• თბილისი
  • 28°C
  • 25 ივნისი, 2017
article

ექსპრეტ-კრიმინალისტებმა "გირჩის" ოფისში მუშაობა დაასრულეს

ექსპრეტ-კრიმინალისტებმა გირჩის ოფისში მუშაობა დაასრულეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარტიის ოფისიდან 31 დეკემბერს დათესილი მარიხუანას ქოთნები დალუქული გამოიტანეს.

სამართალდამცველები ოფისში დილიდან მუშაობდნენ და მათ პარტია ტაშის ფონზე დატოვეს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ჩხრეკა გართულებების გარეშე ჩატარდა და ახლა უცნობია რას იზამენ შსს-ში.

შეგახსენებთ, გირჩის ოფისში მარიხუანა 31 დეკემბერს დათესეს. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, თუმცა ოფისში მხოლოდ 11 დღის შემდეგ მივიდნენ.