• თბილისი
  • 21°C
  • 27 მაისი, 2017
article

„ქვეყანა აღმოჩნდა ერთი ოლიგარქის ინტერესის საჯილდაო ქვა"

საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ყოვეწლიური გამოსვლის ფორმატი ბიუროს უახლოეს სხდომაზე დადგინდება.საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

ოპოზიციის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა უნდა დაესწროს და უნდა გაიმართოს დებატები.

„ქვეყანა აღმოჩნდა ერთი ოლიგარქის ინტერესის საჯილდაო ქვა. პრეზიდენტმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტიტუტი არის დაკნინებული და თუ ივანიშვილის ტერმინს გამოვიყენებთ, მიჯირყვნილი, უნდა გამოიყენოს ეს ტრიბუნა, უნდა გამოიყენოს, რომ მას აქვს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დაგროვდა ქვეყანაში, გულწრფელად ისაუბრობს და შეასრულოს გამაერთიანებლის როლი,“ - აცხადებს "ნაციონალი" გია ბარამიძე.

პარლამენტში ქვეყნის პირველი პირის გამოსვლისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ოპოზიცია ყურადღების გამახვილებას გეგმავს, არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებაა.