• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

თბილისი საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომას უმასპინძლებს

თბილისი საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომას უმასპინძლებს.

ევროპარლამენტარები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ- მინისტრთან, პარლამენტის წევრებთან. 

შეხვედრებზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს, ევროინტეგრაციის პროცესს და ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებულ თემებს განიხილავენ. 

ასოცირების კომიტეტის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება.