რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 88
200 x 240
ფასი - 1000 ლარი
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი4°-15°
  ქუთაისი6°-15°
  ბათუმი7°-14°
"გირჩი" საქართველოს მთავრობას მიმართავს

სარეკლამო ადგილი - 97
322 x 120
ფასი - 1300 ლარი
15:56 11.01.2017
["პრესა.ჯი"]
ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოითხოვს, სსკ-ის 265-ე მუხლთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების ან საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებამ შეაჩეროს საქართველოს ყველა მოქალაქის სისხლისსამართლებრივი დევნა. 

"2016 წლის 31 დეკემბრის ღამეს, გირჩის ოფისში შედგა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი. ადამიანებმა გააპროტესტეს რეპრესიული, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა და მოითხოვეს სახელმწიფოსგან ადამიანის უფლებების პატივისცემა.

დაუმორჩილებლობის აქტის ყველა დეტალი იყო საჯარო, პოლიტიკური პარტიის პოზიცია კი ცნობილი იყო საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადებით.

ხელისუფლებას ჰქონდა ორ თვემდე ვადა პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ან ვალდებულება - 31 დეკემბერსვე ემოქმედა ისევე, როგორც მოქმედებს რიგითი მოქალაქეების მიმართ.

დღეს, დაუმორჩილებლობის აქტის ჩატარებიდან თერთმეტი დღის გასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იკავებს პოლიტიკური პარტიის ოფისს და მტკიცებულებების სახით აღწერენ და იღებენ კანაფის ნარგავებს. 

დღეს გირჩს დაგეგმილი ჰქონდა საქალაქო სასამართლოსთან გაეპროტესტებინა მოქალაქის მიმართ იგივე დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რომლის გამოც ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. 

ჩვენ მოვითხოვთ პოლიტიკური გადაწყვეტილების ან საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებამ შეაჩეროს ყველა საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.

გირჩის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს 265-ე მუხლის პირველი ნაწილით. მორალური დისკომფორტის გამო, ხელისუფლება ვერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ვერ აკავებს ამ პოლიტიკური აქტის მონაწილეებს. თუმცა მორალურად სწორი პოზიცია, იგულისხმება, რომ ადამიანებს უფლება აქვთ, პირადი მოხმარების მიზნით ფლობდნენ კანაბისის შემცველ პროდუქტებს, არ ცვლის არსებულ რეალობას, რომ საქართველოში სსკ-ის 265 მუხლით გასამართლებულია ათასობით ადამიანი და ასობით მოქალაქე, ამ კონკრეტული მუხლის შინაარსის გამო, ამჟამადაც სისხლის სამართლებრივად იდევნება. ამავდროულად, აღნიშნული მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე უკვე მსჯელობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

ამიტომ, რადგან ცხადად ჩანს, რომ სიმართლე კანონის მხარეს არ არის, რადგან ეს კანონი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და რადგან ამ უსამართლო კანონის ფაქტობრივი აღსრულება ჭირს საზოგადოების მეტ-ნაკლებად გავლენიანი წევრების მისამართით, მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით, ხელისუფლებამ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩეროს ამ მუხლით განხორციელებული ყველა სისხლის სამართლებრივი დევნა." -ნათქვამია პარტიის მიმართვაში.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-01-11 16:12:17
არა ბიჭო, კანონები არ ეცოდინებოდათ და ისე იღლაბუცებდნენ ესენი რამეს.

2017-01-11 16:39:35
გირჩი არა ტყავის ტრუსიკი!!!

2017-01-11 16:54:00
მარიხუანის პარტია დასასჯელია. რას აკეთებს პროკურატურა?

2017-01-11 17:22:25
ყველა ნარკომანის და არაჯანმრთელად მოაზროვნის ჭკუაზეც... კიდევ პლანით და...ვება ამ ქვეყანას, ისე ხო რას ამბობ. ვაი ამათ პატრონს უბედურს

2017-01-11 17:42:07
კანონი-კანონია.

Tramalis mgeli2017-01-11 20:24:52
komentars blokavt ar girchevt

Tramalis mgeli2017-01-11 20:32:12
Idi naxui ra

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



სარეკლამო ადგილი - 86
200 x 240
სარეკლამო ადგილი - 28
200 x 120
სარეკლამო ადგილი - 107
200 x 240
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. ვინ იყო 7 თვის ორსული გოგონა, რომელიც ქმართან ერთად ქუთაისში მომხდარ ავარიას ემსხვეპლა?
2. ზუკა ხუციშვილი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა მომღერალს? (ფოტოები)
3. "ამხელა ხორთუმი რატომ გაქვს მიჭრილი ძირში? კარაპეტიანს უფრო ჰგავხარ, ვიდრე ქავთარაძეს"
4. სალომე ღვინიაშვილს მეუღლე საჯაროდ ცეკვას უშლის - რა აღიარა მოდელმა?
5. მზია ორველაშვილი ნინო კუზანოვას: "მე თქვენთვის ეჭვიანობის საბაბი არ მომიცია"
6. "ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს! სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა"
7. 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
8. ხაშურის თავზე მფრინავი ჰამაკის ვიდეო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია
9. ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა
10. უკრაინაში ეუთო-ს ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901