• თბილისი
  • 35°C
  • 22 აგვისტო, 2017
article

დავით დეფი: ასე უმწეო, მართლა მეცოდებით ბატონო პრეზიდენტო

სარეკლამო ადგილი - 203
200 x 120

"საქართველოს პრეზიდენტის ოჯახი, მოქალაქეებს, საზოგადოებას სთხოვს, ნარკოტიკის ჩადებას გადაგვარჩინეთო. პრეზიდენტის ოჯახზეა ლაპარაკი მეგობრებო, პრეზიდენტის

 მისდამი კითხვა თავისით იბადება - მოქალაქეებისგან რას ითხოვთ ბატონო პრეზიდენტო, ანალოგიურ შემთხვევაში (ელისო კილაძე, ხატია დეკანოიძე და ა.შ.). 

მოქალაქეებმა ვის სთხოვონ დახმარება ან რა განცდაა, როცა თქვენ თვითონ ივანიშვილის ნებით ხართ ერთ დროს თავისუფალი, ახლა კი სამარცხვინოდ დაკნინებული ქვეყნის პირველი პირი. 

ეჰ ჩემო პრეზიდენტო, მართლაც ეჰ. 

ხშირად მითქვამს ახია-მეთქი თქვენზე, მაგრამ ასეთ დონეზე უმწეო, მართლა მეცოდებით, მეცოდებით როგორც მოქალაქეს, როგორც მწერალს, პოეტს, როგორც მამას და საერთოდ, როგორც კაცს.  

ვიცი ერთხელაც, ისევ ჩვენი დასაცავი გახდება პრეზიდენტის ინსტიტუტი. 

მე ადრეც მზად ვიყავი ამისთის და ახლაც ასეა. ივანიშვილის პარანოიდალურად სამარცხვინო რეჟიმს ადრე თუ გვიან ბოლო მოეღება, ასე ყელამდე ქაქში ქვეყანა ვერ იარსებებს, მაგრამ როცა ეს დღე დადგება, მაშინ თქვენ სად იქნებით? 

და რას იტყვით?

რა მექნა, აღარაფრის უფლება მქონდაო?

და საერთოდ არ შეგრცხვებათ? არაფრის და არავის შეგრცხვებათ? 

ძალიან საწყენია. დრო გადის", - წერს პოეტი დავით დეფი მარგველაშვილზე.

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის (რომელიც არაერთ სისხლიან საქმეში ფიგურირებს: ტარყაშვილის მკვლელობა, სირაძის დაჭრა) მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი 18 აბი სუბოტექსის შეძენის ბრალდებით დააკავეს. 

ამის შემდეგ, მარგველაშვილის შვილმა, ანა მარგველაშვილმა გამოაქვეყნა დაკავებამდე ჩაწერილი ვიდეო, სადაც გოგოჭური და თათარიშვილი აცხადებენ რომ მათი დაკავება იგეგმება.  

აღსანიშნავია რომ ანა მარგველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, პრეზიდენტის სიძე პოლიციას "ძაღლებად" მოიხსენიებს.

ვიდეოს გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთნი ემხრობიან იმ აზრს რომ თათარიშვილს სუბოტექსი ჩაუდეს, მეორენი კი აცხადებენ რომ "ეს იყო დანაშაულის ჩადენის წინ გაკეთებული ვიდეო-ალიბი", რათა იმ შემთხვევაში, თუ "ჩავარდებოდნენ", საქმეს პოლიტიკური ელფერი მისცემობა. 

"ეგრე ყველა ჩაწერს მსგავს ვიდეოს წინასწარ და მერე წავა და გაასაღებს ან იყიდის ნარკოტიკებს. ხოლო თუ დაიჭერენ, აყვირდება ჩამიდესო", - წერს სოც-ქსელის აქტიური მომხმარებელი, რომელიც პრეზიდენტის გარემოცვას მწვავედ აკრიტიკებს. 

საინტერესო დეტალი: პრეზიდენტის სამჯერ გასამართლებული ცოლის ძმა ჯერ კიდევ ორი-სამი თვის წინ, მეოთხედ დააკავეს, ამჯერად, ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებისა და იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით.

ხოლო, რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური, მეგობართან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა დიაგნოზით - ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მიღება.