• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

"ისინი მოახდენენ ჩემს დეპორტირებას საქართველოში, სადაც პუტინის ბრძანებით მელოდება ციხე"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს საპროტესტო აქციში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პოროშენკო მისგან ითხოვს რომ კონკრეტული ადამიანები აკრიტიკოს.

"ორი დღის წინ მოვიდა ადამიანი ამ კაბინეტში და პრეზიდენტ პოროშენკოსგან გადმომცა: პრეზიდნეტი შენგან ითხოვს, რომ მე ვაკრიტიკო კონკრეტული პოლიტიკოსები ,რომელზედაც ის მიმითითებს და მეორე,რომ მე საერთოდ აღარ ვაკრიტიკო კონკრეტულად თავდაცვის სფეროში არსებული კორუფცია, რადგან ეს პირადად მას ძალიან არ მოსწონს.

ამ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ისინი მოახდენენ ჩემს დეპორტირებას საქართველოში, სადაც პუტინის ბრძანებით მელოდება ციხე, ასევე უშიშროების სამსახური გამოაგდებს მედიაში ვციტირებ: ,,კომპრომატს, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემზე აგროვებდნენ“ მსურს საჯაროდ ვუპასუხო პოროშენკოს და გითხრათ თქვენ, რომ მე რა თქმა უნდა მრცხვენია,რომ უკრაინის პრეზიდნეტი დაკავებულია ყველაზე დაბალი მაფიოზური იაფფასიანი შანტაჟით. მე არ მეშინია არც თქვენი კომპრომატების არც თქვენი მუქარის და არც ციხით დამუქრების”, - აცხადებს სააკაშვილი და უკრაინელებს 7 ნოემბერს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"მე პირადად ვრისკავ საუთარი თავისუფლებითა და სიცოცხლით, რადგან ისინი მე მემუქრებიან გასახლებითა და ციხით. პირობებში რომელსაც პუტინი აკონტროლებს, მაგრამ მე ხელს არ ჩავიქნევ და პოროშენკოსა და პუტინის პირდაპირი მუქარის მიუხედავად ვივლი და ვიბრძოლებ ბოლომდე ყველა კანონიერი საშუალებით, მაგრამ მე მჭირდება თქვენი დახმარება, თქვენს გარეშე არაფერი გამოვა მათ ეშინიათ არა ჩემი მათ ეშინიათ მხოლოდ თქვენი.

მოდი ერთად დავდგეთ და ყველამ ვაჩვენოთ რომ ვარსებობთ. ბოლომდე შევცვალოთ თამაშის წესები და გადავარჩინოთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე!“- განაცხადა სააკაშვილმა.