• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუცია“ დაიწყო - როგორ აფასებენ ერევნის მოვლენებს საქართველოში?

ერევანში მდებარე სამთავრობო შენობები ბლოკირებულია. სომხურმა ოპოზიციამ რამდენიმე წუთის წინ, ხავერდოვანი რევოლუციის დაწყება გამოაცხადა. „დაიწყო ხავერდოვანი რევოლუცია“, - ასეთია ოპოზიციის მესიჯ-ბოქსი.

მართლაც,  შესაძლოა თუ არა, სომხეთში განვითარებული მოვლენები "ხავერდოვან რევოლუციად" ტრანსფორმირდეს? 

რა შედეგები შეიძლება მოიტანოს საქართველოსათვის, კავკასიისათვის და ზოგადად რეგიონისათვის, ერევნის საპროტესტო აქციებმა? ამასთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა. 

პრესა.ჯი: რა ხდება ერევანში?

სოსო ცინცაძე:  სომხებმა უკვე დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ჩვენზე რადიკალები არიან თავიანთი ინტერესების დაცვაში და მათთვის პრობლემას არ წამოადგენს ათასობით ადამინის ქუჩაში გამოსვლა. 

ორი წლის წინ, მცირედით გაძვირდა გაზი და ერთი კვირა მთელი ერევანი ქუჩაში იყო გამოსული. 

ჩვენგან განსხვავებით, ეს ადამიანები პროტესტს გამოთქვამენ და ამისათვის ღამეებს ათენებენ ქუჩაში. გამორიცხული არაფერი არ არის, როგორ ჩანს, დღევანდელ აქციებს ღრმა ფესვების აქვს, უკმაყოფილებას მათში მხოლოდ პრეზიდენტი არ იწვევს. 

რაც შეეხება მიზეზს, ეს არის ხელისუფლების კურსი, ღიად პროსუსული, რუსეთის მხრიდან ტრადიციულად ისტორიული და მოუქნელი. აღარაფერი აღარ დარჩათ მათ საკუთარი. ჩვენთვის და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპულიკელებისათვის, ეს ნათელი მაგალითი უნდა იყოს იმისა, თუ რითი შეიძლება დამთავრდეს ასეთი ღია პრორუსული კურსი. 

სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის ეს ღია გაკვეთიოლია. მაშინ, როდესაც ჩვენთან თანდათან იზრდება რუსული პროპაგანდა. 

ყველაფერზე წავა ოფიცილური სომხეთის ხელისუფლება და რუსეთიც, რომ ასე არ მოხდეს. 

- შეიძლება თუ არა, ერევნის მოვლენებში რუსეთი ღიად ჩაერიოს?

- რუსეთი ასე იოლად არ შეელევა თავის ერთადერთ მოკავშირეს სამხრეთ-კავკასიაში. თანაც, სახიფათო ის არის, რომ გვერდით მდებარეობს აზერბაიჯანი, რომლის პრეზიდენტიც თავის საათს ელოდება, იქ არ არის ამგვარი აქტიური სამოქალაქო პროტესტი, იქ სხვა სიტუაცია და რეალობაა, მაგრამ ის, რომ ალიევი ღიად ემზადება ომისათვის და ღიად იმუქრება, ეს ჩვენთვის არასასურველი და საშიშია. 

მთავარი ის კი არა არის, რა ხდება ლოკალურად სომხეთში, ჩვენთვის საშიში ის არის, რომ იქ დენთის კასრი არ აფეთქდეს. 

ამისათვის ჩვენ არც მოქმედების გეგმა გვაქვს და არც უჩანს ამ ყველაფერს რეალური პერსექტივები. 

როდემდე გასტანს მიტინგის ასეთი ფორმა, უცნობია, გუშინ იყვნენ დაშავებულებიც, დაკავებულებიც, დღეს როგორც ჩანს, აქციამ უფრო მშვიდობიანი ფორმა მიიღო. 

თუმცა, მოვლენები შესაძლოა ყოველ წუთს გამოვიდეს კონტროლიდან, ესეც ფაქტია.

შეგახსენებთ რომ სომეხი ხალხი პრეზიდენტ სარქისიანის პრემიერად წარდგინებას აპროტესტებს. 

ოპოზიციის განცხადებით, სარქისიანმა ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა და ცდილობს ძალაუფლება რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს, გაყალბების, მოსყიდვის და დაშინების ხარჯზე.