რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი10°-22°
  ქუთაისი14°-27°
  ბათუმი16°-21°
პოლიტიკიდან შესაძლოა დავით ბაქრაძეც წავიდეს

15:38 11.01.2017
[ლევან ქართველიშვილი]

ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ, რუსთავი 2-ის სატელევიზიო ეთერის შემდეგ განცხადება არ გაუკეთებია უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკიდან წასვლაზე ფიქრობს.

ბაქრაძის გარემოცვის ვერსიით, მან, შესაძლოა, მალე პოლიტიკური ტაიმ-აუტი აიღოს.

შეგახსენებთ რომ დავით ბაქრაძემ, ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირებისას ბოკერიას მხარე დაიკავა და ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნა.

ის, თავდაპირველად, 20 იანვრის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის დაყენებასაც აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრა.

შეგახსენებთ რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პოლიტიკიდან წავიდნენ.

შეუერთდება თუ არა, ალასანია-უსუფაშვილს დავით ბაქრაძე, მას შემდეგ, რაც ენმ-ს დატოვებს, უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი.

„ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობები მქონდა, რომ დატოვე და წამოდი-თქო. მეგონა უფრო მოწესრიგებული კაცი იყო.

სტრასბურგში შევხვდი და მთელი საათი ვაწყვებოდი, არა გრცხვენია, რას ამბობ, ადექი, წამოდი-ნაციონალებიდანთქო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-01-11 15:51:50
კომფორმისტ-ინტელიგენტებს ამ ბანდიტების მთავრობის წინააღმდეგ შანსი არა აქვთ. მებრძოლი გუნდის შეკრებაა საჭირო, სხვა გზა არ ჩანს.

2017-01-11 16:36:28
ბერკეტი რომ ჰქონდეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომკეტავდა

2017-01-11 16:39:15
გზა ჩანს. ამ გზას ჰქვია ----ს ა მ შ ო ბ ლ ო ს --ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი !შვილი გიყვარს და მისთვის იბრძვი ბოლომდე, უღალატოდ. მე არ ვგულისხმობ პათოლოგიურ-გრეჩიხურ შემთხვევებს. ეს სიყვარული ან აქვს ადამიანს ან არა. მისი თავს მოხვევა შეუძლებელია.

2017-01-11 16:41:45
წადი ხო რა გინდა მაგ ვირთხებთან, აქამდე სად იყავი რატო მანამდე არ წახვედი? ან თუ მიდიხარ წადი, მოვა დრო და ყველას მიეზღვება და ყველა გამოჩნდება ვინ ვინა ადა ვინ რა იყო. ამიტომ თუ სინდისი გაგაჩნია შეინახე და გამოგადგება. მომავალში ბევრი რამ ისე იქნება როგორც ვერც მე წარმოვიდგენ და ვერც შენ. სინდისი უმთავრესია. ამ მედროვეებთან მენანებოდა ეს კაცი!

2017-01-11 16:52:40
„ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობები მქონდა, რომ დატოვე და წამოდი-თქო. მეგონა უფრო მოწესრიგებული კაცი იყო.

სტრასბურგში შევხვდი და მთელი საათი ვაწყვებოდი, არა გრცხვენია, რას ამბობ, ადექი, წამოდი-ნაციონალებიდანთქო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ.
-----------------------
ვავა, ვავა, უთქვამს ბიძოს ყველაფერი

2017-01-11 17:18:49
წადი, დავით, დღეს ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ.

2017-01-11 17:26:26
მიშა როცა პოლიტიკაში არ იყო დაკავებული და უმუშევარი იყო, ამერიკაში ლექციებს კითხულობდა.
ბაქრაძე ალბათ ოცნებას მასტერ-კლასს წაუკითხავს ღალატის თეორიაზე(ვინ უფო მაგარი მოღალატეა სამშობლოსი.

Tramalis mgeli2017-01-11 19:47:42
Mgeli unda iko mgeli da mgelze mgeli. Tu atrakeb bolomde gaatrake tu traki ar konda ras atrakebdi zama.

2017-01-11 20:17:01
ბაქრაძევ,თან წაიღე!

2017-01-11 20:19:08
წადი მერე თუ მიდიხარ!სუსტი ნებისმყოფი უნდა ჩამოშორდეთ პარტიას!

