• თბილისი
  • 29°C
  • 23 სექტემბერი, 2017
article

გია კორკოტაშვილმა თათია დოლიძეს შეურაცხყოფა მიაყენა - "ესენი იცავდნენ მარშზე ქართველ ქალებს?"

ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში თათია დოლიძემ, ე.წ. ქართველთა მარშთან დაკავშირებით ეს განცხადება გააკეთა, რომელიც "პრესა.ჯი"-მ უკვე შემოგთავაზათ.

თათიას განცხადებას სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი და გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ მარშის ლიდერები და მონაწილეები. ახალგაზრდა პოლიტიკოსის მიმართ, მარშის ლიდერებმა სიძულვილის ენით გამოთქმული ფრაზები და შეურაცხყოფები სოციალურ ქსელებში დააფიქსირეს.

 საზოგადოება განსაკუთრებით აღაშფოთა "პატრიოტთა ალიანსის" წევრის, კონსტანტინე მორგოშიას, მარშის ორგანიზატორის, მომღერალ გია კორკოტაშვილის და სხვათა უკიდურესად შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ახალგაზრდა პოლიტიკოსის მისამართით. (ფოტოზე ნახეთ კომენტარების სქრინი).

კორკოტაშვილის და მისი თანამოაზრეების კომენტარებს სოციალურ ქსელში ასეთი გამოხმაურებები მოჰყვა: 

"ეს პიტიკანტფროები კაცების გარდა ყველაფერი არიან!"

"ამათ ქართველი ქალი ადარდებთ ან საერთოდ, რამე ადარდებთ?ტფუი ! ვინც ამათ გვერდით უდგას, იმათი დონე წარმოიგინეთ! სიტყვას ვერ წერენ უშეცდომოდ და წინადადებას - გინების გარეშე!"

"ამათ ქართველი ქალი მხოლოდ პლეხანოვის ფარგლებში ანაღვლებთ,"

"ეს პედოფილები მიუძღვოდნენ ქართულ მარშს? ესენი არიან სიწმინდის დამცველები?"

" ესენი რო მორალისტობენ, მე იმ ქვეყანაში ცხოვრება მეზიზღება. "

"დღეს ლაშა ბაქრაძე წერდა - ყველა ქვეყანაში არიან ამისთანებიც, ფაშისტებიც, ნაცისტებიც, მაგრამ არცერთ ქვეყანაში, მედია თოქ-შოუებში არ იწვევს მათ და საათობით არ აბაზრებენო... წადი ახლა და ეს გააგებინე გრიგოლია-ჟიჟილაშვილ-სანაიას, მაკა რაზმაძეს და დანარჩენებს - სკანდალებზე და წივილ-კივილზე დახამებულ მედია-გიენებს ", 

"გარყვნილი გრუზინების კატეგორიაა, პატარა გოგოებზე რომ უდგებათ, არადა ტიპები იმას აპროტესტებენ, არაბები ახალგაზრდა ქართველ გოგოებს იყენებენ პროსტიტუციისთვისო," 

"რასაც გინებაში წერენ, ზუსტად ის ფანტაზიები აქვთ ავადმყოფ გონებაშიც, ნომერი პირველი პედოფილები და გარყვნილები თავად არიან,"

"ამ დაქლიავებულებმა მარში იმაზე არ გამართეს, ქართველი გოგოები შეურაცხყვეს ჩამოთრეულებმაო? ქართველი მამრისგან ქართველ ქალზე ხსნილია და მადლია არა?"

"ნეტა რატომ არ მიკვირს კორკოტიანების ლაშქრის სიბინძურე, ამათი დაცული ქართული ღირსება არ გაიშვას, პათოლოგები... ვინც მაგათ ტელევიზიებში იწვევს მაგათზე უარესი ბინძურები არიან." - წერენ სოციალურ ქსელის მომხმარებლები.

თავად თათია დოლიძე კი ასე გამოეხმაურა მისი მისამართით აგორებულ აგრესიას:

"რამდენი ადამიანი დასაქმდა უცბად ჩემი ლანძღვა-გინებით. რამდენიმე ფავორიტი კომენტარიც კი მაქვს უკვე .
ჯერ მარტო 25 წლის გოგოზე მოერიდებოდა ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს, როგორებადაც თავი მოაქვთ მარშის მონაწილეებს, ასეთი რაღაცების დაწერა. ქალებზე აღარაფერს ვიტყვი, თავად მიაჩნიათ ასეთი ტიპის ქალებს, რომ ჭკუა არ მოეთხოვებათ. ", - დაწერა სოციალურ ქსელში ახალგაზრდა პოლიტიკოსმა.