• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა რესტორან „გრანდ პალასის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილნი. სამივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.