• თბილისი
  • 14°C
  • 19 ნოემბერი, 2017
article

"დავით აღმაშენებელმა, რომლის გამზირზეც დგებით, ყივჩაღები ჩამოასახლა საქართველოში"

ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე ასე ეხმაურება 14 ივლისს 20 საათზე აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებულ "ქართველთა მარშს":

1.ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების წყალობით გვყავს საქართველოში განათლებული ახალგაზრდები, რომელთაც საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდათ. ამის ერთ-ერთი მაგალითი მე თავად ვარ (სოროსის ფონდი).

ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების წყალობით ჩემს სფეროში არიან დასაქმებულები ახალგაზრდები.

ამ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციის წყალობით ხორციელდება ბევრი პროექტი საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის.
 
2. ქართველთა მესამედი არალეგალად ცხოვრობს საზღვარგარეთ და ჩვენ აქ ვაწყობთ არალეგალების საწინააღმდეგო აქციას. (ან ვინ შეუმოწმა მათ დოკუმენტები არიან თუ არა არალეგალები და საიდან მოდის ეს ინფორმაცია მათ მრავალრიცხოვნებასთან დაკავშირებით).

3. კრიმინალს არ აქვს ეროვნება! კრიმინალს ჩადის ნებისმიერი ეროვნების ადამიანი ყველგან, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი საზღვარგარეთ. ამასთან, სხვა არაკანონიერი ქმედებების წინააღმეგ, რა თქმა უნდა, უნდა ამოვიღოთ ხმა და სამართლებრივი გზით მოვთხოვოთ სახელმწიფოს მათი გადაჭრა, მაგრამ არაფერ კავშირში არ არის ქვეყნიდან ხალხის გაძევება ამ ყველაფერთან!

4. ჩვენ ეს ულტრა-მემარჯვენე, ქსენოფობიური გამოსვლები ნამდვილად არ წაგვადგება ევროინტეგრაციის გზაზე.

5. მსგავსი რუსული პროპაგანდა კარგად არის დაცდილი ევროპულ ქვეყნებში. გაიხსენეს ლიზას საქმე გერმანიაში. 

ეს მარში წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე! 
6. დაუშვებელია უცხოელების სხვადასხვა რასად თუ კლასებად დაყოფა. ფირმა უცხოელების და დაბალი დონის უცხოელების ერთმანეთისგან გამოყოფა არის ნაციზმი/ფაშიზმი!

7. ჩვენ გვაქვს პრეტენზია ტოლერანტულობაზე და გვსურს ოსი და აფხაზი ხალხის შემორიგება. რის დემონსტირებას ახდენს ამ დროს ეს აქცია?

8. ნამდვილი მტერი ამ დროს 700 მეტრით კიდევ წევს საზღვარს. პატრიოტი ახალგაზრდები მივდივართ სოფელ ბერშუეთში შეცდომაში შეყვანილი ქართველების მარშის პარალელურად.

9. დავით აღმაშენებელმა, რომლის გამზირზეც დგებით, სხვათაშორის ყივჩაღები ჩამოასახლა საქართველოში მაშინდელი საქართველოს სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე. ახლანდელი საქართველოს ინტერესი კი არის ეკონომიკური განვითარება (ინვესტიციები), ევროინტეგრაცია (ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, ინკლუზიურობა), ოსი და აფხაზი ხალხის შემორიგება (მათთვის შემწყნარებლობის მაგალითის ჩვენებით ადა არა ფაშისტური განცხადებებით), ერთმორწმუნე რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება (როგორც მინიმუმ რუსულ პროპაგანდაზე არ-წამოგების გზით; სამოქალაქო აქტივობით ნამდვილი პრობლემების წინააღმდეგ და არა წისქვილებთან ბრძოლა)." - წერს თათია დოლიძე.