2017-01-11 21:17:09
მიხვდა, რომ ფეხი არ ჩაუვიდოდა და გადგა...მაგრამ მაინც გასაგებია ვინ არის...ის ხომ ჩუმ-ჩუმად ელაპარაკებოდა არაფორმალურ მართველს...განა მარტო ეს არ არის საკმარისი???

2017-01-11 22:43:47
სულით მშიშარა კაცია, ვერ უძლებს წნეხს და ასეთები ბარდებიან ტყვედ ომის დროს .............

რჩევა2017-01-11 23:42:37
ახლა ნაციონალურ მოძრაობაში ნამდვილი პატრიოტების, ღირსეული ხალხის და იდეალისტების ადგილია. თუ არც ერთი მათგანი არ ხარ, წადი. მატერიალისტი ბევრია.

2017-01-11 23:45:54
არ შემოხვიდეთ ამ საიტზე და არ წაიკითხოთ აქ დაწერილი სიბინძურეები, მხოლოდ ცუდს უწევენ პროპაგანდას და რეკომენდაციას, არასრულფასოვან და მოჭორილ სტატიებზე რატომ კარგავთ დროს.
პატრირქმა თქვა ერთხელ მხოლოდ სასიამოვნო, სიყვარულით აღსავსე და პოზიტიურ ინფორმაციას გაეცანითო.
მიმდინარეობს ბინძური გეგმა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, ცუდის ტირაჟირება იწვევს შფოთს, უიმედობას, ნიჰილიზმს და აბსოლიტურად ნეგატიურ განწყობას, ამიტომაც გვზაფრავენ ყოველთვის ცუდი ინფორმაციებით. ესეთია ამათი გეგმა.
ნუ მისცემთ ეშმაკს თქვენი დათრგუნვის უფლებას. არსებობს მეტად ნორმალური საიტები სადაც დაბალანსებუ და შედარებით ნორმალურად მიიღებთ ინფორმაციას. არ მოატყუებინოთ თავი ამათ და ამათნაირებს!! გეყოთ თავის წამება.!!!

2017-01-12 08:58:44
ამ საიტმა ქართველ ხალხს უნდა მისცეს საშუალება, რომ გამოხატონ, როგორ არის გამძვინვარებული ქვეყანაში შერჩევითი სამართლიანობა, როგორ სჯიან ადამიანებს შერჩევითი სამართლიანობით, როგორ აწარმოებენ ადამიანების დიკრიმინაციას გაპარპაშებული კრიმინალური კლანები, როგორ აწარმოებენ ადამიანების უფლებების დარღვევას გაპარპაშებული ქუჩის ბიჭები, ყოველივე ამაზე როგორ დუმან პარლამენტარები და ხელისუფლება. როგორ კურდღლებივით ასრულებენ ჩინოვნიკების დავალებებს მოსამართლეები და როგორ აწარმოებენ თვითონ ფაქტების გაყალბებას. როგორ სდუმს 30 ვერცხლზე გაყიდული ვითომ ინტელიგენცია: ნინელიკო ჭანკვეტაძე, ქითუნი დოლიძე, ნანიკო ბრეგვაძე, მანანიკო ბერიკაშვილი და როგორ არიან განცხრომაში მიცემულები თვითონ პურ-მარილი რომ აქვთ საახალწლოთ. საქართველოს სასწრაფოდ გამოფხიზლება სჭირდებვა.

2017-01-12 09:35:15
უტვინო ბაქრადზე.

2017-01-12 09:44:17
დიახ ამ საიტმა უნდა აჩვენეოს ხელისუფლებას და მოსახლეობას როგორ ხდება ადამიანების დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, კანონის შერჩევითობა, კრიმინალური ქმედებების დაფარვა და წახალისება შერჩევითი ნიშნით. კრიმინალის შეკერვა შეღცევითი ნიშნით. სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენება შერჩევითი ნიშნით. პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენება შერჩევითი ნიშნით და შერჩევითი სამართალწარმოებისთვის. კერძო საკუთრების ძალადობრივი წაგლეჯა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელით. ბიზნესმენების ფინანსური დახვრეტა და სახელმწიფოს ხელით. სახელმწიფოსგან დაუცველი მოსახლეობისათვის ეს საიტი აუცილებლობას წარმოადგენს. ხოლო ჩინოვნიკები, ჩინოვნიკებისგან ლობირებული ელიტარული ფენა და ის ხალხი ვისაც გულზე ხვდება სამართლიანობა ნუ წაიკითხავენ.

