• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

რომან გოცირიძე: ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

”მიიღებთ ამ კონსტიტუციას, ხელს მოაწერთ მას. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას და ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.