• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

"ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი"

"ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო აღმოჩენილია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომსი დაწყებამდე განაცხადა.

"ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მიერ და დარწმუნებული ვარ ყველას გიხარიათ ის რომ მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან დაასრულეს მუშაობა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო არის ნაპოვნი საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით ძალიან პოზიტიურად წარმოვაჩინოთ საერთაშორისო მასშტაბით და სწორედ ამან მოგვცა საშუელაბა, რომ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველო ამ სტატუსით წარმდგარიყო, ეს ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია დაძალიან დიდი სიამაყეს ანიჭებს საქართველოს და საქართველოს ყველა მეგობარს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ფაქტს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამეცნიორო მუშაობა გაგრძელდება და კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენ ქართული ღვინის და საქართვლოს მეღვინეობის შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.