი23°-34°
  ბათუმი26°-31°
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იქმნება

ცვლილება კანონში
15:26 12.05.2012
[თეონა მანაგაძე]
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (სსიპ) იქმნება, რომლის ფუნქციაში სახელმწიფო პრივატიზაცია და მართვასთან დაკავშირებული საკითხები გაერთიანდება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც, პარლამენტში უკვე მოხდა. პროექტის განხილვა კი, უახლოეს მომავალში დაიწყება.

როგორც პრესა.ჯი-ს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა განუცხადა, სააგენტოს შექმნის შემდეგ, პრივატიზაციისაა და ქონების მართვის დეპარტამენტების რეორგანიზაცია მოხდება და მათი ფუნქციები, სწორედ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოზე გადანაწილდება.

„მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს ის ფუნქციები ექნება, რომლითაც ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივდებათ. მაგალითად, აუქციონზე არსებულ ქონებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს უფლება ექნება სააგენტოს მიმართოს და ამ ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიპოვოს. ასევე, მოხდება ინვესტორების შემთხვევაშიც. მათ საშუალება ექნებათ სახელმწიფო პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მოითხოვონ და მათ ქონების მართვის სააგენტო დახმარებას გაუწევს“, - აცხადებს ხუროშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ მთავრობის მიერ წარდგენილ პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებს, - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლს მე-12 პუნქტი ემატება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის, ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეროებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ხელშეკრულების ცალმხივად მოშლის საფუძვლად განიხილება. ასეთ შემთხვევაში კი,  პრივატიზებული ქონება - ქონების მმართველს უბრუნდება. ამავე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების შემძენს გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები არ უნაზღაურდება და საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებამდე ხელშეკრულების მოშლის განსხვავებული სამართლებლივი შედეგები და პირობები დაადგინოს.

ამას გარდა, კანონის 36-ე მუხლს 1(3) პუნქტი ემატება, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც აღნიშნული ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია და ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს - სარგებლობის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად,  (საექსპორტო/აუდიტორიული დასკვნის საფუძველზე) სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით, განსზღვრულია თუ ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო ქონების შემძენი. პროექტით, სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს - საქართველოს, ან უცხო ქვეყნის, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ასევე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას - ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია.

მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებს. მას შემდეგ კი, რაც საკანონმდებლო ორგანო კანონს დაამტკიცებს,  ეს ცვლილებები სრულყოფილად 2012 წლის 17 სექტემბერს ამოქმედდება, თუმცა, ამ დრომდე, მთავრობას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მიღება და ქონების მმართველი პირების უფლებამოსილებისა და განხორციელების წესების დადგენა მოუწევს.

ბეჭდვა  
კომენტარები:
იქს2012-05-12 16:12:09
სახელმწიფოს აღარაფერი დარჩა ყველაფერი გაყიდეთ და ეგ რაღაც სააგენტო რაღად გინდათ?
ბარემ ისიც თქვით საკუთარ თავს იტყუებთ თუ ხალხს ატყუებთ?

ბიქტორი2012-05-12 17:29:21
იქს-ს, სანამ ტქვენს კომენტარს წავიკიტხავდი,სწორედ ასეტი რამ გავიფიქრე, გეტანხმები.რაც დიდ ფერცჰალს გადაურცჰა იმასაც ბოლო მოუგეს და საერტოდ მცირემიწიანი პატარა ერისატვის, როგორიც საქარტველოა ,დამგუპველად მიმაცჰნია უცხოელზე მიწის საკუტრებაცჰი მიყიდვა,გასცენ იჯარიტ, ტუნდაც 100 წლიტ და არა სამუდამოდ,მაგრამ ბენდუქიდზის ნაირებს ამას გააგებინებ?

აჩი2012-05-12 19:11:29
ეხ მინისტრებო მინისტრებო, იცით მაინც რისი მინისტრები ხართ? სამაგიეროდ იცით ვისი ვისაშია!

ამირ.2012-05-12 23:14:53
გლეხს რომ ართმევენ მიწებს და ასწლევენ უცხელებს ,ეს არი რომ იწახის ეს მთავრობა ვიცავ ადამიანის უფლებას,ბურებიც მალე გაიქცევა ამ ქვეყნიდან.

viagra online2013-03-03 00:05:51
xkzD6f This is one awesome post.Thanks Again. Really Great.

seo service2013-05-27 17:40:28
PBtKem Thanks for the post.Much thanks again.

cheap social bookmarks2013-06-19 18:48:38
m0d6fj I loved your post.Really thank you! Want more.

greatest news2013-08-03 04:34:16
GQrFNL I really liked your blog post.Much thanks again.

http://buy-ventolin-100mcg.com/2013-08-09 13:38:27
Very neat post.Thanks Again. Really Great.

good seo guys2013-09-04 10:16:33
XA5dh3 Very good blog.Much thanks again. Awesome.

check out these guys!2013-10-15 16:08:48
nHjBec Im thankful for the blog.Really looking forward to read more. Cool.

take a look at it!2013-10-26 03:27:44
mVtjyE Really appreciate you sharing this blog post. Really Great.

top seo guys2013-11-01 10:51:21
wyX4IQ I value the blog. Great.

awesome things!2014-01-08 06:52:50
OPlQcW Im thankful for the post.Really thank you! Cool.

check it out2014-02-01 00:54:48
sFlewQ Really enjoyed this blog.Thanks Again. Will read on...

stunning seo guys2014-02-28 15:08:53
v5D7ZW Thanks so much for the blog.Thanks Again. Fantastic.

seo for cheap2014-05-12 05:33:59
BzmCoh Very informative blog.Really thank you! Fantastic.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ:
  
ტოპ ათეული
1. ასე ერთობიან ლექსო თამაზაშვილი და ზვიად ჯანყარშვილი ღამის კლუბში
2. შემაძრწუნებელი ამბავი — სექსმუშაკი დედა კლიენტებს ღებულობდა 4 წლის გოგონასთან
3. რომელ ზოდიაქოს ნიშანს უმართლებს ყველაზე მეტად?
4. მოუწევს თუ არა ხიდაშელს გადადგომა?
5. რა მდგომარეობაშია ორი პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული აბულაძე?
6. წარწერა სტომატოლოგის საფლავის ქვაზე - სიცილისგან ცუდად გახდებით
7. ზვიადაურის მცდელობა აენთო ოლიმპიური ცეცხლი უშედეგო აღმოჩნდა
8. სომეხთა სასულიერო ლიდერის მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს
9. „ნიკორას“ კიდევ ერთი თანამშრომელი: ვადაგასულ სოსისებს რეცხავენ და დახლზე აბრუნებენ გასაყიდად
10. ბებიების მეთოდი – როგორ დავიკლოთ თვეში 25 კილო
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908
 
2014-11-17
visitor 40 561
visit 51 697
page 81 366
2014-11-18
  6 321
  6 769
  10 011