• თბილისი
  • 34°C
  • 26 ივლისი, 2017
article

LIBE-მ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა.

42-მა დეპუტატმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.
დოკუმენტის საბოლოოდ განხილვა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება.

სესია თებერვალში გაიმართება.