• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

თამარ ჩუგოშვილი: არსებული შეწყალების პოლიტიკა პრობლემატურად მიგვაჩნია

„დღეს არსებული შეწყალების პოლიტიკა პრობლემატურად მიგვაჩნია, ვნახოთ, პრეზიდენტი მასში რა ცვლილებებს შეიტანს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილ კონსულტაციებზე საუბრისას განაცხადა.

„ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება და პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების პოლიტიკაში ზუსტად რა ცვლილებებს ვნახავთ. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოში შეწყალების გამოყენებას მასშტაბური სახე აქვს. დამნაშავეების ძალიან დიდი პროცენტულობა და რაოდენობაა, რომელსაც პრეზიდენტი იწყალებს და სამწუხაროდ, მათ შორის იყვნენ ძალადობრივი, ნარკოდანაშაულის თუ სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი პირები. აქამდე შეწყალების რა პოლიტიკაც იყო, ჩვენ ეს პოლიტიკა პრობლემატურად მიგვაჩნდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.