ციცო2017-01-12 09:46:13
ფული მართავს ყველაფერს და რა გასაკვირია მილიონებს დახარბებული პოლიტიკოსები გაემიჯნონ ყველას და ყველაფერს თუნდაც ეს საკუთარი ოჯახის წევრები იყვნენ. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ქართველი ერი ვერაფერს უპირისპირებს ფერად-ფერად ფურცლებს

ირაკლი2017-01-12 09:46:47
რაც შეეხება მამაოები ნუ წაიკითხავენ, ზოგიერთ მათგანს ისიც ეყოფა რა ქონებებიც შეიძინეს - როგორ და რა გზებით ჯერ არავის სურს ამაზე ლაპარაკი. ამიტომ მიყუჩდნენ.

2017-01-12 09:56:40
თუ წავიდა იმიტომ წავა რომ ბოკერიას გუნდს არავითარი პერსპექტივა მომავალში არ გააჩნია სამარცხვინოა როცა გიგი წერეთელი, გიგი უგულავა და მრავალი სხვა ბოკერია - ივანიშვილთან თანამშრომლობენ
ბაქრაძემ ეს არ იკადრა და ამ მხრივ მისი გადაწყვეტილება ღირსეულია

2017-01-12 11:04:27
ადამიანებო! მოდით დავწყნარდეთ და დავფიქრდეთ.
რა გვაქვს მოცემულობაში? რა უნდა დავამტკიცოთ?
მოც: ქვეყნის დაშლის რუსული მოდელი.
ამ დაშლის აღმსრულებელი ადამიანები.
მათ ქვიათ მოღალატეები და ეს ტერმინი ჩვენ არ გამოგვიგონია.
კერძოდ რუსული მოდელით ქვეყნის დაშლას, ანუ სიტუაციის შიგნიდან აფეთქებას კი რუსული ღალატი ჰქვია.
დას: საქართველოს არ დააქცევს რუსული მოდელის გახორციელება.
უკაცრავად, მაგრამ მე ამას ვერ დავამტკიცებ. რუსული მოდელი ჯერ-ჯერობით მუშაობს გამონაკლისის გარეშე. ერთადერთი შემადგენელი მოცემულობისა, რომალიც განზრახ გამოვტოვე....ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ა ა ! გამოვტოვე იმიტომ, რომ ის ძალიან სუსტია.
თუ არსებობს ჩემი ანალიზის ალტერნატივა, სიამოვნებით გავეცნობი.

2017-01-12 11:19:08
რასაკვირცელია როდესაც ქართულ პოლიტიკაში ძიძიგური,ინაშვილი,ბოსელია,კობახიძე,მაღრაძე,ქანთარი ასთანა "ფიგურები" არიან
დავით ბაქრაძის ადგილი იქ ნამდვილად არ არის.

2017-01-12 12:26:45
არა მგონია ბაქრაძეს მოსწონდეს ის რაც ბოკერია უგულავას ჯგუფში ხდება ბაქრაძე უფრო მაღალი დონის პოლიტიკოსია და მისთვის ალბათ მიუღებელია ეს ყველაფერი
თანაც ბიძინა მათხოვარმა პირდაპირ თქვა რომ მოლაპარაკებას აწარმოებდა მასთან ახლა ბაქრაძემ უნდა დაამტკიცოს რომ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა მაგრამ და მაგრამ ბ-ნო დავით! თქვენც მაგრად გაისვარეთ ამ ტალახში

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. "გაავრცელეთ!!! ბევრმა არც კი იცის!!! არადა ძალიან სასარგებლოა"
2. რა დაწერა 4 შვილის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში?
3. "საბოლოოდ მოვეფერები შენს გაყინულ ხელებს" - ეკა ყურშიტაშვილის სევდიანი წერილი
4. "ეს წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ"
5. „რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია“ - გია მაისაშვილის ეს წერილი ძალიან გაგახარებთ
6. „თან მღეროდა და თან ცრემლები მოსდიოდაო. ასე სცა პატივი პუბლიკასაც, შვილსაც და პროფესიასაცო“
7. პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა - რა ხდება შამგონაში? (ვიდეო)
8. "15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის ბაბულიკამ გააუპატიურა... რეაქცია ნული"
9. "ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს! სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა"
10. საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე მდებარე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901