• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

ჩარლზ ტენოკი: მიუღებელია პოროშენკოს მიერ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა

„ვფიქრობ, არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ის, რაც უკრაინაში მოხდა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელი ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა, „კონსერვატორების“ წარმომადგენელმა ჩარლზ ტენოკმა განაცხადა. 

ევროპარლამენტარის თქმით, მიუღებელია პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

„მინდა, ყურადღება გავამახვილო უკრაინის მოვლენებზე და მიხეილ სააკაშვილზე. ვფიქრობ, არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ის, რაც მოხდა. მიუღებელია პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. მით უმეტეს იმ დროს, როდესაც პროცესი გამჭვირვალე არ არის. მიხეილ სააკაშვილის მოძრაობა პოროშენკოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და პირის მოქალაქეობის გარეშე დატოვება სამართლიანი არ არის“, - განაცხადა ტენოკმა.

ჩარლზ ტენოკმა ასევე აღნიშნა, რომ შეშფოთებულები არიან ყირიმის ანექსიით, აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციით, გაყინული კონფლიქტებითა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციით.