რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ც­ხა­დე­ბა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით
ნი­ნო ბა­სი­ლი­ამ ვა­ლენ­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გრან პრი აიღო
„m2 თა­მა­რაშ­ვილ­ზე“ - კომ­პ­ლექ­სის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­გეგ­მილ­ზე ორ­თ­ვე-­ნა­ხევ­რით ად­რე დას­რულ­და
დღე მე-14- გო­ჩას და ნა­ტახ­ტა­რის ქრო­ნი­კე­ბი ფეხ­ბურ­თის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ამინდი
  თბილისი17°-30°
  ქუთაისი21°-33°
  ბათუმი21°-28°
ნუ შეგვჭამე, ბიძოოო!!!!

23:31 22.01.2016
["პრესა.ჯი"]
იმ ბრძენმა კაცმა ამ ცოტა ხნის წინ „კავკასიური ცარცის წრეც“ კი გაიხსენა მარგველაშვილთან მიმართებაში - „კავკასიური ცარცის წრე“ ხომ გახსოვთ, მაგის ამბავი ეგრეაო. კი ჩაგვეკითხა - ხომ გახსოვთო, მაგრამ ის აღარ ჩაუყოლებია, რა შუაშია მარგველაშვილი " კავკასიურთან", მიშიკოა აბაშვილი და შუაზე გლეჯს ვინმე? ნეტა ვინ ექაჩება? ნაცები? რომლის ერთ ლუდრს მოქალაქეობა ჩამოართვა და საქსოვ-ჩხირისგან თითებ გამოუყოფლად ქოქოლა მიაყარა? მეორე ლიდერი კი ციხეში ჩატოვა, მაგ დანაშაულებს ვერ წავახალისებო? თუ სასახლეა მიშიკო, რომელსაც აქეთ თვითონ ექაჩება, იქით მისი მოყვანილი მარგველა? ესაა თორემ „კავკასიური“ სწორედაც რომ გვახსოვს. გვახსოვს გენიალური რამაზ ჩხიკვაძე-აზდაკის შეძახილიც -„ნუ შემჭამე ქალოოო“. აი, ეს შეძახილი, სწორედაც რომ უპირიანი სწორედ მისი, სწორედ ბრძენი კაცის მისამართით!

დიახ, დიახ ნუ შეგვჭამე ბიძოოო!!! ნუ დაგვღალე!!! დიახ უკვე დაგვღალე შენი მოწონებებით და შემდეგ უეცარი ათვსლწუნებებით. თქვენი არაფორმალური მართველობა აიწონა-დაიწონას გავს და იქცა "აიწუნა-დაიწუნა-ჩაიწუნა"-დ. მოგვიყვანეთ და პრეზიდენტად დაგვისვით კაცი, რომელიც შემდეგ დაიწუნეთ, ან ვითომ დაიწუნეთ. დიახ, ეს მოწონება და შემდეგ დაწუნება სხვა არაფრია თუ არა ფარსი და პასუხისმგებლობის აყრა, პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენა, თორემ ეგ თქვენი მარგველაშვილი მარად თქვენი ტყვეა, როცა კი გჭირდებათ. დიახ იგი სწორედაც რომ სწორუპოვარი ქოცია, თქვენგან ვითომ გამიჯნული...

მოიყვანეთ ნარმანია და ახლა აღარ მოგწონთ მისი ტუჩ-კბილი, აქაც იგივეს ხიმანდრობთ. ღარიბაშვილზე არაფერს ვამბობ, დაუწუნებლად რომ დაბრაკეთ. მის ნაცვლად კვირიკაშვილი აღაზევეთ და ჰოი საოცრებავ, ეგრევე მიწა მიაყრეთ. კვირიკაშვილს მარგველაშვილის გაპრავება არ გამოუვაო - ჩასძინეთ.  ეს ყველაფერი პილატეს პოზების ნაირგვარობაა, მოიყვანთ და ეგრევე ხელს იბანთ და ვშიშობ ეგ თქვენი ხელთაბანა ლედი მაკბეტის ხელთაბანად არ გექცეთ, ლაქებს რომ ვერ იშორებდა....

ლედი მაკბეტი ხომ გახსოვთ ბატონი ბიძინა? თქვენ საპარლამენტო ლედებში არ აგერიოთ, როგორც დიდი ილია იტყოდა, მაკბეტის აფთარი ცოლი. და თუ მართლს „რაზაჩერავანიები“ გჭირთ , რა დაგვღალეთ ამ თქვენი მოხიბვლა-განხიბვლებით? ხომ ხედავთ რომ თქვენი მოასწონი არავინ ამოდის სოლოლაკის აღმართზე? და ვინც თქვენ მოგწონთ, მაგალითად ზურა ადეიშვილი, თქვენ აღმართს არ ამოივლის და თუ ამოივლის სულ სხვა მიზნებით?

მარტო ამით არ დაგვღალეთ. დაგვღალეთ თქვენი გაუთავებელი ჰობებით და გატაცებებით, არ დაილია ცაში ფრინველი, ზღვაში თევზი და ზვიგენი, და ცხოველი მიწაზე თუ ყინულზე რომ თქვენ თქვენთვის არ გინდოდეთ, ხან მხატვრობა გიტაცებთ და ყიდულობთ ფიროსმანს და მერე ჩვენ გვაყვედრით რომ გადაგვირჩინეთ... გეგონება რომელიმე პრესტიჟულ გალერეაში წარღვნა წალეკავდა... ახლა ალბათ, ციხისძირიდან რომ გიგნტურ, ასწლოვან ხეებს მოთხით და თქვენ ეზოში წაიღებთ, მაგასაც ძმრად ამოგვადენთ, რა გინდათ გიგანტური ხეები გადაგირჩინეთო. მერე რა რომ იმ გიგანტურ ხეთა ჩეროში მხოლოდ თქვენ ინებივრებთ და შეეკამათებით ხან ნიცშეს და ხანაც იუნგს.
და თუ გახმა? ისე დაიწუნებთ როგორც დაიწუნეთ მარგველა...

ის ბრძენი კაცი კომბლედ არ გვექცა? ხეებს თხრის და სახლში აწყობს... მაგრამ კომბლესგან განსხვავებით თავისი ცხვრების მხარეს კი არა, მგლის მხარესაა, რომელიც ცხვრებს უჭამს. მაგრამ როგორ გინდა დაძრახო, როცა „მგელის“ მსხვილი აქციონერია?

დიახ, შვეიცარულმა პრესამ ფარდა ახადა იმას, რომ ბატონი ივანიშვილი „გაზპრომის“ მსხვილი აქციონერია... და ახლა, როცა ერთ მხარეს საქართველოს ინტერესებია, რომლის „დირექტორიც“ თავადაა და მეორე მხარეს კომპანია, რომლის მეწილეცაა, თავად ბიძინა ივანიშვილი რომლის ინტერესებს ახმოვანებს? საქართველოსას თუ გაზპრომისას?

ვინმეს სჯერა რომ ის თავის კომპანიას დააზარალებს? ვისაც ეს სჯერა, მას იმისიც „სჯერა“ რომ ბიძინამ რუსეთში ყველა აქტივი გაყიდა... აკი, ამბობდა კიდეც ყველა აქტივი უნდა გავყიდო რუსეტში რომ მოლაპარაკებებში ხელი არ შემისალოსო? აკი გვამცნო კიდეც რომ მე რუსეთში აქტივები აღარ მაქვსო? და ჰქონია. ბატონ ბიძინას მორიგი ტყუილი. ტყუილის რიგით ნომერს ნუ მომთხოვთ, ვინდასთვალოს ზღვაში ქვიშა და ამ ქვეყნად მისი ტყუილები? მთელი ეს გაზპრომის სამარცხვინო ეპოპეა ტყუილების კასკადია, დაწყებული იმით რომ თურმე აზერბაიჯანი ვერ გავწვდის საკმარის რაოდენობას და უნდა ვიყიდოთ, გაგრძელებული იმით რომ ხელშეკრულების გადახედვა ხდება და მეტი არაფერი და დასრულებული კალაძის მორიგი ცალფეხა, უტრუსიკო ტყუილით რომ თურმე რუსეთი გვიყენებს ულტიმატუმს და თუ ამ პირობებს არ დავთანხდებით, სომხეთს გაზს ირანიდან მიაწვდიან და ჩვენ საერთოდ მშრალზე დავრჩებით. ასეთ მამალ ტყუილს ჯერ არ ურბენია - კავკასიონიდან არარატამდე. ისე აიბურდნენ თავის დახეთქებულ ტყუილებში, თავს ვერღაც კალაძე იძვრენს და ვერც მისი ბრძენი კაცი.

დიახ, დაგვღალე ბიძო ტყუილებით! თან უკბილო და იმწუთას გადამოწმებადი ტყუილებით. ის რომ ვიღაცას სჯერა თქვენი ტყუილების, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველას სჯერა, ასე რომ თამამად შეგიძლიათ შუშის სასახლეში მიიპატიჟოთ ვისაც თქვენი სჯერა და მათ მოუყვეთ. მერწმუნეთ, ისე შეთხელდა მათი რიგები რომ იოლად დაეტევიან თქვენს სასახლეში. დაიბარეთ და შეაშინეთ რომ ძალიან დიდი და სასიხარულო ეკონომიკური ზრდა გვექმურება. არ დაინდოთ ბატონო ბიძინა, მაგრად შეაშინეთ. ეგ არაფერი, აგერ თქვენს ოცნებაში დეპუტატი ნიშნიანიძე გყავთ, გამოცდილება აქვს ნახშირითა და დანით გამოლოცვის და ის გამოულოცავს...

დაიბარეთ და მოუყევით ზღაპრები რომ გაზის დეფიციტი თურმე თქვენს მიერ გახსნილმა ახალმა საწარმოებმა წარმოქმნა...

ჩვენ დავიღალეთ! დაიბარეთ დაუღლელნი და ისინი დაღალეთ.
გამოკითხვა
როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის წერილს საზოგადოებისადმი?
  
ტოპ ათეული
1. ეს ის ბონდარენკოა, რომელმაც.... - აი რას წერენ სტანისლავ ბონდარენკოზე
2. "ბერძენიშვილს პაპიძესთან საერთო სამომავლო გეგმები არ ჰქონია"
3. გამომძიებელი: "მაგდა პაპიძემ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ იმ ღამეს ქმარს დაურეკა"
4. დარეჯან მინდიკაური მაგდა პაპიძეს: "აწიე თავი, დეგენერატო, დაინახე"
5. ლანა პაპიძე: "სადისტის თვალები გაქვს ლილი!... შე ნაგავო"
6. ბონდარენკო: "გამარჯვების შემთხვევაში, ბინას ჯანო იზორიას ვაჩუქებ"
7. უცხოელი მამები ჩვენს პატრიარქზე
8. აშანტაჟებდა თუ არა ოთარ ბერძენიშვილი მაგდა პაპიძეს?
9. "ონლაინ-კრედიტიდანაც" დამირეკეს, - რატომ გვიმალავ კოტეს, გინდა თუ არა, დაგვალაპარაკეო"
10. "ევამ დაიწყო ტირილი და ყვირილი, გადი ახლავე ჩემი ოთახიდანო"
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908